,,2009-2010 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“
მიღების თარიღი 25.12.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №254
სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.10.003.001.198
გამოქვეყნების წყარო სსმ, 186, 30/12/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2008 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,2009-2010 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 44.95pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №254
2008 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
2009-2010 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗. სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის მიზნით „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 81-ე მუხლის მე-2, 21 და მე-3 პუნქტების, 88-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. 2009-2010 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობები განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) მაქსიმალური ოდენობა – 2250 ლარი;
ბ) საშუალო ოდენობა:
ბ.ა) – 2000 ლარი;
ბ.ბ) – 1750 ლარი;
ბ.გ) – 1500 ლარი;
ბ.დ) – 1250 ლარი;
გ) მინიმალური ოდენობა – 1000 ლარი.
2. თუ სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
3. 2009-2010 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დასაფინანსებლად განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) მაქსიმალური ოდენობა – სწავლის საფასურის 70 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 1575 ლარისა;
ბ) საშუალო ოდენობა – სწავლის საფასურის 50 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 1125 ლარისა;
გ) მინიმალური ოდენობა – სწავლის საფასურის 30 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 675 ლარისა.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცულობა განისაზღვროს 10 632 000 (ათი მილიონ ექვსას ოცდათორმეტი ათასი) ლარით.
5. სრული და ნაწილობრივი ოდენობის გრანტები აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის გაიცემა 8 970 000 (რვა მილიონ ცხრაას სამოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში შემდეგი ოდენობებით:
ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის (100 პროცენტი) დაფინანსებისათვის – 2 250 000 (ორი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით (70 პროცენტი) დაფინანსებისათვის – 2 250 000 (ორი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობით (50 პროცენტი) დაფინანსებისათვის – 2 250 000 (ორი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
დ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობით (30 პროცენტი) დაფინანსებისათვის – 2 220 000 (ორი მილიონ ორას ოცი ათასი) ლარი.
6. სრული და ნაწილობრივი ოდენობის გრანტები უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად გაიცემა 360 000 (სამას სამოცი ათასი) ლარის ფარგლებში შემდეგი ოდენობებით:
ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის (100 პროცენტი) დაფინანსებისათვის – 67 500 (სამოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი;
ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობით (70 პროცენტი) დაფინანსებისათვის – 67 500 (სამოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი;
გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობით (50 პროცენტი) დაფინანსებისათვის – 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
დ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობით (30 პროცენტი) დაფინანსებისათვის – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
7. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა სოციალური პროგრამით დაფინანსება შეადგენს 975 000 (ცხრაას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარს.
8. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება შეადგენს – 195 000 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარს, რომელიც გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად.
9. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომლებმაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობებისათვის გამოყოფილი თანხა – განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში სრული გრანტისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი გრანტის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას.
10. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა – განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ნაწილობრივი გრანტის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი გრანტის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას.
11. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა – განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, ნაწილობრივი გრანტის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი გრანტის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას.
12. ის აბიტურიენტები, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.
13. სტუდენტების დაფინანსება, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას, მოპოვებული ქულების მიხედვით ამ დადგენილების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებით დადგენილი წესით, დაფინანსდებიან 132 000 (ას ოცდათორმეტი ათასი) ლარის ფარგლებში შემდეგ ოდენობათა დაცვით:
ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;
ბ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;
გ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის საშუალო ოდენობა – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;
დ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიმალური ოდენობა – 42 000 (ორმოცდაორი ათასი) ლარი.
მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი