ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.11.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №76
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016668
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/12/2023
matsne.gov.ge 352 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №34 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 05.11.2014 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთის სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 28.10.2025 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 09.01.2015 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 05.02.2024 „არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებასა“ და არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ მომსახურების საფასურის შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების წესის დამტკიცებისა და აღნიშნულ გაერთიანებებში მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის29 მარტის №170 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 07.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №76 2023 წლის 29 ნოემბერი ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 29-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 153​3 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი დანართის შესაბამისად.  (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია დანართი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის  (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი მუხლი 1🔗 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის (შემდგომ – წესი) მიზანია განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის პროცედურები. 2. კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონება (შემდგომ – ქონება) წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მუხლი 2🔗 1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქონება ექვემდებარება პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ გადაცემას იმ იურიდიული პირებისათვის, რომელთა საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, თავშესაფარში მცხოვრები ან სხვა გარემოების გამო სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის მომსახურების გაწევა/დახმარება. 2. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ის ქონება, რომელიც არ ექვემდებარება გადაცემას ან ვერ გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით ქონების მიმღები პირი, უნდა განიკარგოს ან განადგურდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო აქტის შედგენით. მუხლი 3🔗 1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებისათვის ქონების გადაცემაზე უფლებამოსილია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830). 2. ქონების მიმღებს ქონება გადაეცემა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ ქონების მიმღებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830) უფლებამოსილი წარმომადგენლი (თანამშრომელი).