შპს „აპკო“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საფირმო სახელწოდება: შპს „აპკო“

სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

საიდენტიფიკაციო ნომერი: 405471412

იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზ. №19, ავტ №20, სართ 1

დირექტორი: ალექსანდრე მაყაშვილი (პ/ნ 59001077183)

ტელ: +995599551163

ელ.ფოსტა: taktakishvilitako96@gmail.com

(შემდეგში „კომპანია და/ან მყიდველი“)

 

 

 

აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

განცხადება

 
  • ვინაიდან „კომპანიას“ საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოება „სს თბილისის №1 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ (ს/ნ 209439080) (შემდეგში „საწარმო“) ხმის უფლების მქონე აქციათა 97.57671%;
  • ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლი და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ თავი XXXIV2, ითვალისწინებს აქციონერის შესაძლებლობას აქციათა სავალდებულო მიყიდვისა;
  • ვინაიდან „კომპანია“ გეგმავს ამ უფლებით სარგებლობას და დარჩენილი აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ საქმის წარმოების დაწყებას (დარჩენილი აქციების სავალდებულოდ გამოსყიდვას);
  • აღნიშნული „საწარმო“ და მის საკუთრებაში არსებული ტერიტორია გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გამოიყენებოდა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადგომად, სადაც ასევე ხდებოდა მათი სრულფასოვანი სერვისი და განახლება. დღესდღეისობით „საწარმო“ ტექნოლოგიურად მოძველებულია. მისი დღევანდელი საქმიანობა მოიცავს მხოლოდ „საწარმოს“ არსებული ფართების გაქირავებას.

    „კომპანიას“ „საწარმოში“ სამომავლო ბიზნეს (საინვესტიციო) გეგმები გააჩნია, რაც კრიტიკულად საჭიროებს აღნიშნული „საწარმოს“ აქციათა სრულ საკუთრებას (აქციათა 100%-ს).

    ახალი შენობების აშენების გარდა, იგეგმება არსებული ამორტიზებული შენობა-ნაგებობების კაპიტალური განახლება, კოსმეტიკური რემონტი, საწარმოო პროცესების ტექნოლოგიური განახლება, ეზოს სწორი დაგეგმარება-მოწყობა, უსაფრთხოების უახლესი სტანდარტების ინტეგრირება, მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, გაციფრულება და სხვა. კომუნისტურ დროში ჩარჩენილი საწარმოსთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვისა და კონკურენტუნარიანი თანამედროვე საწარმოს ჩამოყალიბებისთვის „კომპანია“ გეგმავს რამდენიმე მილიონი ლარის ეტაპობრივ ინვესტირებას (როგორც ადგილობრივი, ისე – საერთაშორისო ინვესტიციები).

    ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, „კომპანია“ გეგმავს დარჩენილი აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ საქმის წარმოების დაწყებას (გათვალისწინებული “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 225-ე მუხლისა და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ თავი XXXIV2-ით).

    რადგანაც აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, „კომპანია“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართავს განცხადებით „საწარმოს“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ მოთხოვნით (გათვალისწინებული “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 225-ე მუხლისა და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ თავი XXXIV2-ით).

    აქციათა გამოსყიდვის სამართლიან ფასსა და გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღს განსაზღვრავს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებით („საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ მუხლი 30914, პუნქტი 2).

    წინამდებარე განცხადება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.

    წინამდებარე განცხადება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge.

    წინამდებარე განცხადების სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge გამოქვეყნებით დაიწყოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ვადის ათვლა, გათვალისწინებული საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“ თავი XXXIV​2.   

     

    შპს „აპკო“

    დირექტორი: ალექსანდრე მაყაშვილი _________________ ხელმოწერა                                     

    29 ნოემბერი, 2023 წელი