ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.11.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №86
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016819
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/11/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,614 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარი შეროზია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მარტვილის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.06.2025 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.06.2025 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.04.2018 ქურთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 07.07.2025 ხობის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №86 2023 წლის 24 ნოემბერი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს“ შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის, „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნას „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭო“. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს“ დებულება, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია დანართი №1 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს“  დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭო“ (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარი, სრულყოფილი და ეფექტური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომელსაც წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. 2. საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით, „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. საბჭოს შემადგენლობა, კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულების მიხედვით. 4. საბჭოში საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი. მუხლი 2🔗. საბჭოს საქმიანობის მიზანი და ამოცანები 1. საბჭოს საქმიანობის მიზანი და ამოცანებია: ა) შშმ პირთა საკითხებზე ერთიანი საქალაქო პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა; ბ) შშმ პირთა უფლებების დაცვა და კომპეტენციის ფარგლებში შშმ პირთა ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის ხელშეწყობა; გ) შშმ პირთა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარი, სრულყოფილი და ეფექტური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციების, დასკვნების და გეგმების შემუშავება; დ) შშმ პირთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით აღმასრულებელ და წარმომადგენლობით უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ამ საკითხით დაინტერესებულ საზოგადოების სხვა წევრებთან თანამშრომლობა; ე) შშმ პირთა, მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების და თემით დაინტერესებული საზოგადოების სხვა წევრების მონაწილეობის ხელის შეწყობა იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე; ვ) შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა. მუხლი 3🔗. საბჭოს ფუნქციები 1. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) შშმ პირებთან დაკავშირებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; ბ) შშმ პირთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა საზოგადოებაში ჩართულობის კუთხით; დ) შშმ პირებთან დაკავშირებული სერვისების, მოქმედი პროგრამების განხორციელების შეფასება, მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავება; ე) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება; ვ) შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ზ) საბჭოს მუშაობაში საჭიროებისამებრ შესაბამისი კომპეტენციის, ცოდნისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური და იურიდიული პირების მოწვევა/ჩართვა; თ) შშმ პირთა მიმართულების სხვადასხვა ადმინისტრაციული აქტების პროექტები და რეკომენდაციების მომზადება; ი) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს საბჭოს ეფექტური ფუნქციონირებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები. მუხლი 4🔗. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბრძანებით. 2. საბჭოს თავმჯდომარეა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 4. საბჭოს შემადგენლობაში შედის საბჭოს მდივანი, რომელიც ახდენს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. 5. საბჭოს შემადგენლობაში, გარდა თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის და საბჭოს მდივნისა, შედიან: ა) მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, საჯარო მოსამსახურეები; ბ) შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები; გ) საბჭოს მუშაობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, შშმ პირთა მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სხვა. 6. დაინტერესებულმა პირებმა საბჭოს წევრობისთვის უნდა წარმოადგინონ განცხადება საბჭოს თავმჯდომარის სახელზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; შშმ პირის სტატუსის ქონის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); სამოტივაციო წერილი; ბ) შშმ პირთა ორგანიზაცი(ებ)ის წარმომადგენლობის შემთხვევაში: - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; - ორგანიზაციის წარმომადგენლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; - სამოტივაციო წერილი. 7. შემოსული განცხადებების ანალიზს და საბუთების დებულებასთან შესაბამისობას ამოწმებს საბჭოს მდივანი და წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარეს. 8. საბჭოს წევრები ინიშნებიან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით, თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად. მუხლი 6🔗. საბჭოს თავმჯდომარე 1. საბჭოს თავმდომარე: ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს; ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას; გ) დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს; დ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას; ე) უფლებამოსილია თავმჯდომარის მოადგილეზე ან/და საბჭოს სხვა წევრზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების გადანაწილება. მუხლი 7🔗. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე 1. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე: ა) საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, ახორციელებს მის უფლებამოსილებას; ბ) თავმჯდომარის დავალებით, ამ დებულებიდან გამომდინარე ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 8🔗. საბჭოს მდივანი 1. საბჭოს მდივანი არ არის საბჭოს წევრი. იგი ახორციელებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ამდენად: ა) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე; ბ) უზრუნველყოფს საბჭოს საქმისწარმოებას. პასუხისმგებელია საბჭოს წევრების ინფორმირებაზე სხდომის ჩატარების თაობაზე სხდომის დღის წესრიგის, ოქმის, დასწრების ფურცლის მომზადებაზე, რომლებსაც წარუდგენს (როგორც მატერიალურად, ასევე ელექტრონულად) საბჭოს წევრებს; გ) 7 (შვიდი) კალენდარული დღით ადრე აცნობოს საბჭოს წევრებს სხდომის ჩანიშვნისა და სხდომის დღის წესრიგის თაობაზე; საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე დასაშვებია სხდომის ჩანიშვნის შესახებ ეცნობოს საბჭოს წევრებს საბჭოს სხდომის წინა დღეს; დ) იწვევს და საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას; ე) საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ვ) აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას; ზ) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და საბჭოს თავმჯდომარის მიერ გაცემულ ცალკეულ დავალებებს; თ) საბჭოს თავმჯდომარის დავალებით, მონაწილეობს შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე ტექნიკური უზრუნველყოფის ჭრილში (წერილების მომზადება და სხვა); ი) კორდინაციას და მონიტორნიგს უწევს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას და წარუდგენს ინფორმაციას საბჭოს თავმჯდომარეს; კ) კეთილსინდისიერად და ჯეროვნად უზრუნველყოფს ამ დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. მუხლი 9🔗. საბჭოს წევრი 1. საბჭოს წევრს უფლება აქვს: ა) საბჭოს სხდომაზე განსახილველად წამოაყენოს საკითხები და წინადადებები; ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისაგან; გ) საბჭოზე განსახილველი საკითხების მოგვარების უზრუნველსაყოფად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოდგენილ წევრს უფლება აქვს შემუშავებული მიზნობრივი პროექტები დაფინანსების მისაღებად წარადგინოს შესაბამის უწყებებში; დ) ცალკეულ საკითხებზე დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით საბჭოს წევრებისგან შექმნას სამუშაო ჯგუფი; ე) რეკომენდაცია გაუწიოს ამ მიმართულებით მომუშავე ექსპერტს, სპეციალისტს, სხვა პირს საბჭოში გასაწევრიანებლად; ვ) საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით იყოს საბჭოს ოფიციალური წარმომადგენელი, თავმჯდომარის გადაწყვეტილებით განახორციელოს საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. 2. საბჭოს წევრი ვალდებულია: ა) აქტიური მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით; ბ) გამოთქვას მოსაზრებები, გასცეს რეკომენდაციები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით; გ) საბჭოს სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საბჭოს სხდომამდე მინიმუმ სამი კალენდარული დღით ადრე, ზეპირი ფორმით შეატყობინოს საბჭოს მდივანს ან თავმჯდომარეს; დ) საბჭოს მუშაობისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის, ნებისმიერი ფორმით გავრცელებამდე, აღნიშნული საკითხი შეათანხმოს საბჭოს თავმჯდომარესთან; ე) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; ვ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ. 3. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია, თუ: ა) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვა საბჭოს წევრობაზე; ბ) ზედიზედ 3-ჯერ გააცდინა სხდომა არასაპატიო მიზეზით; გ) განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან; დ) ვეღარ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს; ე) გამოცხადდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; ვ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; 4. საბჭოში ახალი წევრის მიღების ან/და წევრის საბჭოდან გასვლის საკითხი (გარდა პირადი განცხადებისა) წყდება საბჭოს თავმჯდომარის მიერ, საბჭოს სხვა წევრებთან კონსულტაციის საფუძველზე. 5. პირის მიერ საბჭოში გაწევრიანების ან საბჭოდან გასვლის სურვილის არსებობის შემთხვევაში, მან წერილობით უნდა მიმართოს საბჭოს თავმჯდომარეს და დაასაბუთოს საბჭოში გაწევრიანების ან საბჭოს დატოვების მიზეზი. მუხლი 10🔗. საბჭოს სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭოს სხდომა იმართება სამ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, რომელიც მდებარეობს ქ.რუსთავში, მერაბ კოსტავას გამზ. №20-ში. 2. საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ წევრებს უნდა ეცნობოთ მინიმუმ შვიდი კალენდარული დღით ადრე საბჭოს მდივნის მიერ, გამონაკლის შემთხვევაში წინა დღეს. 3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იყოს მისი ყველა წევრი. 4. საბჭოს სხდომები და საბჭოს წევრთა სამუშაო შეხვედრები, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ჩატარდეს ინტერნეტსაკომუნიკაციო საშუალებებითაც. 5. საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს ნებისმიერი წევრის მოთხოვნით. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით საბჭოს თავმჯდომარის სახელზე. ორივე ფორმით წარდგენილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებას სხდომის მოწვევის თაობაზე; 6.საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში. 7. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას. 8. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) მიღებული გადაწყვეტილება; ვ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 9. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 10. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია; 11. საბჭოში გადაწყვეტილებები მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. სხდომაზე საბჭოს მდივნის მიერ დგება ოქმი, რომელშიც აისახება სხდომის დროს განხილული ყველა საკითხი და მიღებული გადაწყვეტილებები. საბჭოში ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით, გარდა საბჭოს მდივნისა. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს საბჭოს თავმჯდომარეს; 12. საბჭოს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლების გარეშე. 13. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, რასაც საბჭოს თავმჯდომარე, საკუთარი შეხედულებისამებრ, წარუდგენს საკრებულოს განხილვისა და შემდგომი რეაგირების მიზნით. 14. საბჭოს წევრები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საზოგადოებრივ საწყისებზე და საბჭოში მუშაობისთვის არ იღებენ ფინანსურ ანაზღაურებას. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, საჯაროობის, საბჭოს წევრთა თანასწორუფლებიანობის, თანაბარი მოპყრობისა და თვითმმართველობის პრინციპების დაცვით.