ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №594 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სიხარულის ქუჩის I ჩიხისთვის აკაკი გელოვანის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 21.11.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №594
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016835
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.11.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ბროლოსანის ქუჩისთვის ექიმის, ნეფროლოგის მერი გელოვანის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, იოსებ კვაჭაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, დიღმის ქედის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში სერგი ცხაკაიას ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, თეიმურაზ I-ის ქუჩის გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №594 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სიხარულის ქუჩის I ჩიხისთვის აკაკი გელოვანის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №594
2023 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სიხარულის ქუჩის I ჩიხისთვის აკაკი გელოვანის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. საბურთალოს რაიონში, სიხარულის ქუჩის I ჩიხს მიენიჭოს აკაკი გელოვანის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე