საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ. №1, მუხ. 10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1712 მუხლი:
„მუხლი 1712. ძვირფასი ლითონის სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის დამზადების ან გამოყენების წესის დაღვევა
ძვირფასი ლითონის სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის უნებართვო დამზადება, გამოყენება ან გასაღება, ანდა სახელმწიფო დამღის ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით გაყალბება –
ისჯება ჯარიმით 500-დან 1000 ლარამდე.
იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით 1000-დან 5000 ლარამდე
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 17 სექტემბერი
№1575-Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5982738/