საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუსთავის" დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 17.03.2005
ძალის დაკარგვა 20.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/106
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.167
გამოქვეყნების წყარო სსმ, 34, 25/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 07.03.2019
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 07.03.2018
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუსთავის" დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.167
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/106
2005 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,რუსთავის” დებულების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,რუსთავის” შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 ნოემბრის №523 ბრძანებულების მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,რუსთავის” დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,რუსთავის”
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,რუსთავი” (შემდგომში – ანსამბლი) წარმოადგენს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის” შესახებ საქართველოს კანონითა და სახელმწიფო ქონების განცალკევების (უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემული) გზით შექმნილ შემოქმედებით დაწესებულებას.
2. ანსამბლის სრული სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,რუსთავი”.
3. ანსამბლს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, შტამპი, ანგარიშსწორების და სხვა ანგარიშები როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
4. ანსამბლს უფლება აქვს განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები და გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.
5. ანსამბლის იურიდიული მისამართია: ქ. რუსთავი, მე-12 მკ/რ.
მუხლი 2🔗. ანსამბლის მიზნები, საქმიანობის საგანი და უფლება-მოვალეობები
1. ანსამბლის ძირითადი მიზანია ქართული ხალხური ფოლკლორის პოპულარიზაცია.
2. ანსამბლის საქმიანობის საგანია:
ა) ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის /ფოლკლორის/ შენარჩუნება, მოძიება, კვლევა, მისი შესწავლა და შესრულება;
ბ) საკონცერტო საქმიანობის განხორციელება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
გ) ქართული ხალხური ხელოვნების პოპულარიზაცია.
3. ანსამბლს უფლება აქვს:
ა) წარმართოს შემოქმედებითი, სამეურნეო და კომერციული საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), რომელიც ემსახურება წინამდებარე დებულების ძირითადი მიზნის მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
ბ) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებით მიმართულებათა არჩევაში, რეპერტუარის შერჩევის, საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის;
გ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი პროდუქციით ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გასცეს თანხმობა საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ;
დ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს დამხმარე სახის სამეურნეო-კომერციული საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს ანსამბლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ანსამბლის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა და დამოუკიდებლად წარმართოს ეკონომიკური საქმიანობა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;
ზ) შეიმუშაოს ანსამბლის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს ანსამბლში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს შემოქმედებითი კადრების გაცვლასა და სხვა პროექტების განხორციელებას საზღვარგარეთის ქვეყნებთან;
თ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით გახსნას და დააფინანსოს თავის სტრუქტურაში შემავალი ფილიალები ან წარმომადგენლობები;
ი) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ანსამბლის დებულების შესაბამისად.
4. ანსამბლს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ანსამბლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ანსამბლის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
6. ანსამბლი ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოს შრომის კანონმდებლობის საფუძველზე;
გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები;
დ) დაიცვას ანსამბლის მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები.
მუხლი 3🔗. ანსამბლის მართვა
1. ანსამბლის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
2. ანსამბლს ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი.
3. სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
4. დირექტორს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამხატვრო ხელმძღვანელი.
5. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა) ახორციელებს ანსამბლის შემოქმედებით ხელმძღვანელობას, მასვე ეკისრება ანსამბლის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ანსამბლს ყველა ინსტანციაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
დ) ამტკიცებს ანსამბლის სტრუქტურასა და შინაგანაწესს;
ე) უზრუნველყოფს ანსამბლის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს;
ვ) ადგენს ანსამბლის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას.
6. ანსამბლის დირექტორი სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით:
ა) დებს გარიგებებს, დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;
ბ) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად წარმართავს ანსამბლის შრომით ურთიერთობებს; დებს შრომით ხელშეკრულებებს ანსამბლის შემოქმედებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალთან;
გ) აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობებს.
7. სამხატვრო ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორი.
მუხლი 4🔗. ანსამბლის ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა
1. ანსამბლის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, დანადგარ-მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომლებიც ანსამბლს გადაცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ანსამბლს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს კანონით ნებადართული სამეურნეო (კომერციული) საქმიანობის განხორციელების შედეგად დარჩენილი შემოსავლები, ასევე ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული შემოსავალი, რომლებიც მთლიანად ხმარდება ანსამბლს, მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ.
3. ანსამბლის ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.
მუხლი 5🔗. ანსამბლის სახელმწიფო კონტროლი
1. ანსამბლის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ანსამბლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. ანსამბლს უფლება აქვს ზემდგომ ორგანოში გაასაჩივროს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უკანონო ქმედება.
მუხლი 6🔗. ანსამბლის დაფინანსების წყაროები
1. ანსამბლის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ბილეთების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები;
გ) საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
დ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კონცერტების გადაღებით, მათი კინო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციითა და კომერციული მიზნით გამოყენების შედეგად;
ე) შემოსავლები, რომლებიც მიიღება ანსამბლის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის კულტურული მომსახურების გაწევით;
ვ) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების გრანტები და შემოწირულობები;
ზ) სამეურნეო-კომერციული საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
თ) სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი
1. ანსამბლის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. ანსამბლი წლის დასაწყისში ადგენს წლიურ ბალანსს, აწარმოებს საბუღალტრო ოპერატიულ და სტატისტიკურ აღრიცხვას და დადგენილ ვადებში დასამტკიცებლად წარუდგენს მაკონტროლებელ ორგანოს.
მუხლი 8🔗. ანსამბლის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია
ანსამბლის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებები შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.