ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №582 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კობა აბზიანიძის ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის სოსო ღვინიაშვილის სახელის მინიჭების შეხახებ
მიღების თარიღი 21.11.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №582
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016823
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.11.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ნატალია სამქანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გიორგი წულაიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ორხევში, სერგეი ესენინის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვაჟა ბანეთიშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სოფელ გლდანში, გრიგოლ ორბელიანის I ჩიხისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ორი ჩიხისთვის მსახიობის ბარბარე გამრეკელის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ტელეოპერატორის, სტან სტორიმანსის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №582 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კობა აბზიანიძის ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის სოსო ღვინიაშვილის სახელის მინიჭების შეხახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №582
2023 წლის 21 ნოემბერი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კობა აბზიანიძის ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის სოსო ღვინიაშვილის სახელის მინიჭების შეხახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. სამგორის რაიონში, კობა აბზიანიძის ქუჩას მიენიჭოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, სოსო ღვინიაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე