„მძღოლის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№33/ნ
სარეგისტრაციო კოდი
310150000.77.090.016033
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №33/ნ

2023 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„მძღოლის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„მძღოლის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №13/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16/09/2022, 310150000.77.090.016013) დამტკიცებულ დანართ №2-ში (მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის ფორმა და აღწერილობა) შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დირექტორილევან გამყრელიძე
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

დანართი №2

მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის ფორმა და აღწერილობა

  1. ბარათის ფორმა

გვერდი 1

გვერდი 2

2. ბარათის აღწერილობა:

2.1. ბარათს გააჩნია ორი გვერდი:

2.1.1. პირველი გვერდი, ნაწილობრივ საქართველოს სახელმწიფო დროშის ფონზე შეიცავს:

(ა) სათაურს „მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათი“, რომელიც წარმოდგენილი იქნება დიდი ბეჭდური ასოებით ქართულ და ინგლისურ ენებზე;

(ბ) ბარათის გამცემი ქვეყნის სახელს – საქართველო, ქართულ და ინგლისურ ენებზე (არასავალდებულო);

(გ) ბარათის გამცემი ქვეყნის – საქართველოს განმასხვავებელ ნიშანს – GE;

(დ) ბარათზე წარმოდგენილი ინფორმაცია დანომრილი უნდა იყოს შემდეგნაირად:

1. მფლობელის გვარი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

2. მფლობელის სახელი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

3. მფლობელის დაბადების თარიღი და ადგილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

4. (ა) გაცემის თარიღი;

(ბ) მოქმედების ვადა;

(გ) გამცემი ორგანოს სახელი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

(დ) მართვის მოწმობის ნომრისგან განსხვავებული ნომერი ადმინისტრაციული მიზნებისთვის (არასავალდებულო);

5. (ა) მართვის მოწმობის ნომერი;

(ბ) სერიული ნომერი;

6. მფლობელის ფოტოსურათი;

7. მფლობელის ხელმოწერა;

8. მფლობელის საცხოვრებელი ადგილი ან საფოსტო მისამართი (არასავალდებულო);

9. იმ სატრანსპორტო საშუალებების (ქვე)კატეგორიები, რომელთან დაკავშირებითაც მძღოლი აკმაყოფილებს საწყის კვალიფიკაციისა და პერიოდული გადამზადების მოთხოვნებს;

(ე) სათაური „მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათი“ ინგლისურ და ქართულ ენებზე, რაც დაიბეჭდება ლურჯად, ისე რომ შექნას შესაბამისი ფონი ბარათზე:

(ვ) ძირითადი ფერი:

  • ლურჯი: Pantone Reflex ლურჯი;

2.1.2. მე-2 გვერდი შეიცავს:

(ა) 9. სატრანსპორტო საშუალებების (ქვე)კატეგორიებს, რომლებთან დაკავშირებითაც მძღოლი აკმაყოფილებს საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული გადამზადების მოთხოვნებს;

10. პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის მფლობელი მძღოლის, პროფესიული კომპეტენტურობის ვალდებულებით გათვალიწინებულ ევროპული გაერთიანების კოდს (95) და მისი მოქმედების თარიღს (მაგალითად, 95.01.01.2023).

11. ბარკოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

(ბ) ბარათის პირველ და მეორე გვერდზე წარმოდგენილი დანომრილი მონაცემების განმარტება (მინიმუმ სათაურები 1, 2, 3, 4(ა), 4(ბ), 4(გ), 5(ა), 5(ბ), 7 და 10).

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მძღოლის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „მძღოლის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.11.2023.
როდის იქნა მიღებული „მძღოლის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„მძღოლის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.11.2023. მიმღები ორგანო — საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №33/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.77.090.016033.
რამდენი მუხლისგან შედგება „მძღოლის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მძღოლის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მძღოლის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.11.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „მძღოლის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) და მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათის ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №33/ნ, 30.11.2023, სარეგისტრაციო კოდი 310150000.77.090.016033 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5979460/