ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №581 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ქუჩის გაგრძელების, მასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის და ოთხი შესახვევისთვის მაგნოლიის და აკაციის სახელების მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 21.11.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №581
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016822
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2023
matsne.gov.ge 198 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №580 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, ნიკო ჭავჭავაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის დიმიტრი ჩრდილელის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 21.11.2023 ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, სულიკო თორთლაძის ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის თაბორის მთის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 19.12.2025 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ნასახლარის ქუჩისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის პოეტის ფრიდონ ხალვაშის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 13.09.2024 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის საზოგადო მოღვაწის ახმეთ მელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 23.07.2021 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მესხეთის ქუჩის მონაკვეთისთვის, ნავთლუღის დასახლების VIII ქუჩის მონაკვეთისთვის, ოთხი შესახვევისთვის და ერთი ჩიხისთვის არქიტექტორის სვიმონ კლდიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 01.10.2020

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №581 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ქუჩის გაგრძელების, მასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის და ოთხი შესახვევისთვის მაგნოლიის და აკაციის სახელების მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №581 2023 წლის 21 ნოემბერი ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ქუჩის გაგრძელების, მასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის და ოთხი შესახვევისთვის მაგნოლიის და აკაციის სახელების მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. საბურთალოს  რაიონში,  გაგრძელდეს ლისის ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად. 2. საბურთალოს რაიონში, ლისის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს აკაციის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 3. საბურთალოს რაიონში, ლისის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ოთხ შესახვევს მიენიჭოს მაგნოლიის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 5. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                              გიორგი ტყემალაძე