„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 3 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.102.016216
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2023 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 3 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლისა 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 3 თებერვლის №3 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 03/02/2023; 010250050.35.102.016207) დამტკიცებული წესის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. 2006-2023 წლებში დაბადებული დევნილი ბავშვების, ომში დაღუპული პირის ოჯახის, ხანდაზმული პირის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (შშმპ), მარტოხელა პენსიონერის დახმარება

1. ერთჯერად    დახმარებას    (სასაჩუქრე    ბარათი)      მიიღებენ      აჟარის      (ზემო     აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარები:

ა) ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 2006-2023 წლებში დაბადებული ბავშვები.

ა.ა) 1 -2 ბავშვის შემთხვევაში –  1 სასაჩუქრე ბარათი;

ა.ბ) 3-4 ბავშვის შემთხვევაში –  2 სასაჩუქრე ბარათი;

ა.გ) 5-6 ბავშვის შემთხვევაში –  3 სასაჩუქრე ბარათი;

ა.დ) 7 და მეტი ბავშვის შემთხვევაში –  4 სასაჩუქრე ბარათი;

ბ) ომში დაღუპული პირის ოჯახი –  1 სასაჩუქრე ბარათი;

გ) ხანდაზმული პირი –  1 სასაჩუქრე ბარათი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ)  –  1 სასაჩუქრე ბარათი;

ე) მარტოხელა პენსიონერი – 1 სასაჩუქრე ბარათი.

2. იმ შემთხვევაში, თუ სასაჩუქრე ბარათის მიმღები პირი აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულიდან ორ ან ორზე მეტ კატეგორიას, ბენეფიციარს ეძლევა მხოლოდ 1 სასაჩუქრე ბარათი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებში შემავალი ოჯახის წევრები ასევე აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილი სხვა კატეგორიებიდან ერთ-ერთს მაინც, მათ გადაეცემათ დამატებით 1 სასაჩუქრე ბარათი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება შესაბამისი კატეგორიებით გათვალისწინებულ ოჯახებს/პირებს გაეწევათ საახალწლოდ, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.

4. თითოეული სასაჩუქრე ბარათის ღირებულება იქნება არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა.

5. დახმარების გადაცემა განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი