“ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულოების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 28.03.2005
ძალის დაკარგვა 21.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №127
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.203
გამოქვეყნების წყარო სსმ, 37, 01/04/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
“ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულოების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Dumbadze;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:2.5in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Dumbadze","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt .5in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.203
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №127
2005 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 89-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ალ. ლომაია
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების სფერო
დებულება არეგულირებს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესს, პირობებსა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზაციის საკითხებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აბიტურიენტთა რაიონული სარეგისტრაციო პუნქტი (შემდგომში – სარეგისტრაციო პუნქტი) – ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის მიზნით, ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი;
ბ) გამოცდის ადმინისტრატორი (შემდგომში – ადმინისტრატორი) – საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი;
გ) გამოცდის მეთვალყურე (შემდგომში – მეთვალყურე) – ეროვნული გამოცდების ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს საგამოცდო ცენტრებში მიმდინარე საგამოცდო პროცესს.
დ) გამსწორებელი – ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე კონკურსის წესით აყვანილი საგნის სპეციალისტი, რომელმაც გაიარა შესაბამისი ტრენინგი და უფლებამოსილია გაასწოროს აბიტურიენტთა საგამოცდო ტესტები;
ე) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელმაც ამ დებულებით დადგენილი წესით გაიარა აკრედიტაცია ეროვნული გამოცდების ცენტრში დამკვირვებლის სტატუსით;
ვ) დამკვირვებლის აკრედიტაცია – ამ დებულებით დადგენილი პროცედურა, რომლის შედეგად მიიღება გადაწყვეტილება პირისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ;
ზ) ენობრივი სექტორი – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ენის მიხედვით (ქართული, რუსული, სხვა) დიფერენცირებული საგანმანათლებლო პროგრამები;
თ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო დაწესებულება (ზოგად-საგანმანათლებლო, პროფესიული, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო), რომელიც ახორციელებს სრულ საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას;
ი) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – თითოეულ საგამოცდო საგანში დადგენილი ქულათა მინიმალური ოდენობა, რომლის გადალახვაც აბიტურიენტისათვის აუცილებელია რანჟირების დოკუმენტში მოსახვედრად, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე/სპეციალობაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად;
კ) საპრეტენზიო საბჭო – აბიტურიენტთა საპრეტენზიო განცხადებების განხილვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით შექმნილი საგნობრივი ქვეკომისიებისაგან შემდგარი დროებითი ორგანო;
ლ) საინფორმაციო-ტექნოლოგიური განყოფილება – ეროვნული გამოცდების ცენტრის სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია საგამოცდო პროცესის პროგრამულ უზრუნველყოფაზე;
მ) საგნობრივი ქვეკომისიები – საპრეტენზიო საბჭოს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომლებიც იქმნება საგამოცდო საგნების მიხედვით;
ნ) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც აბიტურიენტები განთავსდებიან გამოცდების მიმდინარეობისას;
ო) საგამოცდო სექტორის კურატორი (შემდგომში – კურატორი) – პირი, რომელიც საგამოცდო სექტორის ფარგლებში კურირებას უწევს გამოცდების ჩატარების პროცესს;
პ) საგამოცდო ცენტრი – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით, ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი;
ჟ) საგამოცდო ცენტრის რეგისტრატორი – პირი, რომელიც საგამოცდო ცენტრში ახორციელებს აბიტურიენტთა რეგისტრაციას და ეხმარება კურატორებს გამოცდების პროცესში წამოჭრილი ორგანიზციული საკითხების გადაწყვეტაში;
რ) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი – ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი დაიშვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;
ს) სკალირებული ქულა – აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსებული ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე;
ტ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სტუდენტისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;
უ) სპეციალობათა რეიტინგული ჩამონათვალი – აბიტურიენტის მიერ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების სპეციალობების/ფაკულტეტების ნუსხა, რომლებზეც სურს სწავლის გაგრძელება;
ფ) ტექნიკური კონტროლი – საგამოცდო პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით.
მუხლი 3🔗. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით დგინდება იმ აბიტურიენტთა ნუსხა:
ა) რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ბ) რომელთაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამა თუ იმ სპეციალობაზე/ფაკულტეტზე.
მუხლი 4🔗. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდა ტარდება წერილობით, საგამოცდო ტესტების მეშვეობით, რომელთა შექმნას და საგამოცდო ცენტრებამდე მიტანას უზრუნველყოფს ეროვნული გამოცდების ცენტრი მათი სრული კონფიდენციალობის დაცვით.
2. თითოეული საგამოცდო ტესტი ფასდება 100 ქულიანი სისტემით.
3. აბიტურიენტების მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული შეფასება (ქულები) ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსდება ერთ საერთო, სტანდარტულ სკალაზე, რის შედეგადაც მიიღება აბიტურიენტის ,,სკალირებული ქულა” ამ საგამოცდო საგანში.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასური მოიცავს:
ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურს, რომელიც განისაზღვრება 30 ლარის ოდენობით;
ბ) აბიტურიენტის ინიციატივით საგამოცდო ტესტების ხელახალი შეფასების საფასურს, რომელიც განისაზღვრება 30 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება ეროვნული გამოცდების ცენტრის საბანკო ანგარიშზე.
6. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტების ხელახალი შეფასების შედეგად დაკმაყოფილდება აბიტურიენტის შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზია, მას უკან უბრუნდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა.
მუხლი 5🔗. საგნები, რომლებშიც ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია სამი სავალდებულო გამოცდის ჩაბარება:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა;
ბ) ერთ-ერთი უცხოური ენა აბიტურიენტის შერჩევით (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული);
გ) ზოგადი უნარები.
2. მათემატიკის გამოცდა არჩევითია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია კონკრეტული სპეციალობის/ფაკულტეტის აბიტურიენტთათვის დააწესოს მათემატიკის გამოცდის სავალდებულობა. ამ შემთხვევაში ამ გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც სპეციალობათა რეიტინგულ ჩამონათვალში მიუთითებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ასეთ ფაკულტეტს/სპეციალობას.
მუხლი 6🔗. შეღავათები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე იმ პირთათვის, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს ფაკულტეტების/სპეციალობების მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირთათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, რომელთა დაკავება ამ დებულებით დადგენილი წესით შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაცხადების განხილვის საფუძველზე უფლებამოსილია შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კონსულტაციის შემდეგ, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის გამოყოს ადგილები არა უგვიანეს 6 თვით ადრე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში და რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ შესაბამისი განაცხადით არა უგვიანეს 2 თვით ადრე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, არა უგვიანეს 2 თვით ადრე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე აცნობებენ ეროვნული გამოცდების ცენტრს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირების, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში, რაოდენობას ფაკულტეტების/სპეციალობების მიხედვით, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მომდევნო სასწავლო წელს შესაბამის დაწესებულებებში.
5. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შესაძლებელია დაწესდეს გასაუბრება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. საქართველოს განათლებისა და მეცნიე-რების სამინისტრომ გასაუბრების ჩატარება შეიძლება უზრუნველყოს უშუალოდ, ეროვნული გამოცდების ცენტრის ან/და შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მეშვეობით.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირები, აგრეთვე უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომელთაც სურთ უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაგრამ არ გააჩნიათ შესაბამის ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების უფლება, უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში საერთო წესით.
7. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც მოპოვებული აქვთ უცხო ქვეყნის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან/და უცხო ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების უფლება, აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ამ დებულებით განსაზღვრული წესით.
მუხლი 7🔗. ერთიანი ეროვნული გამოცდების თავისებურებანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რუსულენოვანი სექტორისათვის
1. იმ აბიტურიენტს, რომელსაც სწავლის გაგრძელება სურს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რუსულენოვან სექტორზე, უფლება აქვს მათემატიკისა და ზოგადი უნარების გამოცდა ჩააბაროს ქართულ ან რუსულ ენაზე, რის შესახებაც მიუთითებს განაცხადში.
2. ის აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რუსულენოვან სექტორზე, გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ გამარტივებული ტესტით, მაგრამ არ არიან უფლებამოსილნი უცხო ენად აირჩიონ რუსული.
მუხლი 8🔗. ერთიანი ეროვნული გამოცდების თავისებურებანი სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აბიტურიენტებისთვის
1. აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/დაწესებულების საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამით, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გადიან შესაბამის კონკურსს სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, რომლის შედეგები დაუყოვნებლივ ეგზავნება ეროვნული გამოცდების ცენტრს.
2. მხოლოდ ის აბიტურიენტი შეიძლება ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე/სპეციალობაზე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული გამოცდისათვის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის დადგენილ ზღვარს.
3. სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამისთვის სასწავლო წლის დასაწყისში უფლებამოსილია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წესი:
ა) მხოლოდ დაწესებულების კონკურსის შედეგების მიხედვით – ერთიანი ეროვნული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების კოეფიციენტებით რანჟირების გაუთვალისწინებლად;
ბ) შერეული წესით – დაწესებულების კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტებით რანჟირებული ქულებით.
4. თუ სახელოვნებო და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამით აბიტურიენტის ჩარიცხვა ხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ-ლება ამ დებულების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კოეფიციენტს ანიჭებს ასევე დაწესებულების კონკურსს.
თავი II. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წინასწარი ორგანიზაცია
მუხლი 9🔗. მონაცემთა ბაზები
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე საინფორმაციო-ტექნოლოგიური განყოფილება საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სპეციალობების/ფაკულტეტების ნუსხის, შესაბამისი საგამოცდო განრიგებისა და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის შედგენის მიზნით უზრუნველყოფს აბიტურიენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების შექმნას.
მუხლი 10🔗. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზა
1. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფა მონაცემთა გაერთიანებული ბაზიდან შემდეგი სახის ინფორმაციის მიღების საშუალებას უნდა იძლეოდეს:
ა) აბიტურიენტთა რაოდენობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით;
ბ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეული ქალაქისათვის, სადაც უნდა გაიხსნას საგამოცდო ცენტრი/ცენტრები:
გ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეულ საგამოცდო საგანში;
დ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეული ენობრივი სექტორისათვის.
2. აბიტურიენტების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად ეროვნული გამოცდების ცენტრი ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აგზავნის სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) მოსწავლეთა გვარების ანბანური ჩამონათვალი სახელისა და მამის სახელის მითითებით;
ბ) აპირებს თუ არა მოსწავლე სწავლის გაგრძელებას საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება);
გ) მოსწავლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებას აპირებს ქართულ თუ რუსულ სექტორზე;
დ) რომელ უცხო ენას და რომელ ქალაქს ირჩევს მოსწავლე გამოცდების ჩასაბარებლად;
ე) ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია;
3. მოსწავლეთა ნუსხაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექციას შეჰყავს ექსტერნებიც.
4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის კითხვარის შევსება სავალდებულოა.
5. შევსებული ანკეტები უბრუნდება ეროვნული გამოცდების ცენტრს, რომლის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ განყოფილებაში ხდება მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება. ამობეჭდილი ანკეტები ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც მოსწავლეები ეცნობიან მათ, საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ კორექტივები და უბრუნებენ ეროვნული გამოცდების ცენტრს, სადაც ხდება აბიტურიენტთა ბაზის ფორმირება.
მუხლი 11🔗. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად ეროვნული გამოცდების ცენტრი ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აგზავნის სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების:
ა) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;
ბ) საფოსტო მისამართი;
გ) ტელეფონი (ფაქსი, ელ. ფოსტის მისამართი);
დ) ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;
ე) სპეციალობა/ფაკულტეტები, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა;
ვ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული სპეციალობის/ფაკულტეტისთვის;
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული არჩევითი საგანი/ საგნები სპეციალობების/ფაკულტეტების მიხედვით;
თ) სპეციალობების/ფაკულტეტების მიხედვით ცალკეული საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები;
ი) ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შევსებული ანკეტები უბრუნდება ეროვნული გამოცდების ცენტრს, რომლის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ განყოფილებაში ხდება მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება. ყოველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თითოეულ სპეციალობას/ფაკულტეტს მიენიჭება ინდივიდუალური უნივერსალური კოდი.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ეროვნული გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის გამოცემას, რომლის ელექტრონული ვერსია განთავსდება ეროვნული გამოცდების ცენტრის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე. ცნობარში აისახება საქართველოში არსებული აკრედიტებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალობა/ფაკულტეტი, რომლებზეც მიმდინარე წელს წარმოებს აბიტურიენტთა მიღება.
თავი III. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება
მუხლი 12🔗. საგამოცდო განაცხადი. აბიტურიენტთა რეგისტრაცია
1. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია აბიტურიენტის წერილობითი განცხადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ.
2. აბიტურიენტი 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას წარადგენს რაიონულ სარეგისტრაციო პუნქტში (შემდგომში – სარეგისტრაციო პუნქტი).
3. სარეგისტრაციო პუნქტები იქმნება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით საქართველოს ყველა რაიონულ ცენტრში და ქალაქში, რომელიც არ შედის არც ერთი რაიონის შემადგენლობაში.
4. განცხადებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა, მითითებული უნდა იყოს:
ა) იმ საგანთა ჩამონათვალი, რომლის ჩაბარება სურს აბიტურიენტს;
ბ) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტების/სპეციალობების რეიტინგული ჩამონათვალი, სადაც აბიტურიენტს სურს სწავლის გაგრძელება (არა უმეტეს ხუთისა);
გ) აღენიშნება თუ არა აბიტურიენტს რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევა (მოტორული, სმენითი, მხედველობითი), რის გამოც ის საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს.
5. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შესახებ განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;
ბ) სალაროს ქვითარი ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი – მისივე დედნის წარდგენით;
დ) საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მისივე დედნის წარდგენით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი დამამთავრებელ კლასში სწავლობს – სკოლის დირექტორის მიერ დამოწმებული ამონაწერი სასკოლო ბრძანებიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში კლასიდან კლასში გადაყვანის შესახებ;
ე) შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შემთხვევაში. მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის ფუნქციონალური დარღვევები, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს;
ვ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური თარგმანი, გარდა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის.
6. რეგისტრაციის შემდეგ სარეგისტრაციო პუნქტში განაცხადისა და სრული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში აბიტურიენტზე გაიცემა საგამოცდო-საიდენტიფიკაციო (შემდგომში – საგამოცდო) ბარათი, რომელიც ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში.
7. საგამოცდო ბარათში აბიტურიენტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მითითეული უნდა იყოს:
ა) ჩასაბარებელი გამოცდების ნუსხა;
ბ) ქალაქი, რომელშიც აბიტურიენტი აპირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას;
გ) გამოცდების ჩატარების თარიღები, დაწყების დრო და სხვა აუცილებელი ინფორმაცია;
დ) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტების/ სპეციალობების რეიტინგული ჩამონათვალი, სადაც აბიტურიენტს სურს სწავლის გაგრძელება.
8. აბიტურიენტი ბარათზე ხელის მოწერით ადასტურებს საგამოცდო ბარათზე დატანილი ინფორმაციის სიზუსტესა და თანხმობას საგამოცდო წესების კეთილსინდისიერად შესრულების თაობაზე.
9. აბიტურიენტის მიერ მიმდინარე ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ განმეორებითი განაცხადის შეტანა ნებადართულია მხოლოდ განაცხადების მიღების ვადის დაცვით. ასეთ შემთხვევაში გაიცემა ახალი საგამოცდო ბარათი. ამ შემთხვევაში აბიტურიენტი დამატებით წარადგენს მხოლოდ ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალსწინებულ 2 ფო-ტოსურათს.
მუხლი 13🔗. ვადები
ამ დებულებით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულების ვადებს, რომლებიც განსაზღვრული არაა ამ დებულებით, ადგენს ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური აქტებით, რომლებიც ექვემდებარება საჯარო გაცნობას რაიონულ სარეგის-ტრაციო პუნქტებში საჯარო სტენდზე გამოკვრით.
მუხლი 14🔗. ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება ორ ცვლად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, ეროვნული გამოცდების ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად. საგამოცდო ცენტრები განლაგებულია ქვეყნის ქალაქების სასწავლო დაწესებულებებში. საგამოცდო ცენტრების განთავსების ადგილების შერჩევა ხდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით.
2. იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც საგამოცდო ბარათშია მითითებული აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
3. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი ვალდებულია წარადგინოს:
ა) საგამოცდო ბარათი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
გ) საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მისივე დედნის წარდგენით;
დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური თარგმანი, გარდა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები აბიტურიენტებისათვის.
4. რეგისტრაციის შემდეგ აბიტურიენტი განთავსებულ იქნება საგამოცდო სექტორში მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.
5. გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტების თვალწინ იხსნება საგამოცდო ტესტების დალუქული შეკვრა.
6. მუშაობის დაწყებამდე აბიტურიენტი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული საგამოცდო ტესტი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს საგამოცდო სექტორის უწყისში ხელმოწერით.
7. გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტს მოკლედ გააცნობენ გამოცდების ჩატარებისა და საგამოცდო ტესტური რვეულების შევსების წესებს, მის უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. სამუშაო დრო სხვადასხვა საგამოცდო საგნისათვის განსხვავებულია და მითითებულია საგამოცდო ტესტების რვეულში. კურატორი/მეთვალყურე უზრუნველყოფს, რომ დროის ათვლამდე აბიტურიენტს არ ჰქონდეს მუშაობის დაწყების საშუალება.
8. გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტთა ნამუშევრების ანონიმურობის უზრუნვლსაყოფად, ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად ხდება მათი დაშიფვრა ინდივიდუალური შტრიხკოდით, რომელიც ტესტების რვეულებს დაეკვრება.
9. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ფუნქციონალური დარღვევები, ეროვნული გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს.
10. აბიტურიენტი ვალდებულია:
ა) დაუგვიანებლად გამოცხადდეს გამოცდაზე – საგამოცდო დროის ათვლის დაწყების (რეგისტრაციის დამთავრების) შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება;
ბ) თან იქონიოს:
ბ.ა) საგამოცდო ბარათი;
ბ.ბ) საქართველოში გაცემული სრული (საშუალო) ზოგადი განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი მისივე დედნის წარდგენით;
ბ.გ) პირადობის დამადასტურებელი ფოტოსურათიანი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა);
ბ.დ) ბურთულიანი ავტოკალამი (შავი, ლურჯი ან იისფერი);
გ) გამოცდის (სამუშაოს) დამთავრების შემდეგ ტესტის ჩაბარებისას ხელი მოაწეროს სპეციალურ ჟურნალში;
დ) შეასრულოს ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და კურატორის/მეთვალყურის ცალკეული მითითებანი.
11. გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვ. გამოყენება;
გ) ტესტის შესავსებად განსხვავებული ფერის (წითელი, მწვანე,...) მელნის გამოყენება;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა აბიტურიენტებისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად.
12. ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში აბიტურიენტს მიეცემა გაფრთხილება, ხოლო დარღვევის განმეორებისას მას განათავსებენ დანარჩენი აბიტურიენტებისგან განცალკევებით, ამ დებულებით გათვალის-წინებული საგამოცდო პირობების დაცვით ან მას დაატოვებინებენ საგამოცდო ცენტრს. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ უხეში დარღვევის შემთხვევაში. ამ შემთხვევებში აბიტურიენტის მიერ საგამოცდო ცენტრის დატოვება ფორმდება ოქმით, ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით.
13. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში აბიტურიენტს უფლება აქვს, საგამოცდო ტესტის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი კურატორის ან მის მიერ ამისთვის გამოყოფილი მეთვალყურის თანხლებით.
14. საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ კურატორი ამოწმებს თითოეული აბიტურიენტის ტესტის რვეულის გვერდების რაოდენობას, შტრიხკოდის დაუზიანებლობას და აბიტურიენტის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მას.
15. ჩაბარებული ტესტური რვეულები იკვრება სექტორების მიხედვით, ილუქება და ექსპედიტორის მეშვეობით იგზავნება ეროვნული გამოცდების ცენტრში.
16. საგამოცდო პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტი უფლებამოსილია, გამოცდებს შორის პერიოდში პრეტენზია შეიტანოს ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო საბჭოს (შემდგომში – საპრეტენზიო საბჭოს) სახელზე იმ ქალაქის სარეგისტრაციო პუნქტში, სადაც გამოცდა ჩააბარა. სარეგისტრაციო პუნქტში შეტანილი პრეტენზიები განსახილველად იგზავნება საპრეტენზიო საბჭოში.
17. საგამოცდო სექტორში ან ცენტრში ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში ეროვნული გამოცდების ცენტრი ატარებს ხელახალ გამოცდას ამ კონკრეტულ ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებიდან არა უგვიანეს სამი დღის ვადაში.
18. ეროვნული გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობაზე ტექნიკურ კონტროლს.
მუხლი 15🔗. მეთვალყურე. დამკვირვებელი
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით საგამოცდო ცენტრებში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებენ მეთვალყურეები და დამკვირვებლები. მეთვალყურეთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრებში განაწილება ხდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით. საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესში დაუშვებელია ამ დებულებით გაუთვალისწინებელი პირების დასწრება.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების მეთვალყურე არის ეროვნული გამოცდების ცენტრის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ამ დებულებით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად და საგამოცდო ცენტრში დაამყაროს წესრიგი.
3. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე გააკეთა განაცხადი დამკვირვებლის აკრედიტაციის მოთხოვნით და ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წი-ლისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი ერთიან ეროვნულ გამოცდებში დამკვირვებლის აკრედიტაციის მოთხოვნით, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ცენტრებში ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.
4. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეთვალყურედ/დამკვირვებლად არ დაიშვება პირი, რომლის ნათესავი აბიტურიენტია და ეს აბიტურიენტი გამოცდას აბარებს იმავე საგამოცდო ცენტრში.
5. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამკვირვებელი უფლებამოსილია დააკვირდეს საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დააფიქსიროს იგი ოქმით საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე. ოქმი დგება 2 ეგ-ზემპლარად, რომლის 1 ეგზემპლარი გადაეცემა საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორს.
6. მეთვალყურესა და დამკვირვებელს ეკრძალება ნებისმიერი ფორმით აბიტურიენტის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
7. თუ გამოცდის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ მეთვალყურე/დამკვირვებელი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი უფლებამოსილია დაატოვებინოს მას საგამოცდო ცენტრი.
8. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და მისი პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა და მათი შვილები;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
მუხლი 16🔗. აბიტურიენტთა ტესტური ნაშრომების გასწორება
1. საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული საგამოცდო ტესტები იხსნება, რეგისტრირდება და გამსწორებელთა საგნობრივ კომისიებში ნაწილდება ეროვნული გამოცდების ცენტრში.
2. გამსწორებელთა ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის – ინდივიდუალური შტრიხკოდების მეშვეობით.
3. თითოეული ნაშრომი დამოუკიდებლად სწორდება მინიმუმ ორჯერ შეფასების ერთიანი სქემის მიხედვით. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში ნაშრომი გადაეცემა მესამე გამსწორებელს, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქვეყნდება აბიტურიენტთა რაიონულ სარეგისტრაციო პუნქტებში გასწორების პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. ცალკეულ საგანში აბიტურიენტთა მიერ მიღებული შედეგების გარდა სარეგისტრაციო პუნქტებში გამოსაქვეყნებლად იგზავნება საგამოცდო ტესტებისა და საპრეტენზიო ფორმების ნიმუშები.
თავი IV. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები
მუხლი 17🔗. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი
1. აბიტურიენტს უფლება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულების აბსოლუტური და კოეფიციენტებით რანჟირების პროცედურაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თითოეულ საგამოცდო საგანში გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.
2. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგამოცდო საგანში განისაზღვრება 15 ქულით.
მუხლი 18🔗. რანჟირება აბსოლუტური ქულების ჯამით
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ აბიტურიენტები, რომელთაც გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულების აბსოლუტური ჯამის მიხედვით რანჟირებულ აბიტურიენტთა სიაში უმაღლესი ქულები ექნებათ.
2. აბიტურიენტების აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება სამ საგამოცდო საგანში მიღებული სკალირებული ქულის საფუძველზე. იმ აბიტურიენტებისათვის, რომელთაც ჩაბარებული აქვთ:
ა) სამი გამოცდა (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა) – აიღება სამივე საგნის სკალირებული ქულების ჯამი;
ბ) ოთხი გამოცდა (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა და მათემატიკა) – აიღება სკალირებული ქულების ჯამი ქართულ ენასა და ლიტერატურასა და ზოგად უნარებში და დაემატება უცხო ენისა და მათემატიკის სკალირებულ ქულებს შორის უმაღლესი.
მუხლი 19🔗. რანჟირება კოეფიციენტებით
1. აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე/სპეციალობაზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულების, აბიტურიენტის მიერ არჩეული სპეციალობების რეიტინგული ჩამონათვალისა და სპეციალობის მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების საფუძველზე.
2. ცალკეულ საგამოცდო საგანს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული სპეციალობის/ფაკულტეტისთვის ენიჭება გარკვეული კოეფიციენტი. კოეფიციენტები ნატურალური რიცხვები უნდა იყოს, რომელთა ჯამი 10-ის ტოლია.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სასწავლო წლის დასაწყისში აცნობოს ეროვნული გამოცდების ცენტრს მის მიერ ცალკეულ ფაკულტეტებზე/სპეციალობებზე თითოეული საგამოცდო საგნისთვის მინიჭებული კოეფიციენტები მომდევნო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
4. აბიტურიენტის მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე და ხდება მათი შეკრება.
5. ცალკეულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე/სპეციალობაზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული აბიტურიენტების ნუსხიდან ჩაირიცხება უმაღლესი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც აკრედიტაციის შედეგად დადგენილი მისაღები კონტინგენტის ფარგლებში განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოცემული სპეციალობის/ფაკულტეტისთვის. ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის განხორციელების შემთხვევაში, რანჟირებულ აბიტურიენტთა ნუსხიდან ჩარიცხვა ხდება დარჩენილ ადგილებზე.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული სპეციალობის/ფაკულტეტისთვის განსაზღვრული კონტინგენტის რაოდენობა ეცნობება ეროვნული გამოცდების ცენტრს არა უგვიანეს 6 თვით ადრე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.
7. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/ დაწესებულებების სპეციალობების რეიტინგული ჩამონათვალის პირველ სპეციალობაზე/ფაკულტეტზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე სპეციალობაზე და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხვა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე სპეციალობაზე/ფაკულტეტზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო სპეციალობაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.
8. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა მის მიერ მითითებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/ დაწესებულებების ვერც ერთ სპეციალობაზე სწავლის გაგრძელების უფლება და, თუ უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ჩარიცხვის შემდეგ დარჩა თავისუფალი ადგილები, მას უფლება აქვს ამ ადგილებზე კიდევ ერთხელ გააკეთოს განაცხადი, სადაც მისი საკითხის განხილვა მოხდება ამავე მუხლით დადგენილი წესის თანახმად.
მუხლი 20🔗. ერთიანი გამოცდების ქულების მოქმედების ვადა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში პირს ეძლევა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, მიღებული ქულების მითითებით, რომელშიც მითითებული იქნება, მოიპოვა თუ არა აბიტურიენტმა მოცემული კონკურსის გათვალისწინებით სახელმწიფო სასწავლო გრანტი და/ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება.
2. აბიტურიენტის მიერ მოპოვებული აბსოლუტური ქულები ძალაშია ორი წლის განმავლობაში, ამასთან, აბიტურიენტების რანჟირება ხორციელდება ყოველ წელიწადს დამოუკიდებლად იმ წელს კონკურსის გათვალისწინებით.
3. აბიტურიენტს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს მომდევნო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და სცადოს გააუმჯობესოს ადრე მიღებული შედეგები როგორც ცალკეულ, ასევე ყველა საგანში. ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ მეორე გამოცდის შედეგები.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით გავლის შედეგად მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტს და იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალობაზე/ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების უფლებას, სწავლას განაგრძობს იმ ეტაპიდან, სადაც იგი იმყოფებოდა ეროვნული ერთიანი გამოცდების განმეორებით ჩაბარებამდე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების მომენტისთვის განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში.
თავი V. ერთიან ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა და საბოლოო შედეგები
მუხლი 21🔗. პრეტენზიების წარდგენა და განხილვა
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი დავები განიხილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ, რომელთანაც იქმნება შესაბამისი საგნობრივი საპრეტენზიო კომისიები.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში აბიტურიენტს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ამ დებულებით დადგენილ საგამოცდო პროცედურის დარღვევის ან/და ცალკეულ საგამოცდო საგანში მიღებულ შეფასებასთან დაკავშირებით, ან/და მოითხოვოს საგამოცდო ტესტების ხელახალი შეფასება. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია საპრეტენზიო განაცხადის შევსებით, რომელსაც საგამოცდო ტესტების ხელახალი შეფასების მოთხოვნის შემთხვევაში თან უნდა დაერთოს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საპრე-ტენზიო განაცხადი ბარდება აბიტურიენტთა სარეგისტრაციო პუნქტში. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა მტკიცდება ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური აქტით.
3. საპრეტენზიო განაცხადები თავს იყრის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ განყოფილებაში, სადაც ისინი დახარისხდება საგნების მიხედვით და დაიგზავნება შესაბამის საგნობრივ საპრეტენზიო კომისიებში.
4. ცალკეული საგნის შეფასებებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადებები განიხილება საგნობრივ საპრეტენზიო კომისიებში. განხილვის შედეგებს ამტკიცებს საპრეტენზიო საბჭო. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები განმცხადებლებს ეგზავნებათ აბიტურიენტთა რაიონულ სარეგისტრაციო პუნქტში განაცხადის შეტანიდან არა უგვიანეს 18 დღისა.
5. საპრეტენზიო საბჭოს მიერ საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულების შემდეგ აბიტურიენტებს ეგზავნებათ ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე/სპეციალობაზე ჩარიცხვის შესახებ. წინასწარი მონაცემები ქვეყნდება სარეგისტრაციო პუნქტში საჯარო სტენდზე გაკვრით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სპეციალობებზე/ფაკულტეტებზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობასა და განაწილებასთან ერთად, რაც ახალი განაცხადის გაკეთების საშუალებას აძლევს იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების სპეციალო-ბებზე/ფაკულტეტებზე. აბიტურიენტის ახალ განაცხადში ვაკანსიების გათვალისწინებით მითი-თებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სპეციალობების/ფაკულტეტების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2 დღის ვადაში სარეგისტრაციო პუნქტში მონაცემების საჯარო სტენდზე განთავსებიდან.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ახალი განაცხადების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე/სპეციალობებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა განხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
მუხლი 22🔗. აბიტურიენტთა აბსოლუტური ქულებითა და კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტები
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ, და საპრეტენზიო საბჭოს მიერ აბიტურიენტთა პრეტენზიების განხილვისა და აბიტურიენტთა ახალი განაცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღისა ეროვნული გამოცდების ცენტრი საქართველოს განათლე-ბისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:
ა) აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ბ) კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალობის/ფაკულტეტის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა, მათ შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელ-თათვის.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის სპეციალობაზე/ფაკულტეტზე მიიღოს აბიტურიენტები და მათთან ხელშეკრულებები გააფორმოს მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კოეფიციენტებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად.
3. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფორმდება რექტორის ინდივიდუალური აქტით. სტუდენტის ჩარიცხვა სხვა, მათ შორის, არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადაყვანის წესით ნებადართულია მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში. ჩარიცხვის იგივე წესი ვრცელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული სტუდენტების ამავე ან სხვა დაწესებულებაში ჩასარიცხად/აღსადგენად. სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური აქტის ასლი 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევით აბიტურიენტთა მიღება შეიძლება გახდეს ამ დაწესებულების აკრედიტაციის გაუქმების საფუძველი.
მუხლი 23🔗. გარდამავალი დებულებები
1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული გამოცდების ცენტრის შექმნამდე მის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
2. ამ დებულების ძალაში შესვლამდე ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ 2005-2006 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები, ჩაითვალოს ამ დებულების შესაბამისად განხორციელებულად. 2005-2006 სასწავლო წლისთვის ამ დებულების მე-6 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 პუნქტებით, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადები განისაზღვროს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორის მიერ.
3. იმ აბიტურიენტებს, რომელთაც დასრულებული აქვთ ისეთი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მე-2 ან მე-3 კურსი, რომლის გამოსაშვები სახელმწიფო გამოცდები აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გათანაბრებული იყო მისაღებ გამოცდებთან, 2005-2006 სასწავლო წელს უფლება აქვთ, შესაბამისად, ჩარიცხულ იქნენ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველ ან მეორე კურსზე ამ დაწესებულებასთან შეთანხმებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციით განსაზღვრული მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში.
4. 2005-2006 სასწავლო წლისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის მოსწავლეებისთვის საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას იმავე წესით, რომელიც კანონმდებლობით დადგენილია, ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის.