,,წარმოების ტოქსიკური ნარჩენებითა და რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სხვა დანიშნულების მიწების კონსერვაციის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 18.03.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 360.090.000.22.023.007.172
გამოქვეყნების წყარო სსმ, 35, 28/03/2005
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.03.2005 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,,წარმოების ტოქსიკური ნარჩენებითა და რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სხვა დანიშნულების მიწების კონსერვაციის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:3.8pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:67.5pt 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.090.000.22.023.007.172
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №36
2005 წლის 18 მარტი
თბილისი
,,წარმოების ტოქსიკური ნარჩენებითა და რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სხვა დანიშნულების მიწების კონსერვაციის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
,,ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს 2003 წლის 3 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 2003 წელი, №14) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება ,,წარმოების ტოქსიკური ნარჩენებითა და რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სხვა დანიშნულების მიწების კონსერვაციის შესახებ”.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
დებულება
წარმოების ტოქსიკური ნარჩენებითა და რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სხვა მიწების კონსერვაციის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ,,წარმოების ტოქსიკური ნარჩენებითა და რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სხვა მიწების კონსერვაციის შესახებ” დებულება შემუშავებულია ,,ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის საფუძველზე.
2. ეს დებულება ეფუძნება ,,ნიადაგის დაცვის შესახებ”, ,,ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ”, ,,წყლის შესახებ”, ,,წიაღის შესახებ”, ,,პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ”, ,,მიწის მელიორაციის შესახებ”, ,,დაცული ტერიტორიების შესახებ”, ,,ტყის კოდექსის შესახებ” საქართველოს კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს.
თავი II
დებულების მიზანი
მუხლი 2🔗. დებულების მიზნები
ამ დებულების მიზნებია:
1. ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოების ტოქსიკური ნარჩენებითა და რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სხვა მიწების (შემდგომში – ნიადაგები (მიწები) კონსერვაცია და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესება.
2. საშიში ნივთიერებებით, მრეწველობის ტოქსიკური (სახიფათო) და სხვა სახის ნარჩენებით, მრეწველობის ჩამდინარე ტოქსიკური წყლებითა და რადიონუკლიდებით დაბინძურებული, აგრეთვე ბუნებრივი მოვლენების შედეგად დეგრადირებული ფართობების დროული გამოვლენა, მათი კონსერვაცია და ბიოლოგიური თვისებებისა და ეკონომიკური მაჩვენებლების აღდგენა.
3. დაკონსერვებული ნიადაგების (მიწების) რეაბილიტაციის ღონისძიებების, ნორმების, შეზღუდვების და აკრძალვების სამუშაოების განხორციელებისა, და მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრა-გამოყენება.
თავი III
ძირითადი დებულებანი
მუხლი 3🔗. დებულების მოქმედების სფერო
1. დებულება ადგენს ფიზიკური და იურიდიული პირის სამეურნეო საქმიანობის შედეგად საშიში ნივთიერებებით (მათ შორის ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით), მრეწველობის ტოქსიკური (სახიფათო) ნარჩენებით, მძიმე ლითონებით, ნიადაგში ნარჩენი პესტიციდებით, მრეწველობის ჩამდინარე ტოქსიკური წყლებითა და რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული და ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების შედეგად დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სხვა დანიშნულების მიწების კონსერვაციის წესებს, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლების მიზნით.
2. ამ დებულებისათვის განმარტებებს აქვს იგივე მნიშვნელობები, რაც მოცემულია ,,ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს კანონში.
3. დეგრადირებულად ჩაითვლება ის ნიადაგები (მიწები), რომლებზეც ანთროპოგენური ან ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად მიმდინარეობს ნიადაგების მდგომარეობის ცვლილებების მდგრადი ნეგატიური პროცესები.
4. ნიადაგის კონსერვაცია ან მისი დროებითი სამეურნეო ბრუნვიდან ამოღება ხორციელდება ნიადაგის დეგრადაციის პროცესების განვითარების თავიდან აცილების ან აღმოფხვრის, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენისა და მისი შემდგომი სამეურნეო ბრუნვაში დაბრუნებისა და დაბინძურებული ტერიტორიების რეაბილიტაციის მიზნით.
5. დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების და სხვა მიწების დაბინძურების ხარისხის აღდგენა, ნიადაგის კონსერვაციის ხერხების გამოყენება შესაძლებელია შეიცვალოს ნიადაგის (მიწის) მიზნობრივი დანიშნულების შეცვლით.
6. ნიადაგის კონსერვაციას ექვემდებარება:
ა) ძლიერ ეროზირებული, ძლიერ დამლაშებული, ძლიერ დაჭაობებული (დატბორვის შედეგად ან ეკოლოგიური მოთხოვნების დარღვევით) სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და სხვა დანიშნულების მიწები დეგრადირებული, დიდი ხარისხით გაუდაბნოების მიდრეკილების ნიადაგი, ნარჩენი პესტიციდებითა და მინერალური სასუქებით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შედეგად დარჩენილი ზედაპირული ღრმულები, ძლიერ დარღვეული ნიადაგურ-მცენარეული საფარის საძოვრები, როცა ნიადაგის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას აღნიშნულ დეგრადაციის ნიშნებს მივყევართ ნიადაგის მდგომარეობის და ეკოლოგიური პირობების გაუარესებისაკენ;
ბ) საშიში ნივთიერებებით, სამრეწველო ტოქსიკური (სახიფათო) და სხვადასხვა სახის ნარჩენებით, მრეწველობის ჩამდინარე ტოქსიკური წყლებით, ნარჩენი პესტიციდებითა და აგროქიმიკატებით (მათ შორის ნარჩენი პესტიციდები) ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე და რადიონუკლიდებით ზღვრულად დასაშვებ დონეზე ზევით დაბინძურებული ნიადაგები.
7. დეგრადირებული და დაბინძურებული ნიადაგების (მიწების) გამოკვლევების დროს დგინდება მათი ადგილმდებარეობა და ფართობი, სავარგულების შემადგენლობა, ნიადაგის ხარისხობრივი მდგომარეობა, მათი ცვლილებების დინამიკა უკანასკნელი 5-10 წლის მონაცემების მიხედვით (თუ ასეთი მონაცემები არსებობს) და დეგრადაციისა და ნიადაგების დაბინძურების გამომწვევი მიზეზები.
8. საშიში ნივთიერებებით, სამრეწველო ტოქსიკური (სახიფათო) და სხვადასხვა სახის ნარჩენებით, მრეწველობის ჩამდინარე ტოქსიკური წყლებით, ნარჩენი პესტიციდებითა და აგროქიმიკატებით და რადიონუკლიდებით დეგრადირებული და დაბინძურებული ნიადაგების (მიწების) გამოვლენას, გამოკვლევას განახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
9. გამოკვლევების შედეგების საფუძველზე დგება რუკები, კარტოგრამები და ცხრილები დეგრადაციის ხარისხის და ნიადაგის დაბინძურების სახეობისა და ხარისხის მიხედვით, ასევე მზადდება დასკვნები მათი შემდგომი გამოყენების მიზნით (დასკვნები შეიძლება მომზადებულ იქნეს: მიწის გამოყენების სპეციალური რეჟიმის შემოღებაზე, მათი მიზნობრივი დანიშნულების შეცვლაზე, რეკომენდებულია კონსერვაციის ვადაზე და დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და დაბინძურებული მიწების აღდგენის ნაყოფიერების ღონისძიებების მიხედვით და სხვა.).
მუხლი 4🔗. საშიში ნივთიერებებით, მრეწველობის ტოქსიკური (სახიფათო) ნარჩენებითა და რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად დეგრადირებული ნიადაგის (მიწის) კონსერევაცია და ნიადაგის აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებები
1. ფიზიკური და იურიდიული პირი ვისი ბრალითაც მოხდა ნიადაგის (მიწის) დაბინძურება-დეგრადაცია, ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ შეატყობინოს მომხდარი ტექნოგენური ნეგატიური მდგომარეობის შესახებ, ადგილობრივ მმართველობით ორგანოებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, რომლებიც ერთობლივად დასახავენ და განახორციელებენ დეგრადირებული მიწების ბიოლოგიური და ეკონომიკური მაჩვენებლების აღდგენის ღონისძიებებს;
ბ) უზრუნველყოს საშიში და რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ნიადაგის (მიწის) ფართობის დადგენა, დაბინძურებული ფენის მოხსნა (თუ ასეთი საჭიროება მოითხოვს), მისი განთავსება, დამარხვა ნებადართულ სპეციალურ ადგილებში ან მოახდინოს მისი გაუვნებელყოფა, ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო აღმასრულებელი ორგანოების შეთანხმებით;
გ) ჩაატაროს მიწის რეკულტივაცია (ტექნიკური, ბიოლოგიური) პროექტის მიხედვით და აღადგინოს ნიადაგის საფარის მთლიანობა, აგროქიმიური ხარისხობრივი მაჩვენებლები მიახლოებით თავის პირვანდელ მდგომარეობამდე.
2. სასარგებლო წიაღისეულის და საშენი მასალების, ღია ან მიწისქვეშა დამუშავების შედეგად, წიაღით მოსარგებლე ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია ჩაატაროს დეგრადირებული ნიადაგების (მიწების) რეკულტივაცია (ტექნიკური, ბიოლოგიური) და უზრუნველყოს პროდუქტიული და დაბინძურებული ნიადაგის (მიწის) ფენების და ტოქსიკური ქანების ცალ-ცალკე განთავსება უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვება ფორმა №1-01-ის მიხედვით, თანახმად საქარველოს კანონის ,,წიაღის შესახებ”.
3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ან სხვა მიწების რადიონუკლიდებით დაბინძურების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს რადიომეტრული გაზომვები დაბინძურების სიმკვრივეზე, შედგეს რადიონუკლიდური კარტოგრამა და მის მიხედვით ჩატარდეს რადიოეკოლოგიური სარეაბილიტაციო ღონისძიებები. უნდა განხორციელდეს რადიონუკლიდებით დაბინძურებული ნიადაგების (მიწების) განზავება, აგროტექნიკური, აგროქიმიური და ტექნიკური მეთოდების გამოყენებით, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული სამსახური და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
4. როდესაც გამოსხივების წყარო წარმოადგენს წერტილოვან ან წვრილ დისპერსული ლოკალური გავრცელების რადიონუკლოიდურ ლაქას, ასეთ შემთხვევაში წერტილოვანი წყაროს აქტივობის შესუსტება შესაძლებელია ადგილზე ლოკალური დაბეტონებით (რომელიმე შენობაში განლაგებული) ან განთავსდეს სპეციალურ გამოყოფილ ადგილას ან სამარხში (რადიონუკლიდებით დაბინძურების იმ შემთხვევაში, როცა დაბინძურების სიმკვრივე 80 კიურიზე მეტია კვადრატულ კილომეტრზე მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ხდება დაბინძურებული სავარგულების კონსერვაცია. ამ ტერიტორიაზე იკრძალება შესვლა).
მუხლი 5🔗. ბუნებრივი სტიქიური მოვლენების შედეგად ნიადაგის (მიწის) კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებები
1. ბუნებრივი სტიქიური მოვლენების შედეგად ნიადაგის (მიწის) კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებებია:
ა) დეგრადირებული ნიადაგების ბიოლოგიური თვისებებისა და ეკონომიკური მაჩვენებლების აღდგენა;
ბ) ნიადაგის დაცვა სტიქიური მოვლენებისაგან (წყალდიდობა, წყალმოვარდნა, ღვარცოფი, ზვავი, მეწყერი და სხვა) და ეროზიის პროცესებისაგან;
გ) მდინარეთა ნაპირების, ზღვის სანაპირო ზონის, აბრაზიის და სხვა უარყოფითი პროცესებისაგან დაცვა;
დ) ეროზიის გავრცელების ადგილებში გატყევების, მინდორსაცავი ზოლების აღდგენა-განაშენებისა და სხვა აგროტექნიკური და საინჟინრო მეთოდების გამოყენება;
ე) ეროზირებულ და ნაკლებპროდუქტიულ ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების მიზნით ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შეტანა;
ვ) სათიბ-საძოვრების ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების, მცენარეული საფარის გაუმჯობესებისა და კულტურულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება.
თავი IV
ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებათა დაფინანსება
მუხლი 6🔗. ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებათა დაფინანსება
1. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობამ გამოიწვია ნიადაგების (მიწების) დაბინძურება-დეგრადაცია მისი კონსრვაცია და აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებების ჩატარება ხორციელდება ფიზიკურ ან იურიდიული პირის ხარჯზე.
2. ბუნებრივი ნეგატიური პროცესების შედეგად დეგრადირებული ნიადაგების (მიწების) კონსერვაცია და მათი ნაყოფიერების აღდგენის სამუშაოები ფინანსირდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან, მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად.
თავი V
კონტროლი და პასუხისმგებლობა დეგრადირებული ნიადაგის კონსერვაციის ვალდებულებების შესრულებაზე
მუხლი 7🔗. კონტროლი და პასუხისმგებლობა დეგრადირებული ნიადაგის კონსერვაციის ვალდებულებების შესრულებაზე
წარმოების ტოქსიკური ნარჩენებითა და რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული და დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სხვა დანიშნულების მიწების კონსერვაციასა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში ღონისძიებების შემუშავება-ჩატარებას და ერთიანი სახელმწიფო მართვას ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შეეხება ადგილობრივ მმართველობით ორგანოებს ისინი აწარმოებენ დაბინძურებული და დეგრადირებული მიწების კონსერვაციის ინვენტარიზაციას, უზრუნველყოფენ მათ დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის, ნიადაგების დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტას საქართველოს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VI
დასკვნითი ნაწილი
მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებები და დამატებები შედის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.