⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.09.2013)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.03.2005
ძალის დაკარგვა 04.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/103
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.158
გამოქვეყნების წყარო სსმ, 34, 25/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,471 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.03.2005 მიღება
04.09.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:20.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:70.9pt 56.7pt 49.65pt 81.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.158 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/103 2005 წლის 17 მარტი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული    პირის – თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 ივნისის №216 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. გაბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდგომში – თეატრი), როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და ამ დებულების საფუძველზე დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით საქმიანობას. 2. თეატრი წარმოადგენს სტაციონარულ სარეპერტუარო, პროფესიულ დრამატულ სახელმწიფო თეატრს, რომელსაც გააჩნია მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობა, ჰყავს მუდმივმოქმედი თეატრალური დასი, რომლის უშუალო მონაწილეობით იდგმება თეატრალური ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები თუ სხვა სახის სცენური წარმოდგენები (სპექტაკლები). თეატრის დამფუძნებელია სახელმწიფო. 3. თეატრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს სახელმწიფოს მიერ გადაცემული განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, შტამპი, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 4. თეატრს შეუძლია თავისი სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულება-გარიგებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 5 თეატრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 6. თეატრის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №1.     მუხლი 2🔗. თეატრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი თეატრის ძირითად მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, მათი მეშვეობით თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა და მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა. სასცენო ხელოვნების მეშვეობით სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა, თეატრალური ხელოვნების განვითარება, ტრადიციების აღორძინება და ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საქართველოს თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება.     მუხლი 3🔗. თეატრის უფლება-მოვალეობანი 1. თეატრს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს: ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებითი მიმართულებების არჩევაში, ასევე რეპერტუარის შერჩევის, სპექტაკლის საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის; ბ) ისარგებლოს თავის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შესრულებული სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ყველა ფორმა, გადასცეს ამ სპექტაკლის დადგმის უფლება სხვა თეატრებს, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გასცეს თანხმობა (რეჟისორის ან სპექტაკლის ავტორის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემისა, მისი ყველა ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; გ) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან. დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე თეატრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა განხორციელებას; ე) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მისი ღირებულება; ვ) შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს თეატრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ორგანიზება გაუწიოს მსახიობთა გაცვლას და სხვა პროექტების განხორციელებას საზღვარგარეთის ქვეყნებთან; ზ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით გახსნას და დააფინანსოს მის სტრუქტურაში შემავალი ფილიალები; თ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე თეატრის დებულების შესაბამისად. 2. თეატრს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) მოახდინოს უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. თეატრი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ,,კულტურის შესახებ”, ,,საქართველოს თეატრების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად; ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი სახელშეკრულებო (საკონტრაქტო) საფუძველზე; გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები; დ) დაიცვას თეატრის მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები.     მუხლი 4🔗. თეატრის მართვა 1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, ,,საქართველოს თეატრების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად. 2. თეატრი შედგება თეატრის ხელმძღვანელობის, თეატრის სამხატვრო საბჭოს, თეატრალური დასისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისაგან. 3. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს (ხელშეკრულების საფუძველზე) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი; 4. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ა) არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია თეატრის მოღვაწეობასა და შემოქმედებით საქმიანობაზე; ბ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით უხელმძღვანელოს სათათბირო ორგანოს – სამხატვრო საბჭოს (რომელსაც ირჩევს თეატრალური დასი); გ) წყვეტს შემოქმედებითი პერსონალის მოწვევა-გათავისუფლების საკითხს საქართველოს შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და თეატრის დებულების შესაბამისად. 5. თეატრის დირექტორს (ხელშეკრულების საფუძველზე) თანამდებობაზე ნიშნავს და ათვისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით; 6. თეატრის დირექტორი: ა) წარმართავს თეატრის ორგანიზაციულ, ფინანსურ, სამეურნეო და ადმინისტრაციულ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე; ბ) მინდობილობის გარეშე წამოადგენს თეატრს და თეატრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელს აწერს საბანკო დოკუმენტებს, ბანკებში ხსნის და აუქმებს საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, დებს ხელშეკრულებებს, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, საკონტრაქტო სისტემის საფუძველზე ახორციელებს თეატრის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის მიღებისა და გათავისუფლების საკითხს, უფლებამოსილია დანიშნოს რწმუნებულები და გასცეს მინდობილობები თეატრის ინტერესებიდან გამომდინარე; გ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს შემოქმედებით პერსონალთან დაკავშირებულ საკონტრაქტო პირობებს; დ) ადგენს თეატრის წლიურ ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს; ე) თეატრის დირექტორის გადაწყვეტილებანი შესასრულებლად სავალდებულოა თეატრის მთელი შრომითი კოლექტივისათვის.     მუხლი 5🔗. თეატრის ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა 1. თეატრის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, დანადგარ-მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომელიც თეატრს გადაცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თეატრს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგოს კანონით ნებადართული დამხმარე სამეურნეო (კომერციული) საქმიანობის განხორციელების შედეგად დარჩენილი შემოსავლები, რომლებიც მთლიანად ხმარდება თეატრს, მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ. 3. თეატრის ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.     მუხლი 6🔗. თეატრის დაფინანსების წყაროები 1. თეატრის დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებანი (სუბსიდიის და სხვა მიზნობრივი ასიგნებების სახით); ბ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები; გ) საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები; დ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება სპექტაკლების გადაღებით, მათი კინო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციათა კომერციული მიზნებით გამოყენებით; ე) შემოსავლები, რომლებიც მიიღება თეატრის მიერ სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებზე კულტურული მომსახურების გაწევით; ვ) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების გრანტები და შემოწირულობები; ზ) სამეურნეო-კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; თ) სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. 2. თეატრი აყალიბებს შემდეგ ფონდებს: ა) მატერიალური წახალისების ფონდი; ბ) შემოქმედებითი-საწარმოო განვითარების ფონდი.     მუხლი 7🔗. თეატრის სახელმწიფო კონტროლი 1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.     მუხლი 8🔗. საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი 1. თეატრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 2. თეატრი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს, აწარმოებს საბუღალტრო ოპერატიულ და სტატისტიკურ აღრიცხვას და დადგენილ ვადებში დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 3. თეატრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 9🔗. თეატრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია თეატრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებები შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.