„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„51. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის მიერ ამ კანონის ან/და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული დანამატის, ფულადი ჯილდოს, სხვა დამატებითი ანაზღაურების ოდენობაზე ვრცელდება ამ კანონის 26-ე–28-ე მუხლებით დადგენილი ზღვრული ოდენობები, გარდა ამავე კანონით განსაზღვრული საკლასო დანამატისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პუნქტით გათვალისწინებული პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის მიერ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები (მათ შორის, ნამსახურები წლები) და დანამატის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს გენერალური პროკურორის სათანადო ნორმატიული აქტით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 30 ნოემბერი 2023 წ. N3886-XIIIმს-Xმპ |