საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (1)
- საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი 06.12.2018
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
1. მე-14 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტის წევრის გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სახელფასო კოეფიციენტზე ნამრავლით.
2. პარლამენტის წევრებისთვის განისაზღვრება შემდეგი სახელფასო კოეფიციენტები:
ა) პარლამენტის თავმჯდომარე – 10.00;
ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 9.20;
გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 9.00;
დ) კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 8.50;
ე) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 8.30;
ვ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 8.10;
ზ) პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8.00.
3. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს აგრეთვე პარლამენტის წევრის სატრანსპორტო უზრუნველყოფის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევისა და მის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯების ანაზღაურების პირობებს.“.
2. მე-15 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით.
2. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.
3. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 13 დეკემბერი 2023 წ. N3921-XIIIმს-Xმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 13.12.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3921-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010190030.06.001.016106.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3921-XIIIმს-Xმპ, 13.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016106 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5990746/