დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №65
2023 წლის 24 ნოემბერი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ , გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს მეორე ქუჩის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17 ).
საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური