„პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის" დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 14 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№48
სარეგისტრაციო კოდი
300280000.16.009.016650
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №48

2023 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 14 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 14 სექტემბრის №40 დადგენილებაში (ვებგვერდი,  18.09.2023,  სარეგისტრაციო  კოდი: 300280000.16.009.016642) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №1):

ა) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის საბითუმო მიწოდების საფასური

 

სადაც,

 

ბ) მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. სხვა წყალმომხმარებლისთვის (გარდა იმ მომხმარებლებისა, რომლებიც წყალს მოიხმარენ ელექტროენერგიის წარმოების მიზნებისთვის) წყლის საცალო მიწოდების საფასური

1. სხვა წყალმომხმარებლისთვის (გარდა იმ მომხმარებლებისა, რომლებიც წყალს მოიხმარენ ელექტროენერგიის წარმოების მიზნებისთვის) წყლის საცალო მიწოდების საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

სადაც,

 

2. გაუმრიცხველიანებელი სხვა წყალმომხმარებლისთვის (პროფილური) წყლის საცალო მიწოდების საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

სადაც,

 

დ) 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2024-2026 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შეადგენს 15.45%-ს, რომლის კომპონენტების და მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის (rsd) სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 8.15%;

ბ) სესხის ღირებულება (rd) – 15.41%;

გ) ბაზრის რისკის პრემია (mp) – 5.27%;

დ) ქვეყნის დეფოლტ რისკი (ds) – 3.22%;

ე) ქვეყნის რისკი (cr) – 4.57%;

ვ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β) – 0.7;

ზ) მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი (rsd) – 13.47%.“.

2. პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთის/ამორტიზაციის ნორმები“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის ნორმები

 

საერთო აქტივები

ცვეთა/ამორტიზაციის წლიური ნორმა (%)

სასარგებლო მომსახურების ვადა (წელი)

1

ნაგებობები, გარდა მელიორაციის ქსელის ნაგებობებისა

3.33

30

2

საოპერაციო შენობები

1.82

55

3

ადმინისტრაციული შენობები

1.54

65

4

სასაწყობო ფართი

5

20

5

ავეჯი და მოძრავი ინვენტარი

10

10

6

კომპიუტერული და საოფისე ტექნიკა

20

5

7

ინსტრუმენტები/მოწყობილობები

20

5

8

მანქანა-დანადგარები

6.7

15

9

მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები

12.5

8

10

მძიმე სატრანსპორტო საშუალებები და სპეციალური ტექნიკა

8.33

12

11

არამატერიალური აქტივები

20

5

ირიგაციულ  საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივები

ცვეთა/ამორტიზაციის წლიური ნორმა (%)

სასარგებლო მომსახურების ვადა (წელი)

12

რ/ბ-ის მონოლითური არხი

3.3

30

13

რ/ბ-ის ასაწყობი ფილებით არხი

3.3

30

14

რ/ბ-ის ასაწყობი ღარი 

3.3

30

15

რ/ბ-ის ასაწყობი ღარი 

3.3

30

16

ჩქარმდენი

3.3

30

17

ფოლ. მილები

3.3

30

18

პლ. მილები

3.3

30

19

ფოლ.  ჩამკეტი ფარები

3.3

30

20

ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურა

3.3

30

21

რ/ბ-ის კაშხლური სათავე ნაგებობა

3.3

30

22

გვერდითა წყალაღების ნაგებობა

3.3

30

23

სატუმბი სადგური

6.7

15

24

 ტუმბო-აგრერატები

6.7

15

25

კაშხალი რ/ბეტონის

3.3

30

26

წყალსაცავი (მოპირკეთებული)

3.3

30

27

ჭაბურღილი

3.3

30

28

დიუკერი

3.3

30

29

აკვედუკი

3.3

30

30

ვაიდუკი

3.3

30

31

მილხიდი

3.3

30

32

ხიდი

3.3

30

33

რ/ბ-ის ჭები (ჩამქრობი ან სხვა)

3.3

30

“.        

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი