ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.11.2023
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.139.016531
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.11.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი | ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 02.03.2020
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2023 წლის 24 ნოემბერი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 2 მარტის №3 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge. 05/03/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.139.016358).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი
დანართი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 31-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 1🔗.
საკრებულოს აპარატის სტატუსი
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.
3. საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას საკრებულოს აპარატი წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
მუხლი 2🔗.
აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება.
2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესითა და საქმისწარმოების წესით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗.
საკრებულოს აპარატის სამუშაო ენა
საკრებულოს აპარატის სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.
მუხლი 4🔗.
აპარატის სტრუქტურა
1. საკრებულოს აპარატი შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის აპარატის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებები) უფროსების და მასში შემავალი სპეციალისტებისგან.
2. საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საორგანიზაციო განყოფილება;
ბ) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.
3. საკრებულოს აპარატის მეორად სტრუქტურულ ერთეულს – განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
4. საკრებულოს აპარატის სტრუქტურას, დებულებას და საშტატო ნუსხას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
მუხლი 5🔗.
საკრებულოს აპარატის ფუნქციები
საკრებულოს აპარატის ფუნქციებია:
ა) შემოსული წერილებისა და განცხადებების რეგისტრაცია, მათი განაწილება, განხილვის, ადრესატისათვის პასუხის მომზადების, გადაცემის/გადაგზავნის მიზნით;
ბ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
გ) საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
დ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის ორგანიზება;
ე) საკრებულოს სხდომებზე სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვისას, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვის უზრუნველყოფა, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმება, რედაქტირება, საკრებულოს სხდომის ოქმის წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა;
ვ) საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ავტორიზებულ ელექტრონულ პროგრამაში (https://publish.matsne.gov.ge) რეგისტრაცია და სათანადო წესით გამოქვეყნება;
ზ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ავტორიზებულ პროგრამაში (http//addreg-prod.napr.gov.ge) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების ცვლილების რეგისტრაცია;
თ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად ანგარიშების წარდგენა და გამოქვეყნება;
ი) საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის, საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების უზრუნველყოფა, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე;
კ) სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილება, მოწვევა და მათი რეგისტრაცია;
ლ) საკრებულოს წევრებისათვის ორგანიზაციული დახმარების გაწევა კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
მ) ინიციირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაცია;
ნ) გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულების უზრუნველყოფა;
ო) საკრებულოს ბიუროს სამუშაო გეგმის საფუძველზე საკრებულოს კვარტალური სამუშაო გეგმის პროექტის მომზადება და სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვის კონტროლი;
პ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება;
ჟ) საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების ელექტრონული და მატერიალური ფორმით საკრებულოს წევრებისათვის დაგზავნის/გადაცემის უზრუნველყოფა;
რ) კადრების აღრიცხვა, საკრებულოში დასაქმებული მოხელეების, ასევე საკრებულოს წევრების პირადი საქმეების წარმოება, საკადრო საქმის წარმოების განხორციელება;
ს) მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტების შექმნის უზრუნველყოფა;
ტ) პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით უფლებამოსილი პირისთვის მასალების მიწოდების უზრუნველყოფა;
უ) ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი
1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. აპარატის უფროსი:
ა) უძღვება აპარატის საქმიანობას;
ბ) წარმართავს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე, ანაწილებს ფუნქციებს განყოფილებების უფროსებს შორის;
გ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის დებულების, სტრუქტურის და საშტატო ნუსხის პროექტებს;
დ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების შესახებ;
ე) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ზ) აწარმოებს საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დაანგარიშებას, საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;
თ) უზრუნველყოფს საკრებულოს საჭიროებისათვის განსახორციელებელი შესყიდვების წინადადებების მომზადებას, შემდგომში შესყიდვების გეგმაში ასახვის მიზნით;
ი) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, ასევე სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადებას;
კ) უზრუნველყოფს უშუალოდ დაქვემდებარებული საჯარო მოხელის შეფასების პროცესის ორგანიზებას და შეფასების შედეგების ასახვას ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში (HRMS);
ლ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ავტორიზებულ ელექტრონულ პროგრამაში (https://publish.matsne.gov.ge) რეგისტრაციას და სათანადო წესით გამოქვეყნებას;
მ) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ავტორიზებულ პროგრამაში (http//addreg-prod.napr.gov.ge) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების ცვლილების რეგისტრაციას;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.
5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობას ასრულებს აპარატის ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
მუხლი 7🔗.
საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილება
საორგანიზაციო განყოფილების ამოცანებია:
ა) საკრებულოს ბიუროს, კომისიების, ფრაქციების, სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს სხდომების ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ) საკრებულოს ბიუროს, კომისიების, სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს სხდომებზე წესრიგის დაცვა, კენჭისყრის პროცედურის ჩატარება, ხმების დათვლა, სხდომის ოქმების შედგენა, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმების უზრუნველყოფა;
გ) საკრებულოს ბიუროს, კომისიების, სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს სხდომებზე პირთა მოწვევის და გაფრთხილების, მათი რეგისტრაციის ორგანიზება;
დ) საკრებულოს ბიუროს, კომისიების, სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების ელექტრონული და მატერიალური ფორმით საკრებულოს წევრებისათვის დაგზავნის/გადაცემის უზრუნველყოფა;
ე) საკრებულოს თანამდებობის პირებთან, წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
ვ) საკრებულოს წევრებისათვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული დახმარების გაწევა;
ზ) დავალებების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
თ) საკრებულოს გასვლითი სხდომების საორგანიზაციო-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ი) საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრის ორგანიზება;
კ) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და აპარატის უფროსის დავალებათა შესრულება;
ლ) საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის ანგარიშების და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნება;
მ) საკრებულოს საქმიანობის საინფორმაციო-საცნობარო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და პროგრამული მომსახურების უზრუნველყოფა;
ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 8🔗.
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი
1. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს – საორგანიზაციო განყოფილების უფროსს (შემდგომში – განყოფილების უფროსი), „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის და მასში შემავალი პროფესიული საჯარო მოხელეების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, ანაწილებს დავალებებს მის დაქვემდებარებაში მყოფი პროფესიულ საჯარო მოხელეებს შორის;
ბ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის პროფესიული საჯარო მოხელეების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას და პასუხს აგებს მეორადი სტრუქტურული ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) უზრუნველყოფს პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების პროცესის ორგანიზებას და შეფასების შედეგების ასახვას ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში (HRMS);
დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ავტორიზებულ ელექტრონულ პროგრამაში (https://publish.matsne.gov.ge) რეგისტრაციას და სათანადო წესით გამოქვეყნებას;
ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ავტორიზებულ პროგრამაში (http//addreg-prod.napr.gov.ge) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების მინიჭების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების ცვლილების რეგისტრაციას;
ვ) უზრუნველყოფს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად ანგარიშების წარდგენას და გამოქვეყნებას მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე – https://www.borjomi.gov.ge/ka;
ზ) ამ დებულებით განსაზღვრული მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს პროფესიულ საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;
თ) აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მის დაქვემდებარებაში მყოფი პროფესიული საჯარო მოხელეების მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) განსაზღვრავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზაციის და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
კ) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ სამუშაო გეგმის პროექტს; აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას;
ლ) უზრუნველყოფს დოკუმენტბრუნვის ავტომატიზებული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
მ) უზრუნველყოფს დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის და დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსისა და საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
4. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 9🔗.
საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება
საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას და დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლებისთვის (გაერთიანდა „გ“ პუნქტთან);
ბ) დავალებების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
გ) საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, საკრებულოში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესით განსაზღვრული პირადი საქმეების შექმნას, შენახვას და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას;
დ) საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეების ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში (HRMS) ასახვას;
ე) საკრებულოს საქმიანობის გაშუქებას, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების ინფორმირებას საკრებულოს საქმიანობის და დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ, ოფიციალური სოციალური ქსელის ადმინისტრირებას;
ვ) საკრებულოსთან არსებული „ქალთა ოთახის“ ფუნქციონირების ხელშეწყობას;
ზ) მართვის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით საკადრო რესურსების და მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, წინადადებების შემუშავებას მოხელეთა კვალიფიკაციის, პროფესიულ ზრდასთან და მოხელეთა სწავლებასთან დაკავშირებით;
თ) წინადადებების მომზადებას მოხელეთა გადამზადების პროგრამის/ების განსაზღვრისათვის;
ი) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების მომზადებას; ვაკანტურ თანამდებობებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
კ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე – https://www.borjomi.gov.ge/ka გამოქვეყნებას.
მუხლი 10🔗.
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი
1. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს – საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს (შემდგომში – განყოფილების უფროსი), „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის და მასში შემავალი პროფესიული საჯარო მოხელეების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, ანაწილებს დავალებებს მის დაქვემდებარებაში მყოფი პროფესიულ საჯარო მოხელეებს შორის;
ბ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის პროფესიული საჯარო მოხელეების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას და პასუხს აგებს მეორადი სტრუქტურული ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ამ დებულებით განსაზღვრული მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს პროფესიულ საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;
დ) აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მის დაქვემდებარებაში მყოფი პროფესიული საჯარო მოხელეების მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) განსაზღვრავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზაციის და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ვ) უზრუნველყოფს პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების პროცესის ორგანიზებას და შეფასების შედეგების ასახვას ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში (HRMS);
ზ) უზრუნველყოფს დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის და დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
თ) უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობას, რეზერვის ფორმირების, შეფასებისა და მათთვის მოხელის კლასის მინიჭების ორგანიზებას;
ი) ახორციელებს კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
კ) უზრუნველყოფს მოხელის პროფესიული განვითარებისთვის საჭირო სასწავლო გეგმების შემუშავებას და საჯარო სამსახურის ბიუროში გადაგზავნას;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსისა და საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე
4. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 11🔗.
ქალთა ოთახი
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული „ქალთა ოთახის“ შექმნისა და ფუნქციონირების მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის პროცესში ქალთა გააქტიურებისა და თანამონაწილეობის გაზრდა.
2. ქალთა ოთახი უფლებამოსილია:
ა) უშუალო ხელმძღვანელთან – საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით მოაწყოს საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქში, ასევე სოფლად მცხოვრებ ქალბატონებთან მათი ჩართულობის გააქტიურებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესებისათვის;
ბ) გამოავლინოს ქალთა პრობლემები და მიმართოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მათი აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით;
გ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ;
დ) აქტიურად ჩაერთოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში;
ე) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) აქტიურად ითანამშრომლოს გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 12🔗.
აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი
აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 13🔗.
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს, საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების წესი
1. აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.
2. აპარატის პროფესიულ მოხელეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს და შრომის შინაგანაწესს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 14🔗.
აპარატის რეორგანიზაცია
1. საკრებულოს აპარატის რეორგანიზაცია ხორციელდება საკრებულოს აპარატის ინსტიტუციური მოწყობის ცვლილებისათვის, რომლის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივი ან მთლიანად ახალი სტრუქტურა.
2. საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.
3. რეორგანიზაცია ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 104-ე მუხლის და „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 15🔗.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.