საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1602  და 1603 მუხლები:

„მუხლი 1602. საბაჟო გადასახდელებისაგან თავის არიდება

დიდი ოდენობით საბაჟო გადასახდლებისაგან თავის არიდება, –

ისჯება ჯარიმით სამასიდან შვიდას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

ისჯება ჯარიმით რვაასიდან ათას ორას ლარამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

შენიშვნა: დიდი ოდენობით საბაჟო გადასახდელებად ითვლება, თუ გადასახდელი თანხა აჭარბებს ათას ხუთას ლარს.

მუხლი 1603. დროებითი საბაჟო რეჟიმით გატანილი სახელმწიფოს ან მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ნივთის საქართველოში დაუბრუნებლობა

დროებითი საბაჟო რეჟიმით გატანილი სახელმწიფოს ან მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ნივთის დადგენილ ვადაში საქართველოში დაუბრუნებლობა, – ისჯება ჯარიმით ათას ლარამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე“.

 

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 12 დეკემბერი.

II87 – I