საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№457
სარეგისტრაციო კოდი
010.130.000.22.027.007.141
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 31, 18/03/2005

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.007.141

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №457

2005 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №132, მუხ. 1163) №1 დანართის – იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების კოდური აღნიშვნებისა და ამ ორგანოებზე მიმაგრებული ბეჭდების ნომრების ჩამონათვალის №37-ე ჩანაწერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„37. მარნეულის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური – 28-001; 023.”.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია