ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, რამაზ ჩხიკვაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მსახიობის გურამ ფირცხალავას სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 21.11.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №578
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016819
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2023
matsne.gov.ge 159 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, ნუგზარ აფხაიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მსახიობის გიორგი გაბელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 22.11.2024 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ბარალეთის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული სამი ჩიხისთვის მსახიობის ნინო დავითაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 25.08.2023 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის თეატრთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მსახიობის, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლის თამარ წულუკიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 12.07.2024 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის ჩიხისთვის და შესახვევისთვის მსახიობ მედეა ჯაფარიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 23.07.2019 ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩის შესახვევისთვის მსახიობის კახი კავსაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 07.09.2021

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, რამაზ ჩხიკვაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მსახიობის გურამ ფირცხალავას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №578 2023 წლის 21 ნოემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, რამაზ ჩხიკვაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მსახიობის გურამ ფირცხალავას სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ვაკის  რაიონში,  რამაზ ჩხიკვაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს მიენიჭოს მსახიობის გურამ ფირცხალავას  სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე