„გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 17.03.2005
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №148
სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.007.151
გამოქვეყნების წყარო სსმ, 32, 22/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
„გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.007.151
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №148
2005 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 და 92-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ” ინსტრუქცია.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
ინსტრუქცია
გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარებისა და ჩამოწერის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს გადამხდელის საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის პროცედურებს.
2. საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 62-ე და 92-ე მუხლების საფუძველზე, ამ ინსტრუქციის შესაბამისად.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება, თუ:
ა) იგი აღიარებულია უიმედო საგადასახადო დავალიანებად, ან
ბ) საგადასახადო ვალდებულებები შეწყვეტილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 62-ე მუხლის ან საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების საფუძველზე.
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად:
ა) მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის ან მემკვიდრის (მემკვიდრეების) მიერ მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან, თუ გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას, საგადასახადო ვალდებულების დარჩენილი დავალიანების თანხა ითვლება უიმედო ვალად და ჩამოიწერება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით;
ბ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის, სანქციები) ითვლება უიმედო ვალად და ჩამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ მისი ქონება არასაკმარისია საგადასახადო ვალდებულების (მათ შორის, სანქციების) შესასრულებლად.
მუხლი 2🔗. უიმედო საგადასახადო დავალიანების ცნება
უიმედო საგადასახადო დავალიანება – ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოქმნილია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით ან/და სანქციებით, თუ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ქონების მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების შედეგად დადგინდა, რომ მას არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები, ან მისი ქონება ან/და აქტივები იმდენად მცირეა, რომ ვერ ფარავს არბიტრაჟის/სასამართლოს ხარჯებს.
მუხლი 3🔗. საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და მისი ჩამოწერის საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა
1. საგადასახადო დავალიანებათა უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების საკითხს სწავლობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
2. საგადასახადო დავალიანების უიმედოდ აღიარების საკითხის განსახილველად საგადასახადო დეპარტამენტს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
ა) საგადასახადო ინსპექციის წერილობითი მიმართვა;
ბ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საგადასახადო ინსპექციის და/ან აუდიტის დასკვნა გადამხდელის ქონების შესახებ;
დ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ე) ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოებიდან;
ვ) დოკუმენტაცია გადამხდელის მიმართ გატარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ;
ზ) სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ გადამხდელს არ გააჩნია ქონება და აქტივები.
3. გარდაცვლილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო ფიზიკური პირის ვადაგადაცილებული დავალიანების ჩამოწერის მიზნით, საგადასახადო ინსპექციის მიერ საგადასახადო დეპარტამენტში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ცნობა პირის გარდაცვალების და მისი მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის შესახებ;
ბ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საგადასახადო ინსპექციის და/ან აუდიტის დასკვნა ქონების შესახებ;
დ) დოკუმენტი ფიზიკური პირის ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების და მისი მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის შესახებ.
4. საგადასახადო დეპარტამენტი საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აკეთებს დასკვნას – საგადასახადო დავალიანებათა უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების შესახებ, რომელიც საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის მიზნით ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
5. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხი საგადასახადო დეპარტამენტიდან დასკვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში განიხილება ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელ კომისიაზე, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას.
6. კომისიის დასკვნა წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს დავალიანებათა ჩამოწერის შესახებ.
7. საგადასახადო დავალიანება ჩამოწერილად ითვლება ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტში მითითებული თარიღიდან.
მუხლი 4🔗. საგადასახადო ვალდებულების განახლება
1. თუ პირი, რომელსაც ჩამოეწერა უიმედო საგადასახადო დავალიანება, აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, ან/და დადგინდა, რომ მას აქვს ქონება, მაშინ ამ პირის მიმართ განახლდება ადრე ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების მოქმედება, საურავის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომისია ამზადებს დასკვნას და ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტს, უიმედო საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.