წალკის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.11.2023
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.155.016417
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 992 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.04.2023 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 06.12.2019 წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 07.11.2018 მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 20.09.2023 მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 16.03.2022

დოკუმენტის ტექსტი

წალკის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2023 წლის 30 ნოემბერი ქ. წალკა წალკის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №6 დადგენილებით დამტკიცებული წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინჭების წესი,  დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი დანართი წალკის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესი მუხლი 1🔗 წალკის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება ხდება, ცხოვრების ჯანსაღი წესის (შემდგომში – წესი) დამკვიდრების, სამოქალაქო აქტიურობის, სპორტის გავრცელებული სახეობებისათვის ტრადიციების შენარჩუნებისა და მათი პოპულარიზაციის მიზნით. მუხლი 2🔗 1. წესის მიზანია წალკის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს სახელით მოასპარეზე, ა(ა)იპ „წალკის მუნიციპალიტეტის  კომპლექსურ სასპორტო სკოლაში“ მოქმედ სპორტულ წრეებში აღზრდილ  და წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, წარმატებულ სპორტსმენთა, პარასპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება. 2. დაჯილდოებისთვის დაინტერესებულმა პირ(ებ)მა, წალკის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს განცხადებით და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) შესაბამისი ტიტულის მოპოვების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან/და ცნობა ტიტულის მოპოვების შესახებ შესაბამისი ფედერაციიდან; ბ) პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვანი სპორტსმენის/პარასპორტსმენის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი; გ) სპორტსმენის/პარასპორტსმენის  კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომერი, არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი; დ) მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი; ე) მწვრთნელის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომერი; ვ) სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში მწვრთნელის ჯილდოს მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს ცნობა ა(ა)იპ „წალკის მუნიციპალიტეტის კომპლექსურ სასპორტო სკოლიდან“ სპორტსმენის/პარასპორტსმენის მწვრთნელის შესახებ, ხოლო თუ სპორტსმენი/პარასპორტსმენი წვრთნებს გადის საქართველოს ნაკრებში, ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან კონკრეტული სპორტსმენის/პარასპორტსმენის  მწვრთნელის  შესახებ; ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილის შესახებ. 3. პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტებში ასახული პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ სპორტსმენის/პარასპორტსმენის  დაჯილდოების საკითხის განხილვისას. 4. ჯილდო გაიცემა  მიღწეული წარმატებებისათვის იმ სპორტსმენებზე/პარასპორტსმენებზე, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ აღიარებული სპორტული ფედერაციების მიერ გაცემულ ტიტულის დამადასტურებელ დოკუმენტს. 5. იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენი/პარასპორტსმენი  ასპარეზობს რამდენიმე კატეგორიაში ან სახეობაში, დაჯილდოვდება ერთი კატეგორიის ან სახეობის საუკეთესო შედეგის შესაბამისად. მუხლი 3🔗 წარმატებულ სპორტსმენთა/პარასპორტსმენთა დასაჯილდოებლად განსაზღვრულია შემდეგი ოდენობის  ფულადი ჯილდოები: 1. საერთაშორისო ტურნირზე: ა) უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის ა.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი; ა.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი; ა.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 150 ლარი. ბ) ჭაბუკთა და გოგონათა შორის ბ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი; ბ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი; ბ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი. გ)  23 წლამდე ახალგაზრდებს შორის გ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი; გ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი; გ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი. დ) უფროსებს შორის დ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი; დ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი; დ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი. 2. საქართველოს ჩემპიონატზე: ა) უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის ა.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი; ა.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი; ა.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი. ბ) ჭაბუკთა და გოგონათა შორის ბ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი; ბ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი; ბ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი. გ)  23 წლამდე ახალგაზრდებს შორის გ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 700 ლარი; გ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი; გ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი. დ) უფროსებს შორის დ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი; დ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი; დ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 700 ლარი. 3. ევროპის ჩემპიონატზე: ა) უმცროსი ასაკის ჭაბუკთა  და გოგონათა შორის ა.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი; ა.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი; ა.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი. ბ) ჭაბუკთა და გოგონათა შორის ბ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი; ბ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი; ბ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი. გ) 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის გ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარი; გ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი; გ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი. დ) უფროსებს  შორის დ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 4000 ლარი; დ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარი; დ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2500 ლარი. 4. მსოფლიო ჩემპიონატზე: ა) უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის ა.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი; ა.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარი; ა.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი. ბ) ჭაბუკთა და გოგონათა შორის ბ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარი; ბ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი; ბ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი. გ) 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის გ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 4000 ლარი; გ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარი; გ.გ.) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი. დ) უფროსებს შორის დ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 7000 ლარი; დ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 5000 ლარი; დ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 4000 ლარი. მუხლი 4🔗 სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში მწვრთნელი დაჯილდოვდება ერთჯერადად, მხოლოდ   პირველ  ადგილზე  გასულ  ერთ სპორტსმენზე გასაცემი ჯილდოს არაუმეტეს 50%-ისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე გამარჯვებული სპორტსმენის მწვრთნელი ერთი და იგივე პიროვნებაა, ყოველი  მომდევნო  გამარჯვებული  სპორტსმენის  ჯილდოს არაუმეტეს 20%-ისა. მუხლი 5🔗 1. ამ წესის მიზნებისათვის გუნდი განიმარტება, როგორც  ა(ა)იპ „წალკის მუნიციპალიტეტის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში“ მოქმედი სპორტული წრე. 2. ჯილდო გაიცემა გუნდზე, რომლიც დაიკავებს პირველ ადგილს ქვემო ქართლის თასზზე, რეგიონულ ლიგაში,  საქართველოს ჩემპიონატში ან სხვა სპორტულ  შეჯიბრებაში. 3. გუნდის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაერთოს  ა(ა)იპ „წალკის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ ცნობა მწვრთნელისა და სპორტული  წრის  ამ ცენტრში არსებობის (მოღვაწეობის) შესახებ. 4. გუნდის მიერ ქვემო ქართლის თასზზე, რეგიონულ ლიგაში,  საქართველოს ჩემპიონატში ან სხვა სპორტულ  შეჯიბრებაში  გამარჯვების მოპოვების (პირველი ადგილი) შემთხვევაში ჯილდო გაიცემა შემდეგი ოდენობით: ა) მწვრთნელს – 500 ლარი; ბ) გუნდის თითოეულ სპორტსმენს – 200 ლარი. მუხლი 6🔗 ჯილდოს გაცემის დაფინანსება მოხდება წალკის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის „სპორტული ღონისძიებების“ მუხლიდან (05 01 02).