„თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №466 |
|
2023 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილების:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ დასაფინანსებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს 2022 − 2024 წლებისთვის ჯამურად არაუმეტეს 43 768 000 (ორმოცდასამი მილიონ შვიდას სამოცდარვა ათასი) ლარის გამოყოფა.“;
ბ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოსა და სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეთ თანხმობა, ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2024 წლის 1 იანვრამდე, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს განესაზღვროს არაუმეტეს 120 ერთეულით და დაფინანსდეს „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამიდან“ (პროგრამული კოდი: 31 05 18), ხოლო სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს – არაუმეტეს 90 ერთეულით, „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების“ პროგრამიდან (პროგრამული კოდი: 31 02 05), შეთანხმებული ლიმიტის ფარგლებში.“;
გ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა სსიპ – ღვინის ეროვნულ სააგენტოს, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით, 6 თვის ვადით სარგებლობაში გადასცეს მის ბალანზე რიცხული კომპიუტერები და პრინტერები ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს, მოთხოვნის შესაბამისად.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“:
ა) მე-3 მუხლის:
ა.ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქონელი − საქართველოში რეგისტრირებული პესტიციდი და აგროქიმიკატი;
ვ) საქონლის მიმწოდებელი − საქონლის სარეალიზაციო ობიექტები, რომლებთანაც სააგენტო პროგრამის ფარგლებში გააფორმებს ხელშეკრულებას და რომელთაც „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილების საფუძველზე მინიჭებული აქვთ უვადო აღიარება და სადაც ბენეფიციარი, პროგრამით განსაზღვრული პირობების ფარგლებში, ბარათზე დარიცხული ქულების ან/და თანხის მეშვეობით შეძლებს საქონლის მიღებას;“;
ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) ხელშეკრულება − სააგენტოსა და საქონლის მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა მიერ შესასრულებელ უფლება-მოვალეობებს;“;
ბ) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ბარათ(ებ)ზე დარიცხული ქულების ან/და თანხის გამოყენების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 აგვისტო.“.
|