“ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატილი აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრციო კოდის მინიჭების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 24 სექტემბრის №1181 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№482
სარეგისტრაციო კოდი
040.150.000.22.027.007.149
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 22/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.007.149

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №482

2005 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

,,ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 24 სექტემბრის №1181 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

,,ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 24 სექტემბრის №1181 ბრძანებაში (სსმ III, 2004წ., №105, მუხ. 902) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა დეპარტამენტს აწვდიან ანგარიშს მათ მიერ რეგისტრირებული ნორმატიული აქტების შესახებ, აგრეთვე – რეგისტრირებული ნორმატიული აქტის 1 ეგზემპლარს და ნორმატიულ აქტზე თანდართულ დასკვნას მისი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე.”;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილი ნორმატიული აქტი უნდა იყოს დადასტურებული ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ შესაბამისი ბეჭდითა და ხელმოწერით. ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ იგი ასევე უნდა იყოს დამოწმებული დეპარტამენტის ან/და სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსის (მათი არყოფნის შემთხვევაში – უფროსის მოვალეობის შემსრულებლის) მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს 81 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,81. ნორმატიული აქტი, რომლის მოცულობაც ორ ან მეტ გვერდს შეადგენს, სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იყოს აკინძული. ამ შემთხვევაში ბეჭედი და ხელმოწერა უნდა დაესვას ისე, რომ მან მოიცვას ქაღალდის ნაწილი, რომლითაც აკინძულია ნორმატიული აქტი.“.

3. ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ძ”, ,,წ” და ,,ჭ” ქვეპუნქტები.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია