საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) 23-ე მუხლის მეორე ნაწილში, 33-ე მუხლის სათაურსა და პირველ ნაწილში, 42-ე მუხლის მესამე ნაწილის პირველ პუნქტში, 48-ე მუხლის პირველ ნაწილში, 54-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებში, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის მეოთხე პუნქტში სიტყვები „სადისციპლინო ბატალიონი“ შეიცვალოს სიტყვებით „სადისციპლინო სამხედრო ნაწილი“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს 1997 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 16 აპრილი.
№639
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
- სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5981739/