ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.11.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016601
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.11.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთის სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართადარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების და გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის
ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად
მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2023 წლის 27 ნოემბერი
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 29-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 1533 მუხლის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი“, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე
დანართი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
მუხლი 1🔗
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) (შემდგომში – ქონება) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის პროცედურები.
2. ქონება წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
მუხლი 2🔗
1. ქონება ექვემდებარება პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ გადაცემას იმ იურიდიული პირებისათვის, რომელთა საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, თავშესაფარში მცხოვრები ან სხვა გარემოების გამო სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის მომსახურების გაწევა/დახმარება.
2. ის ქონება, რომელიც არ ექვემდებარება გადაცემას ან ვერ გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით ქონების მიმღები პირი, უნდა განიკარგოს ან განადგურდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებისათვის ქონების გადაცემაზე უფლებამოსილია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სახელით ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“, ასევე ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ და სსიპ „ბათუმის ბულვარი“, მხოლოდ მათ საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ან/და მოვლა-პატრონობისათვის განსაზღვრულ ტერიტორიებზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვისას.
2. ქონების მიმღებს ქონება გადაეცემა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ ქონების მიმღებისა და ქონების გადაცემაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი (თანამშრომელი).