კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.11.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საბჭო
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 300010000.83.096.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/12/2023
matsne.gov.ge 823 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.11.2023 მიღება
01.01.2024 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
კონფიდენციალური მონაცემები − ინფორმაცია, რომელიც სტატისტიკური მიზნებისთვის
არის შეგროვებული და სტატისტიკური ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე აღმასრულებელი დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონი 92% 31.05.2023 ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი აღიარების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 27.11.2023 მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი გარემოებების დადგენის კრიტერიუმებისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება 87% 28.02.2024 ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ საქართველოს კანონი 84% 16.11.2023 საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო სისტემების ოპერირებისას პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 84% 26.09.2025

დოკუმენტის ტექსტი

კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  საბჭოს  დადგენილება №3 2023 წლის 30 ნოემბერი ქ. თბილისი კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტისა და 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესი“. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. აღმასრულებელი დირექტორიგოგიტა თოდრაძე კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესი მუხლი 1🔗. კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის წესის მიზანი 1. კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ადგენს პირობებს, რომლის მიხედვითაც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (შემდგომში – საქსტატი), შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია უზრუნველყოს თავისი ინდივიდუალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. წესი შემუშავებულია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინდივიდუალური მონაცემები − სტატისტიკური ერთეულის შესახებ დეტალური მონაცემები, მათ შორის პერსონალური მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) კონფიდენციალური მონაცემები − ინფორმაცია, რომელიც სტატისტიკური მიზნებისთვის არის შეგროვებული და სტატისტიკური ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა; გ) აგრეგირებული მონაცემები − ინდივიდუალური მონაცემების კომბინაცია (მაგალითად, ჯამი), რომელიც მათი დამუშავების შედეგად მიიღება. დ) იდენტიფიკატორი − სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც სტატისტიკური ერთეულის უნიკალური იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის მისი სახელის, ზუსტი გეოგრაფიული მდებარეობის ან საიდენტიფიკაციო ნომრის მეშვეობით. იდენტიფიკატორით შესაძლებელია პირდაპირი იდენტიფიცირება, კერძოდ, შეიძლება კონკრეტული სტატისტიკური ერთეულის იდენტიფიცირება ერთი იდენტიფიკატორის ან იდენტიფიკატორების კომბინაციის საფუძველზე. ნებისმიერი სხვა საშუალებით იდენტიფიცირება არაპირდაპირ იდენტიფიცირებად მიიჩნევა; ე) არაპირდაპირი იდენტიფიკატორები − მახასიათებლები, რომლებიც საერთოა რამდენიმე რესპონდენტისთვის და მათი სხვა მონაცემებთან კომბინირებით შესაძლებელია რესპონდენტების ვინაობის დადგენა. ვ) ანონიმიზება − მონაცემთა იმგვარად დამუშავება, რომ გამოკვლევის მონაცემებიდან ამოღებული იქნეს ყველა პირდაპირი და არაპირდაპირი იდენტიფიკატორი, რათა გამოირიცხოს ინდივიდუალური რესპონდენტის იდენტიფიცირება. ზ) სტატისტიკური ერთეული − სტატისტიკური მახასიათებლების მქონე ერთეული, მათ შორის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი; მუხლი 3🔗. ზოგადი პრინციპები 1. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონი უზრუნველყოფს ეროვნული სტატისტიკის შემუშავების, წარმოებისა და გავრცელების ძირითად საკანონმდებლო ბაზას. აღნიშნული კანონი სამეცნიერო პროგრესის ხელშესაწყობად მომხმარებლებს აძლევს საშუალებას მიიღონ წვდომა ინდივიდუალურ მონაცემებზე. 2. საქსტატის მიზანია, ერთის მხრივ, მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება და მათი მაღალი ხარისხის მონაცემებით უზრუნველყოფა, მეორეს მხრივ − კონფიდენციალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებსა და ინსტრუქციებში არსებული პირობებისა და ვალდებულებების შესრულება. 3. ინდივიდუალური მონაცემების ფაილებში წაშლილია ყველა პირდაპირი და არაპირდაპირი იდენტიფიკატორი, როგორიცაა, მაგალითად, პირადი ნომერი, მისამართი და სახელი. ექსტრემალური მნიშვნელობები და მსგავსი არაპირდაპირი იდენტიფიკატორები კი მოსწორებულია შესაბამისი სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით. გამჟღავნების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად ყველა ფაილი სათანადოდ არის ანონიმიზებული. მუხლი 4🔗. ინდივიდუალური მონაცემების მომხმარებლები 1. ინდივიდუალური მონაცემები ძირითადად განკუთვნილია ისეთი მომხმარებლებისთვის, როგორიცაა: ა) საჯარო მოხელეები და სამინისტროების და სხვა საჯარო უწყებების მიერ დაქირავებული მკვლევარები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თვითმმართველობების, რეგიონების და ეროვნულ დონეზე სტრატეგიების და პროგრამების შემუშავებასა და განვითარებაზე, რაც აგრეთვე გულისხმობს აღნიშნული პროგრამების შესრულების კონტროლსა და შეფასებას; ბ) საერთაშორისო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი არიან კვლევებში, რომელთა მიზანია მათი საქმიანობის სფეროებში დახმარებისა და განვითარების შესაძლებლობების განსაზღვრა; გ) კვლევითი და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც სოციალურ და ეკონომიკურ კვლევებში არიან ჩართული; დ) პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, რომლებიც ძირითადად საგანმანათლებლო სფეროში არიან ჩართული; ე) სხვა მომხმარებლები, რომლებიც სამეცნიერო კვლევებში არიან ჩართული. მუხლი 5🔗. ინდივიდუალური მონაცემების მომხმარებელთა რეგისტრაცია 1. ინდივიდუალურ მონაცემებზე წვდომის მსურველმა ყველა მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია. 2. ინდივიდუალური მონაცემებით სარგებლობა შეუძლიათ იმ პირებს, ვინც რეგისტრაციის ფორმაში (დანართი №1) მიუთითებს მონაცემების გამოყენების მიზანს და ეთანხმება ამ დოკუმენტში მითითებულ პირობებს. 3. ინდივიდუალური მონაცემების გაცემამდე საქსტატი უნდა დარწმუნდეს, რომ მონაცემთა მიმღებ მხარეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს მათი კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ტექნიკურ-ორგანიზაციული ინფრასტრუქტურა. 4. საქსტატი 5 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ სარეგისტრაციო განაცხადს და აცნობებს მას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. მუხლი 6🔗. მომხმარებელთა ვალდებულებები 1. ინდივიდუალური მონაცემების გამოყენებისას მომხმარებლებმა უნდა დაიცვან შემდეგ პირობები: ა) არ ეცადოს, ნებისმიერი გზით (მათ შორის ამ მონაცემების სხვა ინდივიდუალურ მონაცემებთან შედარებით) მოახდინოს ფიზიკური/იურიდიული პირის იდენტიფიცირება; ბ) არ გაუმჟღავნოს ინდივიდუალური მონაცემები მესამე მხარეს (პირს), ხელშეკრულების (იხ. მუხლი 7🔗) მხარეთა გარდა, ან/და არ გამოიყენოს ეს მონაცემები სხვა მიზნით, გარდა შესაბამის მოთხოვნაში აღნიშნული მიზნისა; გ) არ გაამჟღავნოს ინდივიდუალური მონაცემებისგან მიღებული აგრეგირებული მონაცემები, რომლებითაც შესაძლებელია სტატისტიკური ერთეულის არაპირდაპირი იდენტიფიცირება; დ) გაანადგუროს ინდივიდუალური მონაცემები სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დასრულებისთანავე. მუხლი 7🔗. ინდივიდუალურ მონაცემებზე წვდომის ხელშეკრულება 1. საქსტატის მიერ კვლევის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქსტატსა და მომხმარებელს შორის იდება ინდივიდუალურ მონაცემებზე წვდომის ხელშეკრულება. 2. ხელშეკრულება იდება არა უმეტეს სამი წლის ვადით. მუხლი 8🔗. საქსტატის მიერ გაწეული მომსახურების საფასური 1. ინდივიდუალურ მონაცემთა მომზადებისა და გადაცემისთვის გაწეული დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებლად საქსტატი უფლებამოსილია დააწესოს შესაბამისი მომსახურების საფასური. მისი ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით. მუხლი 9🔗. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები 1. მომხმარებელმა უნდა დაიცვას ინდივიდუალურ მონაცემებზე საქსტატის საავტორო უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით და უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროს მითითება. 2. საქსტატი პასუხისმგებელი არ არის ინფორმაციის მომხმარებლების და ნებისმიერი სხვა მხარის მიერ მისი მონაცემების გამოყენების შედეგად მიყენებულ ზიანზე ან სხვა არასასურველ შედეგებზე, მათ შორის დროის, ფულის, რეპუტაციის და სხვა რესურსების დანაკარგზე. თავის მხრივ, მომხმარებლებმა უნდა აარიდონ საქსტატი ნებისმიერ პასუხისმგებლობას, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს მათ მიერ მონაცემების არასწორად გამოყენებას. საქსტატი აგრეთვე პასუხისმგებელი არ არის მომხმარებელთა მიერ არასწორად დამუშავებულ და ინტერპრეტირებულ აგრეგირებულ მონაცემებზე. 3. წინამდებარე წესი ექვემდებარება პერიოდულად გადახედვას. მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქსტატის საბჭოს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.