სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების - ა(ა)იპ „ხონის სამუსიკო სკოლისა“ და ა(ა)იპ „დავით კაკაბაძის სახელობის ხონის სამხატვრო სკოლის“ დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.11.2023
ძალის დაკარგვა 29.03.2024
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016504
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/11/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ხონის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის, მისი გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.03.2024
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების - ა(ა)იპ „ხონის სამუსიკო სკოლისა“ და ა(ა)იპ „დავით კაკაბაძის სახელობის ხონის სამხატვრო სკოლის“ დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2023 წლის 29 ნოემბერი
ქ. ხონი
სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების – ა(ა)იპ „ხონის სამუსიკო სკოლისა“ და ა(ა)იპ „დავით კაკაბაძის სახელობის ხონის სამხატვრო სკოლის“ დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ა(ა)იპ ,,ხონის სამუსიკო სკოლისა“ და ა(ა)იპ ,,დავით კაკაბაძის სახელობის ხონის სამხატვრო სკოლის“ დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების ფორმები (დანართი 1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ა(ა)იპ ,,ხონის სამუსიკო სკოლისა“ და ა(ა)იპ ,,დავით კაკაბაძის სახელობის ხონის სამხატვრო სკოლის“ დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემის წესი (დანართი 2).
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 ოქტომბრის №36 დადგენილება (www.matsne.gov.ge, ს/კ: 010250020.35.119.016095, 26/10/2011).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი 1
დანართი 2
სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების – ა(ა)იპ ,,ხონის სამუსიკო სკოლისა“ და ა(ა)იპ ,,დავით კაკაბაძის სახელობის ხონის სამხატვრო სკოლის“ დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემის წესი
1. ხონის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ა(ა)იპ „ხონის სამუსიკო სკოლისა“ და ა(ა)იპ „დავით კაკაბაძის სახელობის ხონის სამხატვრო სკოლის“ დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების (შემდგომში – მოწმობები) გაცემას უზრუნველყოფს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური).
2. მოწმობების დაკვეთას უზრუნველყოფს ხონის მუნიციპალიტეტის მერია მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
3. დამზადებული მოწმობების დამზადებლისაგან გამოტანის უფლება აქვს სამსახურის ხელმძღვანელს ან პირს, რომელსაც გააჩნია სპეციალურად ამ მიზნით გაცემული მინდობილობა.
4. მოწმობების შესანახად და გასაცემად გამოიყოფა პასუხისმგებელი პირი, რომელიც მოწმობებს ინახავს ცეცხლგამძლე სეიფში. პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს მოწმობების გაცემის რეგისტრაციას შესაბამის ჟურნალში.
5. მოწმობების მისაღებად სამსახურში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარმოდგენილი უნდა იქნეს დაწესებულების დირექტორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული განაცხადი და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კურსდამთავრებულთა სიები საბოლოო შეფასებებით სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში.
6. სამსახურიდან მოწმობის გატანის უფლება აქვს დაწესებულების დირექტორს ან, სათანადო მინდობილობისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე, დაწესებულებაში მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
7. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინახება სამსახურში.
8. მოწმობის შევსება ხორციელდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში კურსდამთავრებულის მიერ მიღებული შეფასებების აღნიშვნით დაწესებულების მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი პირის მიერ.
9. გასაცემი მოწმობების რეგისტრაციას, შენახვასა და გაცემას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორი ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.
10. გაცემული მოწმობების ქსეროასლები, დამოწმებული ბეჭდითა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ინახება დაწესებულებაში.
11. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა შეიძლება შევსების დროს დაშვებული შეცდომისა ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში.
12. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა უნდა მოხდეს დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე.
13. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ერთი ნახევარი (ქართული ნაწილი) ინახება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ნაწილი (ინგლისური ნაწილი) წარედგინება სამსახურის კომისიას აქტსა და ოქმთან ერთად, რომელთა საფუძველზეც გაიცემა მოწმობის ახალი ფორმა.