⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2026)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ

მიღების თარიღი 06.12.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №129/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018384
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 209 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2023 მიღება
01.01.2026 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება  №129/ნ 2023 წლის 6 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა  და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილების მე-8 მუხლის შესაბამისად ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომ - ცენტრი) რეორგანიზაცია ცენტრის სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაციისა და მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების, ასევე, მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სტრუქტურული ან/და ორგანიზაციული ცვლილებები, ასევე, სამუშაო ძალის გადაადგილება. 2. დაევალოს ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ამ ბრძანებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2023 წლის 31 დეკემბრამდე. 4. დაევალოს ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ამ ბრძანების შესრულების მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №180/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების პროექტისა და საშტატო ნუსხის მომზადება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წარდგენა. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი