საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 30 ივნისის №2 ბრძანებაში “ავტოსადგურის ფუნქციონის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” ცვლიებეიბისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.26.018.007.1491
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 34, 25/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.26.018.007.1491

დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის

ბრძანება №2

2005 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 30 ივნისის №2 ბრძანებაში ,,ავტოსადგურის ფუნქციონირების წესისა და პირობების” დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის 2004 წლის 30 ივნისის №2 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №67, მუხ. 598) დამტკიცებულ ავტოსადგურის ფუნქციონირების წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ავტოსადგური – კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამისი პროექტის საფუძველზე მოწყობილი შენობა-ნაგებობების, ტერიტორიისა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის კომპლექსი, სადაც ხორციელდება მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურება”;

ბ) ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) ბარგი – მგზავრებისაგან განცალკევებულად, ავტობუსის (მსუბუქი ტაქსის) საბარგულში მოსათავსებელი ნივთი ან საგანი, რომლის გაბარიტები არ აღემატება 100X50X30 სანტიმეტრს, ხოლო წონა 30 კილოგრამს”;

გ) ,,ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) ავტოსადგურის მგზავრთტევადობა – მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია ერთდროულად განთავსდეს ავტოსადგურის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატივების დაცვით.”;

დ) ,,ი’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) ავტოსადგურის გამტარუნარიანობა (სიმძლავრე) – მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებსაც შესაძლებელია მოემსახუროს ავტოსადგური დღეღამეში დადგენილი ნორმატივების დაცვით;”;

ე) ,,ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) ხელბარგი – ავტობუსის (მსუბუქი ტაქსის) სალონში განსათავსებელი მცირე ზომის (არა უმეტეს 50X40X20 სანტიმეტრი) და წონის (არა უმეტეს 8 კილოგრამი) ნივთი ან საგანი;”;

ვ) ,,პ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პ) რეისი – მარშრუტზე საწყისი პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე მოძრაობის განრიგით შესრულებული (ან შესასრულებელი) ავტოსატრანსპორტო პროცესი.”.

2. მე-2 მუხლს დაემატოს ,,ჟ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ჟ) მარშრუტი – პუნქტებს შორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლისათვის დადგენილი გზასავალი.’’.

3. მე-3 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ავტოსადგურის ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება არ უნდა ხდებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ზოლზე, დაცული უნდა იყოს მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნები”;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. პირველი კლასის ავტოსადგურში მოსაცდელი დარბაზიდან ავტობუსში ჩასასხდომად მგზავრის გადაადგილება უნდა ხდებოდეს გადახურული კონსტრუქციის ქვეშ;’’;

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11) ავტოსადგურის მოსაცდელი დარბაზის, სამუშაო ადგილების, სათავსების და ტერიტორის განათება უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი სანიტარიული და სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს;”.

4. მე-3 მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,12. ავტოსადგურის ტერიტორიის სავალი ნაწილი დაფარული უნდა იყოს ასფალტით, ბეტონით ან სხვა, სამშენებლო ნორმებით დადგენილი, მყარი საფარით.”.

5. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ავტოსადგურს კლასიფიკაციისა და ტექნოლოგიის შესაბამისად უნდა გააჩნდეს სათანადოდ აღჭურვილი შემდეგი სათავსები და საშუალებები:

ა) პირველი კლასის ავტოსადგურს – საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი დარბაზი, ბარგის შემნახველი საკანი, სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ბლოკი, ცნობათა ბიურო, ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახები, ბაქნები, სადისპეტჩერო, საინფორმაციო სამსახური, კვების ბლოკი, რეისებს შორის ავტობუსების სადგომი ტერიტორია, მძღოლების დასასვენებელი ოთახი, დედათა და ბავშვთა ოთახი, ავტობუსების წინასარეისო მომსახურების პოსტი, საგზაო მოძრაობიდან იზოლირებული მიმდებარე ტერიტორია საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტისა და მსუბუქი ავტომობილებისათვის, ავტონომიური დენის წყარო;

ბ) მე-2 კლასის ავტოსადგურს – საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი დარბაზი, ბარგის შემნახველი საკანი, სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ბლოკი, ცნობათა ბიურო, ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახები, ბაქნები, სადისპეტჩერო, საინფორმაციო სამსახური, ბუფეტი, რეისებს შორის ავტობუსების სადგომი ტერიტორია, დედათა და ბავშვთა ოთახი, ავტონომიური დენის წყარო;

გ) მე-3 კლასის ავტოსადგურს – საბილეთო სალარო, სადისპეტჩერო, მოსაცდელი დარბაზი, ბარგის შემნახველი საკანი, ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახები, სანიტარიული მომსახურების ბლოკი, ბაქნები ავტობუსებისათვის;

დ) მე-4 კლასის ავტოსადგურს – საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი გადახურული ნაგებობა არანაკლებ 15 მ2 ფართით და 10 დასაჯდომი ადგილით, ბაქანი (ბაქნები) და საპირფარეშო;

ე) მე-5 კლასის ავტოსადგურს – საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი გადახურული ნაგებობა არანაკლებ 5 დასაჯდომი ადგილით და ბაქანი.”.

6. ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი.

7. მე-5 მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,9. მოსაცდელ დარბაზში განთავსებული უნდა იყოს სკამები, რაოდენობით არანაკლებ მისი მგზავრთტევადობის (დანართი №1) 20%-ისა”.

8. ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-6 და მე-15 პუნქტები.

9. მე-8 მუხლში:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს ,,თ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,თ) პირველი კლასის ავტოსადგურში მგზავრებს უნდა მიეწოდებოდეს მათთვის საჭირო ინფორმაცია აღნიშნული სადგურიდან სხვა სატრანსპორტო კვანძებამდე (რკინიგზის სადგური, აეროპორტი, ავტოსადგური, მეტრო) მისვლის თაობაზე;”;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ცნობ ა თა ბიუროს ფართი არ უნდა იყოს ნაკლები 3,5 მ2-ზე.”.

10. მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ავტოსადგურმა გადამზიდველი უნდა უზრუნველყოს ინფორმაციით მარშრუტებზე მეტეოროლოგიური პირობების და საავტომობილო მაგისტრალების მდგომარეობის შესახებ.”.

11. მე-10 მუხლის:

ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. შემნახველ საკანის ფუნქციონალური ფართის მნიშვნელობა (მ2-ში) არ უნდა იყოს ავტოსადგურის სიმძლავრის 2%-ზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ 6 მ2-ი სა;”;

ბ) მე-12 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ბარგის შესანახი თაროები ადგილების რაოდენობით არანაკლებ ავტოსადგურის სიმძლავრის 5%-ი სა.”.

12. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ყოველ 100 მგზავრზე (ავტოსადგურის მგზავრთტევადობიდან გამომდინარე) სანიტარიულ ბლოკში უნდა იყოს მამაკაცებისათვის არანაკლებ 2, ხოლო ქალებისათვის – 3 კაბინა.”.

13. მე-16 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. ბაქანი გზის სავალი ნაწილიდან ამაღლებული უნდა იყოს 0,15 – 0,20 მ-ით;”;

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. ავტოსადგურში ბაქნების განლაგების სქემები და ზომები მოცემულია დანართებში №3, №4 და №5.”

14. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1) ავტობუსების სადგომი მოედნის დანიშნულებაა უზრუნველყოს რეისის მოლოდინში მყოფი ავტობუსების ავტოსადგურის ტერიტორიაზე განთავსება და დგომა;”;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2) სადგომ მოედანზე შესაძლებელი უნდა იყოს ავტობუსის თავისუფალი მანევრირება;”;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სადგომ მოედანზე ერთი ავტობუსის სადგომის გაბარიტები უნდა იყოს არანაკლებ:

ა) სიგრძე 15 მ;

ბ) სიგანე 3,2 მ;

გ) პარალელურად მდგომ ავტობუსებს შორის დაცილება 0.8 მ;

დ) ავტობუსის სადგომიდან ავტოსადგურის საზღვრამდე დაცილება 0.7 მ.”.

15. 22-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) უზრუნველყოს მარშრუტზე ავტობუსების მიმოსვლის განრიგის დაცვა და მომსახურების ხარისხის სტაბილურობა.”.

16. დანართი №3 და №4 ჩამოყალიბდეს თანდართული №3, №4 და №5 დანართების შესაბამისად.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ჩხიკვაძე