მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნულ სააგენტოსა (NARD) და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.12.2023
გამომცემი ორგანო საუკეთესო (5)
ნომერი №133/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018388
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.12.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (23)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 0 | ცუდი |
| 1 | სუსტი |
| 2 | საშუალო |
| 3 | კარგი |
| 4 | ძალიან კარგი |
| 5 | საუკეთესო |
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| საუკეთესო (5) | ძალიან კარგი(4) |
| კრიტერიუმი | აღწერა |
| ქულა | შეფასება |
| კრიტერიუმები და განმარტებები | ცუდი |
| ქულების ჯამი: | 50 |
| შეფასების კრიტერიუმები და ქვეკრიტერიუმები | ქულები |
| 0 ცუდი | 1 სუსტი |
| სამეცნიერო ღირებულება | მინიმუმ 0, მაქსიმუმ 20 ქულა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტისა (SC) და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნულ სააგენტოსა (NARD) და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№133/ნ
2023 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნულ სააგენტოსა (NARD) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნულ სააგენტოსა (NARD) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი
დანართი
მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნულ სააგენტოსა (NARD) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. მოლდოვას რესპუბლიკის (შემდგომ – მოლდოვა) კვლევისა და განვითარების ეროვნულ სააგენტოსა (NARD) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომ – ფონდი) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება (შემდგომ – დებულება) აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და პროექტების განხორციელების მონიტორინგის წესს.
2. კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოსა და მოლდოვას შორის თანამშრომლობის გაღრმავება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ორი ქვეყნის მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი მობილობისა, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელების გზით.
3. კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას:
ა) ერთობლივი კვლევითი პროექტების განსახორციელებლად;
ბ) მეცნიერთა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტების განსახორციელებლად;
გ) ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების განსახორციელებლად.
4. კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს და ქვემიმართულებებს:
ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
ა.ა) მათემატიკა;
ა.ბ) კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები;
ა.გ) ფიზიკური მეცნიერებები;
ა.დ) ქიმიური მეცნიერებები;
ა.ე) დედამიწის და მათთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები;
ა.ვ) ბიოლოგიური მეცნიერებები;
ა.ზ) სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები:
ბ.ა) სამოქალაქო ინჟინერია;
ბ.ბ) ელექტროინჟინერია, ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო ინჟინერია;
ბ.გ) მექანიკური ინჟინერია;
ბ.დ) ქიმიური ტექნოლოგია;
ბ.ე) მასალათა ტექნოლოგია;
ბ.ვ) სამედიცინო ტექნოლოგია;
ბ.ზ) გარემოს შემსწავლელი ინჟინერია;
ბ.თ) ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია;
ბ.ი) სამრეწველო ბიოტექნოლოგია;
ბ.კ) ნანოტექნოლოგია;
ბ.ლ) სხვა საინჟინრო ტექნოლოგიები.
გ) სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები:
გ.ა) ფუნდამენტური მედიცინა;
გ.ბ) კლინიკური მედიცინა;
გ.გ) ჯანმრთელობის მეცნიერებანი;
გ.დ) სამედიცინო ბიოტექნოლოგია;
გ.ე) მედიცინის სხვა დარგები.
დ) აგრარული(სოფლის მეურნეობის) მეცნიერებები:
დ.ა) სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა;
დ.ბ) მეცხოველეობა და მერძევეობა;
დ.გ) ვეტერინარული მეცნიერებანი;
დ.დ) სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგიები;
დ.ე) სხვა აგრარული მეცნიერებები.
ე) სოციალური მეცნიერებები:
ე.ა) ფსიქოლოგია;
ე.ბ) ეკონომიკა და ბიზნესი;
ე.გ) განათლების მეცნიერებანი;
ე.დ) სოციოლოგია;
ე.ე) სამართალი;
ე.ვ) პოლიტიკური მეცნიერებები;
ე.ზ) სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია;
ე.თ) მედია და კომუნიკაცია;
ე.ი) სხვა სოციალური მეცნიერებები.
ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები:
ვ.ა) ისტორია და არქეოლოგია;
ვ.ბ) ენები და ლიტერატურა;
ვ.გ) ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია;
ვ.დ) ხელოვნება (ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, საშემსრულებლო ხელოვნება, მუსიკა);
ვ.ე) სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები.
5. NARD-თან შეთანხმებით ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია შერჩევით გამოცხადდეს საგრანტო კონკურსი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიებებისათვის.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ახალგაზრდა მეცნიერი – პირი ძირითადი პერსონალიდან, რომელსაც აქვს მინიჭებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წელი, ასევე დოქტორანტი, მაგისტრი და მაგისტრანტი;
ბ) გენერალური დირექტორი – ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
გ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამარჯვებული და დაფინანსებული პროექტის ძირითადი პერსონალი – მეცნიერთა ჯგუფის წევრები, ხოლო ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაფინანსებისათვის – ფიზიკური პირი;
დ) დამოუკიდებელი ექსპერტი (შემდგომ – ექსპერტი) − პირი, რომელიც აფასებს კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტს;
ე) დამხმარე პერსონალი – ძირითადი პერსონალის გარდა, პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ეხმარება/ეხმარებიან ძირითად პერსონალს ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში;
ვ) თანადამფინანსებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ფონდთან ერთად აფინანსებს პროექტს;
ზ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული გრანტი მიმღების მიერ პროექტისთვის გახსნილი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;
თ) ერთობლივი კვლევითი პროექტი – დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის მიერ მოლდოვას მეცნიერთა ჯგუფთან თანამშრომლობით ერთობლივი კვლევითი პროექტის განსახორციელებლად ფონდში წარდგენილი განაცხადი;
ი) ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტი – დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის მიერ მოლდოვას მეცნიერთა ჯგუფთან თანამშრომლობით ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტის განსახორციელებლად ფონდში წარდგენილი განაცხადი;
კ) პროექტი – ერთობლივი კვლევითი პროექტი, ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტი და მეცნიერთა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტი;
ლ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით;
მ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები − პროექტების შესაფასებლად ექსპერტებისა და კომისიისათვის განსაზღვრული, ამ დებულებით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით;
ნ) პროექტის ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, პირი პროექტის ძირითადი პერსონალის შემადგენლობიდან, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე, კოორდინაციას უწევს მეცნიერთა ჯგუფის მუშაობას, ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია პროექტის მენეჯმენტსა და საორგანიზაციო საქმეებზე; მეცნიერთა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტს არ ჰყავს პროექტის ხელმძღვანელი;
ო) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს;
პ) საბოლოო ანგარიში – საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან ფონდში წარმოდგენილ საბოლოო პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს;
ჟ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი − საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა;
რ) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;
ს) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;
ტ) ფონდი – სსიპ –შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
უ) შუალედური ანგარიში – საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარმოდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიში;
ფ) ძირითადი პერსონალი/მეცნიერთა ჯგუფი საქართველოდან – გრანტის მიმღები ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ასრულებს/ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს მაგისტრანტი, დოქტორანტი, მაგისტრის ან დოქტორის, ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი; გრანტის მიმღებები შესაძლებელია იყვნენ მეცნიერთა ჯგუფის ის წევრები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები;
ქ) კომისია – საქართველოსა და მოლდოვას ექსპერტებისგან შემდგარი ორი ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აფასებენ კონკურსის ფარგლებში წარდგენილ განაცხადებს;
ღ) საგრანტო ხელშეკრულება − გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
ყ) კონკურსი – ფონდისა და NARD-ის მიერ ერთობლივად ადმინისტრირებული კონკურსი;
შ) მეცნიერთა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტი – დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, მოლდოვას სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში ან/და კვლევით უნივერსიტეტებში საქართველოს მეცნიერის მიერ სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის განსახორციელებლად ფონდში წარდგენილი განაცხადი;
ჩ) NARD – მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტო.
მუხლი 3🔗. კონკურსის ადმინისტრირება
1. საქართველოს მხრიდან კონკურსის სრულ ადმინისტრირებასა და გრანტის გაცემას ახორციელებს ფონდი.
2. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) კონკურსის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და NARD-სა და ფონდს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ოქმით განსაზღვრული პერიოდულობით;
ბ) კონკურსის პროგრამისა და პირობების (ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების, აგრეთვე, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების) დადგენასა და დამტკიცებას გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
გ) საქართველოს მეცნიერთა განაცხადების მიღებას;
დ) კომისიის (საქართველოს ექსპერტთა ჯგუფის) მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას;
ე) საუკეთესო პროექტების გამოვლენას მოლდოვას მხარესთან შეთანხმებით და გამარჯვებული პროექტების დამტკიცებას;
ვ) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი შესრულების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.
3. NARD უზრუნველყოფს:
ა) პროექტების რეგისტრაციას ელექტრონულ ბაზაში;
ბ) კომისიის (მოლდოვას ექსპერტთა ჯგუფის) მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას;
გ) ფონდისა და NARD-ის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე გამარჯვებული პროექტების დამტკიცებას;
დ) დამტკიცებული ერთობლივი პროექტის მონაწილე მოლდოვას მეცნიერთა ჯგუფის დაფინანსებას.
მუხლი 4🔗. სუბიექტები
1. კონკურსში მონაწილეობისა და ერთობლივი კვლევითი პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფს და მოლდოვას მეცნიერთა ჯგუფს ერთობლივად. საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი და მოლდოვას მეცნიერთა ჯგუფი ერთობლივ კვლევით პროექტს წარადგენენ NARD-ის ელექტრონულ ბაზაში ინგლისურ ენაზე, ხოლო შემდეგ, პროექტის ქართულ და ინგლისურ ვერსიებს – ფონდში. შეფასებას დაექვემდებარება მეცნიერთა მიერ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ატვირთული ის საპროექტო წინადადებები, რომლებიც შეესაბამება ერთობლივი კონკურსის პირობებს. ერთობლივი კვლევითი პროექტის წარმდგენ მეცნიერთა ჯგუფს საქართველოდან უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი საქართველოდან, ხოლო მეცნიერთა ჯგუფს მოლდოვადან – პროექტის ხელმძღვანელი მოლდოვადან.
2. კონკურსში მონაწილეობისა და ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფს და მოლდოვას მეცნიერთა ჯგუფს ერთობლივად. საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი და მოლდოვას მეცნიერთა ჯგუფი ერთობლივ ღონისძიების პროექტს წარადგენენ NARD-ის ელექტრონულ ბაზაში ინგლისურ ენაზე, ხოლო შემდეგ, პროექტის ქართულ და ინგლისურ ვერსიებს – ფონდში. შეფასებას დაექვემდებარება მეცნიერთა მიერ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ატვირთული ის საპროექტო წინადადებები, რომლებიც შეესაბამება ერთობლივი კონკურსის პირობებს.
3. კონკურსში მონაწილეობისა და მეცნიერთა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.
მუხლი 5🔗. გრანტის პირობები და ძირითადი ფინანსური მოთხოვნები
1. ერთობლივი კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 36 თვეს (3 წელს).
2. მეცნიერთა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ვიზიტის ერთჯერადი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს.
3. ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.
4. საგრანტო დაფინანსება შეიძლება მოთხოვნილი იყოს შემდეგი სქემით:
ა) საკონკურსოდ წარდგენილი ერთობლივი კვლევითი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს ყოველწლიურად -15,000 ლარს და მთლიანი ოდენობა 45 000 ლარს;
ბ) საკონკურსოდ წარდგენილი მეცნიერთა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ვიზიტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4000 ლარს;
გ) საკონკურსოდ წარდგენილი ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.
5. პროექტი შესაძლებელია წარმოადგენდეს სხვა საერთაშორისო პროექტით გათვალისწინებული კვლევის იმ დაუფინანსებელ ნაწილს, რომელიც საჭიროებს თანადაფინანსებას, ან აღნიშნული კვლევის გაგრძელებას.
6. ერთობლივი კვლევითი პროექტისა და ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტის დაფინანსება ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდებით. ყოველი პერიოდის ბოლოს პროექტის ხელმძღვანელის, მეცნიერთა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტის შემთხვევაში – გრანტის მიმღების მიერ ფონდს წარედგინება ფონდის მიერ დადგენილი ფორმებს მიხედვით პროექტის შესრულების ანგარიში, რომელიც შედგება პროგრამული და ფინანსური ნაწილებისაგან. ყოველი მომდევნო ტრანში გადაირიცხება წინა საანგარიშო პერიოდის შედეგების შესრულების შესახებ ფონდში წარდგენილი ანგარიშების განხილვის აქტის საფუძველზე.
7. პროექტის ფინანსური ანგარიშსწორების საკითხები რეგულირდება ფონდსა და გრანტის მიმღებებს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით.
8. ერთობლივი კვლევითი პროექტისა და ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება მეცნიერთა ჯგუფს, მათ შორის, წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.
9. ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ კონკურსებზე წარდგენილ პროექტებს შესაძლოა ჰყავდეთ თანადამფინანსებელი.
მუხლი 6🔗. პროექტის ბიუჯეტი
1. ერთობლივი კვლევითი პროექტის ბიუჯეტი და ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს:
ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება;
ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება;
გ) მივლინება;
დ) საქონელი და მომსახურება;
ე) ძირითადი აქტივები.
2. მეცნიერთა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს საერთაშორისო მგზავრობის, საცხოვრებლისა და ვიზის, საზღვარგარეთ ყოფნისას ყოველდღიური ხარჯების და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯების ანაზღაურებას გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ჯამური ოდენობის ფარგლებში.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხარჯვითი კატეგორიები განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. გრანტის თანხებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა/იჯარა, შენობა-ნაგებობის კაპიტალური რემონტი/რეკონსტრუქცია, ავტომანქანის/ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მობილური ტელეფონის შეძენა.
მუხლი 7🔗. კონკურსის ეტაპები
კონკურსის ძირითადი ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტების წარდგენა NARD-ის ელექტრონულ ბაზაში (ინგლისურ ენაზე);
გ) ფონდში შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:
გ.ა) NARD-ის ელექტრონულ ბაზაში წარდგენილი სრული პროექტის ინგლისური ვერსია და მისი ქართული თარგმანი;
გ.ბ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
დ) პროექტების შესაბამისობის დადგენა კონკურსის პროგრამასა და პირობებთან;
ე) პროექტების შეფასება კომისიის მიერ;
ვ) კომისიის შეფასებისა და NARD-თან შეთანხმების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცება გენერალური დირექტორის მიერ;
ზ) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
მუხლი 8🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა
1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.
2. ფონდი უფლებამოსილია, კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
მუხლი 9🔗. პროექტის განხილვის პროცესი და შეფასება
1. კონკურსში ცალ-ცალკე ფასდება ერთობლივი კვლევითი პროექტები, მეცნიერთა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტები და ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტები.
2. ერთობლივი კვლევითი პროექტების კონკურსის ფარგლებში შეფასდება მხოლოდ ერთობლივად წარდგენილი პროექტები.
3. დაფინანსდება მხოლოდ ის პროექტები, რომლებიც შერჩეული და დამტკიცებულია ფონდისა და NARD-ის მიერ ერთობლივად.
4. პროექტების განსახილველად კომისიის შემადგენლობასა და მისი მუშაობის წესს ამტკიცებს გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. ფონდი და NARD-ი უზრუნველყოფენ კომისიის მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.
6. ფონდი და NARD-ი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს დარგობრივი ექსპერტები.
7. კომისია პროექტების შეფასებას ახდენს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად, ფონდის მხრიდან რაიმე სახის ჩარევის გარეშე.
8. ფონდი და NARD-ი ადგენენ იმ პროექტების სიას, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და იღებენ გადაწყვეტილებას მათი კონკურსიდან მოხსნის შესახებ.
9. კომისია აფასებს კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფ რეგისტრირებულ პროექტებს ამ დებულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული პროექტების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
10. მეცნიერთა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტისათვის, ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტებისთვის დგება ცალ-ცალკე რანჟირებული სია.
11. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი პროექტები ფონდის მიერ შესაფასებლად გადაეცემა საკონკურსო კომისიას (ქართველ ექსპერტთა ჯგუფს).
12. კომისიის (ქართველ ექსპერტთა ჯგუფის) მიერ შეფასებული პროექტების რანჟირებულ სიას ფონდი უგზავნის NARD -ს.
13. ფონდი NARD-იდან იღებს კომისიის (მოლდოვას ექსპერტთა ჯგუფის) მიერ შეფასებულ პროექტების რანჟირებულ სიას.
14. ფონდისა და NARD-ის მიერ შეფასებული პროექტებიდან ერთობლივი შეთანხმებით შეირჩევა დასაფინანსებელი პროექტები, რომლებსაც ამტკიცებს ფონდის გენერალური დირექტორი.
15. კომისიისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე გენერალური დირექტორი უფლებამოსილია გამოყოს სათადარიგო პროექტები, რომლებიც ჩაენაცვლება გამარჯვებულ პროექტებს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულებთან არ გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება.
16. ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია.
17. კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ, პროექტის ძირითადი პერსონალის მოთხოვნის შემთხვევაში, ფონდი უზრუნველყოფს მათი პროექტის შესახებ კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნების გაცნობას.
მუხლი 10🔗. პროექტთა შეფასების კრიტერიუმები
1. ერთობლივი კვლევითი პროექტების შეფასებას კომისია და ექსპერტები ახორციელებენ შემდეგი წესით:
ა) შეფასების კრიტერიუმები:
ა.ა) პროექტის სამეცნიერო/კვლევითი და ტექნოლოგიური ხარისხი
გთხოვთ, შეაფასოთ საპროექტო წინადადების მეთოდოლოგიური/კონცეპტუალური/თეორიული წვლილი შესაბამის სამეცნიერო დარგში და, ასევე, განსაზღვროთ საპროექტო წინადადების ხარისხი და ინოვაციის პოტენციალი (მკაფიოდ ჩამოყალიბებული კონცეფცია, კვლევის მიზნების ხარისხი).
საუკეთესო (5)
ძალიან კარგი(4)
კარგი (3)
დამაკმაყოფილებელი(2)
სუსტი (1)
ექსპერტის დეტალური კომენტარი პროექტის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ხარისხთან დაკავშირებით
ა.ბ) მეთოდოლოგია
გთხოვთ, შეაფასოთ განაცხადში აღწერილი სამეცნიერო მეთოდოლოგიის ხარისხი და კვლევის დიზაინის ეფექტურობა პროექტის მიზნებისა და კვლევის ამოცანების გათვალისწინებით. ასევე, გთხოვთ, შეაფასოთ კვლევის ტექნიკა (მონაცემთა შეგროვების ხერხები, გამოსაყენებელი ინსტრუმენტები და მონაცემთა ანალიზის მეთოდები), არსებული ლიტერატურის გათვალისწინებით.
საუკეთესო (5)
ძალიან კარგი(4)
კარგი (3)
დამაკმაყოფილებელი(2)
სუსტი (1)
ექსპერტის დეტალური კომენტარი მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით
ა.გ) პროექტის მენეჯმენტი, პერსონალი და ინფრასტრუქტურა
გთხოვთ, შეაფასოთ პროექტის სამუშაო გეგმა-გრაფიკის შესაბამისობა და პროექტის წარმდგენი პერსონალის კომპეტენცია და ექსპერტიზა ეფექტური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის პოტენციალის კუთხით. ასევე, გთხოვთ, შეაფასოთ პროექტში მოხსენიებული ინსტიტუციების ინფრასტრუქტურის, მართვის სტრუქტურისა და პროცედურების შესაბამისობა, რისკების მართვის გათვალისწინებით.
საუკეთესო (5)
ძალიან კარგი(4)
კარგი (3)
დამაკმაყოფილებელი(2)
სუსტი (1)
ა) პროექტის მენეჯმენტი:
ბ) პროექტის პერსონალი:
გ) ინფრასტრუქტურა:
ექსპერტის დეტალური კომენტარი პროექტის მენეჯმენტთან, პერსონალთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით
ა.დ) პროექტის შედეგი და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა
გთხოვთ, შეაფასოთ პროექტის შესაძლო მოკლე და გრძელვადიანი შედეგები, პროექტის მიერ შეტანილი წვლილი სამეცნიერო საზოგადოებისთვის (აკადემიური, ეკონომიკური, კომერციული და სოციალური შედეგები) და, ასევე, შეაფასეთ პროექტის წვლილი შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისა და კვლევის შედეგების პოტენციურ მომხმარებლების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
საუკეთესო (5)
ძალიან კარგი(4)
კარგი (3)
დამაკმაყოფილებელი (2)
სუსტი (1)
ექსპერტის დეტალური კომენტარი პროექტის შედეგთან და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით
კომენტარი პროექტის ხანგრძლივობის შესაბამისობის შესახებ
კომენტარი პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობის შესახებ
დამატებითი კომენტარი
ბ) მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნულ სააგენტოსა
(NARD) და ფონდის ერთობლივი ერთობლივი კველევითი პროექტებისთვის კომისიის შეფასების კრიტერიუმები:
კრიტერიუმი
აღწერა
ქულა
მაქს. ქულა
ქულა
1. პროექტის სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური ხარისხი
0-5
5
2. მეთოდოლოგია
0-5
5
3. პროექტის მენეჯმენტი, პერსონალი და ინფრასტრუქტურა
0-5
5
4. პროექტის შედეგი და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა
0-5
5
ჯამური ქულა (მაქსიმალური 20):
გ) თითოეული კრიტერიუმი ფასდება 5-ქულიანი სისტემით შემდეგნაირად:
ქულა
შეფასება
განმარტება
0
ცუდი
პროექტი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, ან პროექტი ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო.
1
სუსტი
პროექტი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, შეინიშნება სერიოზული არსებითი სუსტი მხარეები.
2
საშუალო
პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი სუსტი მხარეები, სუსტად დასაბუთებული და არადამაკმაყოფილებელი ხარისხისაა.
3
კარგი
პროექტი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, დასაბუთებულია
დამაკმაყოფილებელი ხარისხით, მაგრამ აუცილებელია გარკვეული გაუმჯობესება.
4
ძალიან კარგი
პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. იკვეთება ორიგინალობა და უპირატესობა, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული დახვეწა.
5
საუკეთესო
გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო ხარისხის მქონე პროექტია, რომელიც წარმატებით პასუხობს ყველა კრიტერიუმს. ნებისმიერი ხარვეზი არის არსებითად უმნიშვნელო.
დ) პროექტის ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 20 ქულა;
ე) დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 14.2 ქულა;
ვ) ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც უკეთეს ქულებს დააგროვებს პირველ კრიტერიუმში.
2. მეცნიერთა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტისათვის პროექტების შეფასებას კომისია და ექსპერტები ახორციელებენ შემდეგი წესით:
ა) შეფასების კრიტერიუმები:
კრიტერიუმები და განმარტებები
ცუდი
სუსტი
საშუალო
კარგი
ძალიან კარგი
საუკეთესო
შეფასება და კომენტარი
0
1
2
3
4
5
მინიმუმ 0 მაქსიმუმ 5 ქულა
1 - მეცნიერის კვალიფიკაცია, კომპეტენცია.
2 - მეცნიერთა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროგრამის მნიშვნელობა მეცნიერის მიმდინარე კვლევითი საქმიანობისათვის.
3 – მასპინძელი ორგანიზაციისა და ერთეულის (ლაბორატორიის, დეპარტამენტის და სხვ.), პროფილისა და რესურსების, აგრეთვე საერთაშორისო პარტნიორების კომპეტენციის და გამოცდილების შესაბამისობა მეცნიერის მიმდინარე კვლევითი საქმიანობისათვის.
4 - ვიზიტის მოსალოდნელი შედეგები
ქულების ჯამი:
მაქსიმუმ 20 ქულა
შემაჯამებელი კომენტარი:
ქულა
შეფასება
განმარტება
0
ცუდი
პროექტი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, ან პროექტი ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო.
1
სუსტი
პროექტი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, შეინიშნება სერიოზული არსებითი სუსტი მხარეები.
2
საშუალო
პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი სუსტი მხარეები, სუსტად დასაბუთებული და არადამაკმაყოფილებელი ხარისხისაა.
3
კარგი
პროექტი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, დასაბუთებულია
დამაკმაყოფილებელი ხარისხით, მაგრამ აუცილებელია გარკვეული
გაუმჯობესება.
4
ძალიან კარგი
პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. იკვეთება ორიგინალობა და უპირატესობა, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული დახვეწა.
5
საუკეთესო
გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო ხარისხის მქონე პროექტია, რომელიც წარმატებით პასუხობს ყველა კრიტერიუმს. ნებისმიერი ხარვეზი არის არსებითად უმნიშვნელო.
ბ) ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 20 ქულა;
გ) დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 15 ან მეტი ქულა;
დ) თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს პირველ კრიტერიუმში, შემდეგ კი თანმიმდევრულად, მეორე, მესამე და მეოთხე კრიტერიუმებში. აღნიშნულ ოთხივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.
3. ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტების შეფასებას კომისია და ექსპერტები ახორციელებენ შემდეგი წესით:
ა) შეფასების კრიტერიუმები:
შეფასების კრიტერიუმები და ქვეკრიტერიუმები
ქულები
კომენტარი
0 ცუდი
1 სუსტი
2 საშუალო
3 კარგი
4 ძალიან კარგი
5 საუკეთეს ო
ქულების ჯამი
სამეცნიერო ღირებულება
მინიმუმ 0, მაქსიმუმ 20 ქულა
1.1. კონცეფცია – ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების სტატუსი, მიზანი და ამოცანები, სამიზნე ჯგუფები
1.2. ფორმატი – სექციები, თემები, პლენარული მომხსენებლები
1.3. სტრატეგია – ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების ცნობადობისა და მაღალი რანგის მეცნიერების და ახალგაზრდა მეცნიერის ჩართულობის უზრუნველყოფის მექანიზმები
1.4. ძირითადი პერსონალის კვალიფიკაციის, კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისობა პროექტის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან
მნიშვნელობა
მინიმუმ 0, მაქსიმუმ 15 ქულა
2.1. მოსალოდნელი შედეგები სამეცნიერო დარგისთვის, სამეცნიერო საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსათვის და ფართო საზოგადოებისათვის
2.2. ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების მასალების ხელმისაწვდომობისა და გავრცელების მექანიზმები
2.3. ინტერ და ინტრა-ინსტიტუციონალური თანამშრომლობის ხარისხი
მართვა და განხორციელებადობა
მინიმუმ 0, მაქსიმუმ 15 ქულა
3.1. ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან
3.2. ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან და ბიუჯეტის დასაბუთება
3.3. თანადაფინანსების თანაფარდობა ფონდიდან მოთხოვნილ თანხასთან ასეთის არსებობის შემთხვევაში
0-დან 7-მდე%
0-დან 7- მდე%
20-დან 40-მდე%
40- დან 60- მდე%
60-დან 80- მდე%
80% მეტი
ქულების ჯამი:
50
პროექტის შემაჯამებელი კომენტარი:
ბ) თითოეული ქვეკრიტერიუმის შეფასება ხდება 5-ქულიანი სისტემით, შემდეგნაირად:
ქულა
შეფასება
განმარტება
0
ცუდი
პროექტი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, ან პროექტი ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო.
1
სუსტი
გაუგებარი ღირებულების, დაუსაბუთებელი, უპერსპექტივო პროექტი, რომელიც ვერ ფასდება კრიტერიუმებით
2
საშუალო
არადამაკმაყოფილებელი ხარისხის, სუსტად დასაბუთებული, მაგრამ ორიგინალური პროექტი, რომელიც ფასდება კრიტერიუმებით.
3
კარგი
მისაღები პროექტი, ორიგინალური ან მნიშვნელოვანი ელემენტებით, რომელიც პასუხობს კრიტერიუმების მოთხოვნებს. ვლინდება გარკვეული სისუსტეები
4
ძალიან კარგი
ორიგინალური, მრავალი უპირატესობის მქონე, მნიშვნელოვანი და მართული პროექტი, რომელიც ზუსტად პასუხობს კრიტერიუმის მოთხოვნებს. ვლინდება მცირეოდენი სისუსტეები.
5
საუკეთესო
ყოვლად გამორჩეული, უმაღლესი სამეცნიერო ღირებულების, უაღრესად მნიშვნელოვანი და კარგად მართული პროექტი.
გ) ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 50 ქულა;
დ) დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 36 ქულა;
ე) ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც უკეთეს ქულებს დააგროვებს პირველ კრიტერიუმში –
სამეცნიერო ღირებულებაში, შემდეგ კი თანმიმდევრულად მეორე და მესამე კრიტერიუმში. სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომლის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა უფრო ნაკლებია.
მუხლი 11🔗. ინტერესთა კონფლიქტი
1. დაუშვებელია კომისიის წევრი და ექსპერტი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე.
2. არ შეიძლება პროექტების შეფასების პროცესში მონაწილეობდეს კომისიის წევრი და ექსპერტი:
ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია ძირითად პერსონალთან ან მონაწილეობდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;
ბ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;
გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია;
დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან.
3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
4. კომისიის წევრი და ექსპერტი ვალდებულია გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია კომისიის წევრის და ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია, იმსჯელოს კომისიის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.
მუხლი 12🔗. საგრანტო ხელშეკრულება
1. ფონდისა და NARD-ის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცების შემდეგ, ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებათა გაფორმებას პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალთან.
2. პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოგონების დაპატენტების უფლება ეკუთვნის ფონდსა და გრანტის მიმღებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულ გამოგონებას დააპატენტებს გრანტის მიმღები, ფონდს წარმოეშობა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების გამოყენებიდან მიღებული მოგების პროცენტულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: 70%– გრანტის მიმღებს (70% მეცნიერთა ჯგუფს –
ფიზიკურ პირებს) და 30 % – ფონდს, როგორც გრანტის გამცემს. აღნიშნულთან დაკავშირებით გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის წარმოშობილი ურთიერთობები დარეგულირდება პატენტის მიღების შემდგომ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.
3. გრანტის მიმღებს ეკრძალება პროექტის ფარგლებში შექმნილ ნაწარმოებზე არსებული განსაკუთრებული უფლებების მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერი ფორმით გადაცემა მესამე პირისათვის, ნაწარმოების შექმნიდან 5 წლის განმავლობაში, ფონდის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე (ტერმინი „ნაწარმოები“ გულისხმობს წიგნს, ბროშურას, კომპიუტერულ პროგრამას, რუკას, გეგმას, ესკიზს, ილუსტრაციას, თარგმანს, კრებულს, ენციკლოპედიას, ანთოლოგიას, მონაცემთა ბაზას და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა სახის ნაშრომებს).
4. ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების საერთო თანხის გაზრდის გარეშე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე პერიოდის საერთო ბიუჯეტის 20%-ის ფარგლებში.
მუხლი 13🔗. პროექტის შესრულების მონიტორინგი
1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
3. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი პროექტის სამეცნიერო მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას.
4. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას:
ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;
ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას;
გ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით, იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებულ რესურსს. გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს;
დ) ნაშთად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო საანგარიშო პერიოდებში.
5. ფონდი უფლებამოსილია, მიმდინარე და დასრულებული პროექტების სამეცნიერო ღირებულება და ეფექტიანობა შეაფასებინოს შესაბამისი დარგის ექსპერტებს. ფონდი არ არის უფლებამოსილი თავად შეაფასოს დასრულებული პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგებისათვის.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შემოწმების შედეგად მიღებული აქტები ფონდის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გრანტის მიმღების მიერ შემდგომში კონკურსებში მონაწილეობისას წარდგენილი პროექტების შეფასებისას.
მუხლი 14🔗. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება
1. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებით და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად, შეწყდება პროექტი), თუ გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარმოადგინა ყალბი ინფორმაცია.
3. გრანტის შეჩერების, ან შეწყვეტის შემთხვევაში გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები დარეგულირდეს საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად.
4. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში, წარმოდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, ფონდის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებზე დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.