“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 24.03.2005
ძალის დაკარგვა 29.01.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №121
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.007.183
გამოქვეყნების წყარო სსმ, 36, 31/03/2005
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadMtavr;} @font-face {font-family:"NTTimes\/Cyrillic";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"NTTimes\/Cyrillic";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"NTTimes\/Cyrillic";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"NTTimes\/Cyrillic";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:27.0pt 46.3pt 35.95pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.007.183
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №121
2005 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 3 ნოემბრის №320 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 3 ნოემბრის №320 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №127, მუხ. 1129) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების II თავის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6🔗. გენერალური ინსპექციის ფუნქციაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში მინისტრის და/ან გენერალური ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით განახორციელოს:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსპექტირება, შემოწმება და ფინანსური კონტროლი;
ბ) სამსახურებრივი მოკვლევა (შემოწმება) და შემდგომი რეაგირება სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებზე;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ინსპექტირება და შემოწმება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.”.
ბ) დებულების V თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თავი V. გენერალური ინსპექციის ორგანიზაციული სტრუქტურა
მუხლი 16🔗. გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ინსპექტირებისა და აუდიტის სამმართველო;
ბ) მოკვლევის სამმართველო.
ინსპექტირებისა და აუდიტის სამმართველო
მუხლი 17🔗. გენერალური ინსპექციის ინსპექტირებისა და აუდიტის სამმართველო წარმოადგენს გენერალური ინსპექციის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 18🔗. გენერალური ინსპექციის ინსპექტირებისა და აუდიტის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია ინსპექტირების ობიექტებზე შეისწავლოს და გააკონტროლოს:
ა) საკადრო პოლიტიკის ფორმირება და მიმდინარეობა;
ბ) ინსპექტირების ობიექტებზე მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატი;
გ) სამხედრო მოსამსახურეების საყოფაცხოვრებო პირობები, მათი უფლებების დაცვის მდგომარეობა და ჯარისკაცებს შორის არასაწესდებო ურთიერთობის ფაქტები;
დ) შეიარაღებული ძალების განთავსების ადგილებში საყაზარმო და საცხოვრებელი ფონდის, ყველა სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობების, სამხედრო ქალაქების მდგომარეობა და მათი კომუნალური უზრუნველყოფა;
ე) ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის დაქვემდებარებული სამსახურების საქმიანობის მდგომარეობა;
ვ) ინსპექტირების ობიქტებზე საშემსრულებლო დისციპლინის მდგომარეობა;
ზ) რეგულარულად მოიპოვოს და დაამუშაოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებიდან ფუნქცია-მოვალეობებით განსაზღვრული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია;
თ) კანონმდებლობის შესაბამისად საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა;
ი) საფინანსო-სამეურნეო წარმოება, საფინანსო აღრიცხვა და ანგარიშსწორება, საფინანსო დისციპლინის განხორციელება და დაცვა;
კ) თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის, პროგრამული დაფინანსების, მიღებული გრანტებისა და საერთაშორისო დახმარებების რეალიზაციის შემოწმება.
მოკვლევის სამმართველო
მუხლი 19🔗. გენერალური ინსპექციის მოკვლევის სამმართველო წარმოადგენს გენერალური ინსპექციის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მოკვლევის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში კონტროლი კანონიერების დაცვაზე;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში კორუფციის ფაქტებზე და მუშაობის პროცესში გამოვლენილ სხვა სამართალდარღვევებზე რეაგირება;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში კანონიერებისა და დისციპლინის დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, საჯარო და სამხედრო მოსამსახურეების მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული პატაკების, განცხადებებისა და ინფორმაციების შემოწმება-მოკვლევა.”.
გ) მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.
ი. ოქრუაშვილი