საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საბჭოს დადგენილება მოქმედი ტექნიკური რეგულირება
მიღების თარიღი 30.11.2023
გამომცემი ორგანო სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საბჭო
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 300010000.83.096.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/12/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.11.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე | აღმასრულებელი დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვისა და ანგარიშის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებისა და ფლობის წესის დამტკიცების თაობაზე ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
საბჭოს
დადგენილება №4
2023 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტისა და 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭო
ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესი და პირობები თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აღმასრულებელი დირექტორიგოგიტა თოდრაძე
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესი და პირობები
მუხლი 1🔗. რეგულირების საგანი
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემუშავდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომში - საქსტატი) მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციის მიწოდების წესი (შემდგომში - წესი), რითაც განისაზღვრება საქსტატის მიერ ბეჭდური პუბლიკაციების მიწოდებასთან დაკავშირებული პირობები.
მუხლი 2🔗. ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაცია
ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაცია წარმოადგენს საქსტატის მიერ გამოცემულ სტატისტიკურ პუბლიკაციას, რომელიც ასახავს საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ-დემოგრაფიულ პროცესებსა და ტენდენციებს, საქსტატის მიერ ჩატარებული სტატისტიკური გამოკვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე მიღებული მონაცემებით.
მუხლი 3🔗. ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციის სახეები და საფასური
1. საქსტატის მიერ შესაძლებელია ბეჭდური სახით გამოიცეს სხვადასხვა თემატიკის პუბლიკაცია.
2. საქსტატი უფლებამოსილია გაავრცელოს ბეჭდური პუბლიკაცია როგორც სასყიდლით, ასევე უსასყიდლოდ.
3. სასყიდლიანი ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციის საფასური განისაზღვრება საქსტატის საბჭოს 2023 წლის 3 ნოემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებს გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობებისა და საფასურის განსაზღვრის წესით“.
მუხლი 4🔗. ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციის მიწოდება
1. საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციის მიწოდება ხორციელდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
2. დაინტერესებული პირი ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციის მიწოდების მოთხოვნას აგზავნის საქსტატის სახელზე, წერილობით ან ელექტრონულად საქსტატის ელექტრონული ფოსტაზე (info@geostat.ge). მოთხოვნაში მიეთითება პუბლიკაციის რაოდენობა.
3. სასყიდლიანი ბეჭდური პუბლიკაციის შემთხვევაში, პუბლიკაციის საფასურის გადახდა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორების წესით, საქსტატის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
4. პუბლიკაციის მიწოდების ადგილია საქსტატის სათავო ოფისი (მის: ც. დადიანის ქ. №30).
მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები
წინამდებარე წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქსტატის საბჭოს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.