ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი აღიარების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.11.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №464
სარეგისტრაციო კოდი 300010000.10.003.024297
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/11/2023
matsne.gov.ge 927 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.11.2023 მიღება
01.01.2024 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონი 93% 31.05.2023 კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საბჭოს დადგენილება 87% 30.11.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 27.09.2023 გაზომვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 81% 31.12.2024 ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 80% 14.11.2018

დოკუმენტის ტექსტი

ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი აღიარების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №464 2023 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისი ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი აღიარების წესის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი აღიარების წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი აღიარების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების (შემდგომში – ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლები) განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი აღიარების წესის (შემდგომში – წესი) მიზანია განსაზღვროს ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლები და დაადგინოს მათთვის სტატუსის მინიჭების წესი. 2. ამ წესის მიზნებისთვის გამოიყენება „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში – კანონი) განსაზღვრული ცნებები. 3. ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლები, სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა (შემდგომში – საქსტატი) და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, წარმოადგენენ სტატისტიკის ეროვნული სისტემის ნაწილს. მუხლი 2🔗. ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლების განსაზღვრის კრიტერიუმები 1. სხვა მწარმოებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს შემდეგი კრიტერიუმების მქონე დაწესებულებას: ა) აქვს საჯარო დაწესებულების სტატუსი; ბ) პასუხისმგებელია ეროვნულ დონეზე სტატისტიკური ინფორმაციის შემუშავებასა და წარმოებაზე და ეს პასუხისმგებლობები მითითებულია მისი ორგანიზაციისა და ფუნქციონირების წესრიგის მარეგულირებელ დოკუმენტებში, ისევე როგორც ოფიციალურ სტატისტიკასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ჩარჩოში; გ) აქვს სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, სისტემატიზაციის, განზოგადების, ანალიზის, შეფასებისა და გავრცელების საშუალება ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. 2. ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები წარმოადგენს ამომწურავ მოთხოვნებს, რომლებიც სრულად უნდა იყოს დაკმაყოფილებული და უზრუნველყოფილი შესაბამისი სუბიექტების მიერ. 3. სხვა მწარმოებლებს არ მიეკუთვნება დაწესებულება, რომელიც არ აწარმოებს ოფიციალურ სტატისტიკას, არამედ მხოლოდ ხელს უწყობს ამ წარმოებას სხვადასხვა გზით, მაგალითად, პირველადი მონაცემების შეგროვებით ან მათზე წვდომის მიცემით, ან მონაცემთა დამუშავების მომსახურების მიწოდებით წარმოების პროცესსა და ინფორმაციის ხარისხზე პასუხისმგებლობის გარეშე. ყველა ასეთი ორგანო შეიძლება კონცეპტუალურად განიხილებოდეს, როგორც „მონაცემების მიმწოდებელი“ და ასოციირებული იყოს სტატისტიკის ეროვნულ სისტემასთან მისი წევრობის გარეშე. მუხლი 3🔗. ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლის სტატუსის დადგენა და მინიჭება 1. ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლის სტატუსის მინიჭების პროცედურის ინიციირება ხდება ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლის სტატუსის მიღების მსურველი სუბიექტის ან საქსტატის მიერ. 2. ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლის სტატუსის მინიჭება ხდება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სუბიექტი, რომელსაც სურს ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლის სტატუსის მიღება, წარადგენს შესაბამის განაცხადს საქსტატის მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით. განაცხადს თან უნდა ერთოდეს: ა) ის ნორმატიული აქტები, რომლებიც ადგენს დაწესებულების პასუხისმგებლობას სტატისტიკური მონაცემების წარმოებისათვის; ბ) წარმოებული სტატისტიკური მაჩვენებლების ჩამონათვალი და ინფორმაცია მონაცემთა წარმოების სიხშირის, სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, სისტემატიზაციის, განზოგადების, ანალიზის, შეფასებისა და გავრცელების შესახებ; გ) ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ სტატისტიკური მონაცემების წარმოების პროცესში კანონის მე-5 მუხლში ჩამოთვლილ ოფიციალური სტატისტიკის ძირითად პრინციპებთან შესაბამისობას. 4. იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებელთა იდენტიფიცირების ინიციატორი საქსტატია, იგი შესაბამისი პირისგან ითხოვს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენას. 5. საქსტატი განიხილავს სუბიექტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას/ინფორმაციას და ამოწმებს მათ შესაბამისობას მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, რის შემდგომაც არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა იღებს გადაწყვეტილებას ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად სხვა მწარმოებლის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. 6. გადაწყვეტილება სხვა მწარმოებლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ წერილობით ეცნობება შესაბამის დაწესებულებას. 7. სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში შემავალი ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლების სიას საქსტატი აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. 8. სუბიექტებს, რომლებიც არ აწარმოებენ სტატისტიკურ მონაცემებს, არ შეიძლება ჰქონდეთ ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლის სტატუსი მაშინაც კი, თუ ეს სუბიექტები ხელს უწყობენ ოფიციალური სტატისტიკის წარმოებას ინდივიდუალური ან აგრეგირებული მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით და, ამასთანავე, არ არიან პასუხისმგებლები მთელ სტატისტიკურ პროცესზე, მათ შორის, რესპონდენტებისგან მონაცემების შეგროვებაზე ან მონაცემთა სხვა წყაროებიდან მიღებაზე, დამუშავებასა და მათ შემდგომ გავრცელებაზე. მუხლი 4🔗. ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლის სტატუსის შეწყვეტა 1. სხვა მწარმოებლის სტატუსის შეწყვეტა ხდება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით კანონდებლობით დადგენილი წესით. 2. სხვა მწარმოებლის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) სხვა მწარმოებლის რეორგანიზაცია ან/და მისი ამოცანებისა და ფუნქციების შეცვლა; ბ) სხვა მწარმოებლის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ოფიციალური სტატისტიკის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა. 3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, საქსტატი იკვლევს გარემოებებს და წარუდგენს მოთხოვნას ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებელს გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად. მწარმოებელი ვალდებულია, აღმოფხვრას არსებული შეუსაბამობა/შეუსაბამობები მოთხოვნის მიღებიდან არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში. დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას სხვა მწარმოებლის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. მუხლი 5🔗. ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლების უფლებები და მოვალეობები 1. ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისას, სხვა მწარმოებლებს აქვთ შემდეგი უფლებები: ა) ფიზიკური და იურიდიული პირისგან ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის საჭირო მონაცემების მოპოვება; ბ) ადმინისტრაციული მონაცემების წყაროებზე, მათ შორის, ინდივიდუალური მონაცემების წყაროებზე წვდომა და მათი სტატისტიკური მიზნით გამოყენება; გ) სტატისტიკური სამუშაო პროგრამებით გათვალისწინებული ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისათვის მონაცემთა, მათ შორის, ინდივიდუალური მონაცემების ურთიერთგაცვლა; დ) პროფესიული დამოუკიდებლობა, ოფიციალური სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებით ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონის შესაბამისად; ე) სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან მეთოდოლოგიური დახმარების მიღება, ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის; ვ) ოფიციალური სტატისტიკის საკითხისადმი მიძღვნილ შიდა და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; ზ) ოფიციალური სტატისტიკის განვითარებისა და წარმოებისათვის, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე სხვა შიდა და გარე წყაროებიდან ფინანსური რესურსების მიღება. 2. ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისას სხვა მწარმოებლებს აქვთ შემდეგი მოვალეობები: ა) დაიცვან ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონის მე-5 მუხლით; ბ) სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებაში გამოიყენონ საერთაშორისოდ რეკომენდებული განმარტებები, კლასიფიკაციები, ცნებები და მეთოდოლოგიები; გ) სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად, კოორდინაცია გაუწიონ სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების მეთოდოლოგიის გამოყენებას მათი საქმიანობის სფეროებში; დ) საქსტატის მოთხოვნით უსასყიდლოდ გადასცენ მათ ხელთ არსებული სტატისტიკური ინფორმაცია მონაცემთა მწკრივებში ან სტატისტიკურ პუბლიკაციებში ჩასართველად; ე) საქსტატთან ერთად კოორდინაცია გაუწიონ ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გასაგზავნს. მუხლი 6🔗. ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლების მიერ სტატისტიკური მონაცემების გავრცელება 1. კანონის შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლების მიერ განხორციელებული სტატისტიკური სამუშაოები შედის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტატისტიკური სამუშაოების წლიურ და მრავალწლიან პროგრამებში. 2. სტატისტიკურ სამუშაოთა წლიური პროგრამა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლები ახორციელებენ ოფიციალური სტატისტიკის მონაცემების წარმოებასა და გავრცელებას მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების მიზნით. 3. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლები ავრცელებენ სტატისტიკურ მონაცემებს სტატისტიკური სამუშაოების წლიური პროგრამით გათვალისწინებული მოცულობით და ვადებში.