📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.11.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016088
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 999 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესის დადგენის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 91% 30.09.2022 საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირავნობის მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 91% 08.04.2024 რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 29.06.2020 სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 22.06.2017 კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 22.06.2017

დოკუმენტის ტექსტი

ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №10 2023 წლის 30 ნოემბერი ქ. თბილისი ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის  წესი თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2016 წლის 2 თებერვლის №2 დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების და ნუმიზმატიკური ფასეულობის (შემდგომში – ფასეულობა) საკოლექციოდ ან/და სხვა საჭიროებისათვის რეალიზაციის წესებსა და პირობებს. 2. ამ წესის მიზანია ფასეულობის სარეალიზაციო ფასის გაანგარიშების ძირითადი პრინციპების განსაზღვრა და რეალიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. 3. ეს წესი არ ვრცელდება ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ოქროს სერტიფიკატების შესაბამის სტანდარტიზებულ ოქროს ზოდებზე.  მუხლი 2🔗. სარეალიზაციო ფასეულობა 1. სარეალიზაციო ლარის ბანკნოტებს/მონეტებს (შემდგომში – ბანკნოტები/მონეტები) განეკუთვნება: ა) საკოლექციო დანიშნულების ბანკნოტები/მონეტები (შემდგომში – საკოლექციო ბანკნოტები/მონეტები); ბ) საინვესტიციო დანიშნულების ოქროს მონეტები (შემდგომში – საინვესტიციო მონეტები); გ) მიმოქცევის დანიშნულების ბანკნოტები (მათ შორის, შიტების სახით) და მონეტები (შემდგომში – მიმოქცევის ბანკნოტები/მონეტები). 2. სარეალიზაციო ოქროს ზოდებს განეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამზადებული ოქროს ზოდები (შემდგომში – ზოდები). 3. სარეალიზაციო ნუმიზმატიკურ ფასეულობას განეკუთვნება: ა) ეროვნული ბანკის მიერ რეპროდუცირებული ლარის ბანკნოტები და მონეტები, აგრეთვე ის ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც ამოღებულია მიმოქცევიდან, ან რომელთა ემისია არ განხორციელებულა შეუსაბამო მახასიათებლების გამო; ბ) ისტორიული ბანკნოტები და მონეტები, მათი ასლები. 4. ფასეულობის სარეალიზაციო ოდენობას განსაზღვრავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი ან აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში – ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირი). მუხლი 3🔗. სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა 1. ფასეულობის სარეალიზაციო ფასს ადგენს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირი. 2. მიმოქცევის ბანკნოტების/მონეტების სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს: ა) ნომინალურ ღირებულებას; ბ) საკომისიო დანამატს. 3. საკოლექციო ბანკნოტების/მონეტების სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს: ა) ნომინალურ ღირებულებას; ბ) მათ დამზადება-მოწოდებაზე გაწეულ ხარჯებს; გ) საკომისიო დანამატს. 4. საინვესტიციო მონეტებისა და  ზოდების სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს: ა) მონეტის/ზოდის შემადგენლობაში არსებულ ოქროს ღირებულებას, რომლის გაანგარიშება ხდება დღეში ერთხელ, ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზრის ასოციაციის (LBMA) ვებგვერდზე წინა დღის მეორე ნახევარში (ლონდონის დროით 15:00 საათზე) 1 უნცია ოქროზე აშშ დოლარით დაფიქსირებული ფასით და ეროვნული ბანკის მიერ ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალურად მოქმედი კურსის მიხედვით; ბ) საკომისიო დანამატს 3–80 პროცენტის ფარგლებში. 5. ეროვნული ბანკის მიერ დამზადებული ნუმიზმატიკური ფასეულობის სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს: ა) მათ დამზადება-მიწოდებაზე გაწეულ ხარჯებს (ფასის დადგენის მომენტისთვის არსებული კურსით); ბ) საკომისიო დანამატს. 6. იმ ნუმიზმატიკური ფასეულობის სარეალიზაციო ფასი, რომელთა დამზადება არ განუხორციელებია ეროვნულ ბანკს, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, მისი ფაქტობრივი რაოდენობისა და მასზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, განისაზღვრება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით. 7. იმ შემთხვევაში, თუ ფასეულობა მოთავსებულია სპეციალურ შესაფუთ საშუალებაში (კოლოფი, ალბომი და სხვ.), სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს მათ ღირებულებასაც. 8. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით, ბანკნოტების/მონეტების (გარდა საინვესტიციო მონეტებისა და  ზოდებისა) და ნუმიზმატიკური ფასეულობის სარეალიზაციო ფასი შეიძლება განისაზღვროს საკომისიო დანამატის გარეშე. 9. ბაზარზე ლითონის ფასის ცვლილების, ფასეულობის რაოდენობის ან/და სხვა მიზეზის გამო საკომისიო დანამატის ოდენობის ზრდა ან შემცირება შესაძლებელია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით. მუხლი 4🔗. ფასეულობის რეალიზაცია 1. ეროვნული ბანკი ფასეულობის რეალიზაციას ახორციელებს როგორც რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ პირებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 2. ეროვნული ბანკიდან ფასეულობის რეალიზაცია შესაძლებელია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო (გადარიცხვით, საგადახდო ბარათით, ეროვნული ბანკის ინტერნეტმაღაზიით) ანგარიშსწორებით. 3. უნაღდო ანგარიშსწორებით ფასეულობის რეალიზაცია შესაძლებელია როგორც წინასწარი, ისე შემდგომი ანგარიშსწორებით, ამ მუხლის მე-4 – მე-6 პუნქტებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. 4. წინასწარი უნაღდო ანგარიშსწორების  პირობით, ფასეულობის რეალიზაცია შესაძლებელია როგორც ხელშეკრულების, ისე შეტყობინების (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით)  საფუძველზე. წინასწარი შეტყობინების შემთხვევაში: ა) ეროვნულ ბანკს წარედგინება განაცხადი, სადაც მიეთითება შემკვეთი პირის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, შესაძენი ფასეულობის დასახელება, ნომინალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაოდენობა, მათ გატანაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი (ელექტრონული ზედნადების საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ზედნადებისთვის საჭირო ინფორმაცია); ბ) ფასეულობის რეალიზაცია ხორციელდება გარიგების დღისთვის დადგენილი ფასის მიხედვით. ქვეყნის გარეთ პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში, ფასის გაანგარიშება უნდა განხორციელდეს უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარსა ან ევროში) გარიგების დღისთვის შესაძენ ფასეულობაზე ლარში დადგენილი ფასითა და ლარის მიმართ აშშ დოლარის ან ევროს გაცვლის ოფიციალურად მოქმედი კურსით; გ) განაცხადის საფუძველზე, ფასეულობის შემკვეთს ეროვნული ბანკის მიერ ეგზავნება კომერციული ინვოისი სარეალიზაციო ფასეულობის დასახელების, რაოდენობის და ღირებულების შესახებ, რომლის გაგზავნის დრო ითვლება გარიგების დადების მომენტად; დ) გარიგების საფუძველზე, ფასეულობის მთლიანი თანხის ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს ერთჯერადად, გარიგების დადების დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო მათი გატანა – შესაბამისი თანხის ჩარიცხვიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში; ე) შეკვეთა ითვლება გაუქმებულად, თუ გარიგების დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში არ განხორციელდა შეძენილი ფასეულობის შესაბამისი თანხის ჩარიცხვა ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე, ან შესაბამისი თანხის დროულად ჩარიცხვის მიუხედავად, არ განხორციელდა ეროვნული ბანკიდან მათი გატანა თანხის ჩარიცხვიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში; ვ) შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, შემკვეთის მიერ ეროვნულ ბანკში ჩარიცხული თანხა ექვემდებარება შემკვეთისათვის უკან დაბრუნებას, ხოლო გადარიცხვის ხარჯები გამოიქვითება ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე შემკვეთის მიერ ჩარიცხული თანხიდან. 5. ეროვნული ბანკიდან რეალიზებული ფასეულობის გატანას უზრუნველყოფს შემკვეთი მხარე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა. 6. შემდგომი ანგარიშსწორების (უნაღდო) პირობით იურიდიულ პირებზე ფასეულობის რეალიზაცია შესაძლებელია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. 7. ეროვნული ბანკიდან ფასეულობის რეალიზაცია ასევე შესაძლებელია: ა) ეროვნული ბანკის ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით, სავალდებულო ხასიათის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით, რომლითაც კონკრეტულად არის განსაზღვრული როგორც ანგარიშსწორების, შეკვეთის განთავსებისა და მიწოდების პირობები, ასევე მხარეთა ვალდებულებები; ბ) წინასწარი შეკვეთით, რომლის პირობები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განისაზღვრება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის მიერ; გ) აუქციონის მეშვეობით, რომლის პირობები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განისაზღვრება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის მიერ. 8. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ფასეულობის რეალიზაცია განახორციელოს იურიდიული პირების მეშვეობით, მათთან გაფორმებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით. 9. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელ პირს შეუძლია შეზღუდოს ფასეულობის რეალიზაცია. 10. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ფასეულობის სარეალიზაციო ფასებისა და რეალიზაციის პირობების თაობაზე ინფორმაციის განთავსებას ეროვნული ბანკის ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით. 11. ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზებული, ასევე იურიდიული პირების მეშვეობით სარეალიზაციო ფასეულობის გაცემის პროცედურები რეგულირდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით.