“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 22.03.2005
ძალის დაკარგვა 04.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/117
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.187
გამოქვეყნების წყარო სსმ, 36, 31/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ"
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:20.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 58.5pt 1.0in 58.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.187
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/117
2005 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 ივლისის №304 ბრძანებულების მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი (შემდგომში – თეატრი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 ივლისის №304 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილ, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ შემოქმედებით დაწესებულებას.
2. თეატრი წარმოადგენს ხანგრძლივი თეატრალური ტრადიციების მქონე სტაციონარულ სარეპერტუარო დაწესებულებას, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოსაგან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადმოცემული შენობა, ჰყავს თეატრალური დასი, რომელთა უშუალო მონაწილეობით იდგმება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოებები – დრამატული, ტრაგიკული, კომედიური თუ სხვა სახის სცენური წარმოდგენები (სპექტაკლები) თეატრის დამფუძნებელია სახელმწიფო.
3. თეატრის სრული სახელწოდებაა – “საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი”.
4. თეატრს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, სხვადასხვა სახის ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, საკუთარი ბეჭედი, შტამპი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. თეატრს უფლება აქვს საკუთარი სახელით შეიძინოს პირადი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, დადოს კანონით ნებადართული გარიგებები.
6. თეატრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
7. თეატრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, რუსთაველის გამზირი №2.
მუხლი 2🔗. თეატრის საქმიანობის საგანი, მიზნები და ამოცანები
1. თეატრის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს მსოფლიო თეატრალურ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა და მათი მეშვეობით თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა, მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა და მათთვის რუსული კლასიკური და თანამედროვე თეატრალური ნამუშევრების გაცნობა, რუსული და მსოფლიო თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, ქართველი და რუსი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კულტურული ურთიერთობის განმტკიცება.
2. თეატრის ძირითადი მიზანია: რუსული და მსოფლიოს ხალხთა დრამატურგიის საუკეთესო ნიმუშების საფუძველზე მაღალმხატვრული სპექტაკლების შექმნა, აგრეთვე სხვა ტიპის წარმოდგენებისა და შემოქმედებითი პროექტების განხორციელება.
3. თეატრის ამოცანაა: ეროვნული და საქართველოს ეროვნულ უმცირესობათა კულტურის განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე შემოქმედებითი ახალგაზრდული ძალების რეალიზაცია, მათი მხატვრული აღზრდა-დაოსტატება.
მუხლი 3🔗. თეატრის უფლება-მოვალეობანი
1. თეატრს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს:
ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებითი მიმართულებების განსაზღვრაში (რეპერტუარის არჩევა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაცია);
ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა, გადასცეს სპექტაკლის დადგმის უფლება სხვა თეატრებს, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გასცეს თანხმობა (რეჟისორის, დრამატურგის ან ავტორის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემის, სპექტაკლების ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;
გ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებთან;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე სახის სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე) და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, თეატრის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე თეატრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მიზნების განხორციელებას;
ე) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი, განსაზღვროს თეატრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს მსახიობთა გაცვლა და სხვა სახის პროექტები საზღვარგარეთის ქვეყნებთან (მათ შორის ერთობლივი პროექტები);
ზ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით გახსნას და დააფინანსოს თეატრის ფილიალები და სტრუქტურული ერთეულები;
თ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულების შესაბამისად.
2. თეატრს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. თეატრი ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ,,კულტურის შესახებ”, ,,საქართველოს თეატრების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი (მათ შორის სახელშეკრულებო) ურთიერთობანი საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები;
დ) დაიცვას თეატრის მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები.
მუხლი 4🔗. თეატრის მართვა და სტრუქტურა
1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, “საქართველოს თეატრების შესახებ”, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. თეატრი შედგება თეატრის ხელმძღვანელობის (დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი), თეატრალური დასის, სამხატვრო საბჭოსა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისაგან.
3. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი, რომელსაც ეკისრება თეატრის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი მოღვაწეობისა და შემოქმედებითი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
4. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ხელშეკრულებას დებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
5. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი უფლებამოსილია უხელმძღვანელოს თეატრის სამხატვრო საბჭოს (რომელსაც ირჩევს თეატრალური დასი) ან სხვა სათათბირო ჯგუფს.
6. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი წყვეტს შემოქმედებითი პერსონალის მოწვევა-გათავისუფლების საკითხს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და თეატრის დებულების შესაბამისად.
7. თეატრის ფინანსურ, სამეურნეო-ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ-საწარმოო საქმიანობას, სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით წარმართავს თეატრის დირექტორი და პასუხისმგებლია ამ საქმიანობაზე.
8. თეატრის დირექტორთან ხელშეკრულებას თეატრის სამხატვრო ხელმნძღვანელთან შეთანხმებით დებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
9. თეატრის დირექტორი თეატრის მიმდინარე სამეურნეო-საფინანსო და ადმინისტრაციულ საქმიანობას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და თეატრის დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
10. თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელის თანხმობით წამოადგენს თეატრს და თეატრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელს აწერს დოკუმენტებს, ბანკებში ხსნის და აუქმებს საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, დებს ხელშეკრულებებს, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, საქართველოს შრომითი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით წყვეტს თეატრის ადმინისტრაციული-ტექნიკური პერსონალის მიღებისა და გათავისუფლების საკითხს, უფლებამოსილია დანიშნოს რწმუნებულები, გასცეს მინდობილობები თეატრის ინტერესებიდან გამომდინარე.
11. თეატრის დირექტორი ადგენს თეატრის წლიურ ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
12. თეატრის დირექტორის გადაწყვეტილებანი შესასრულებლად სავალდებულოა თეატრის მთელი შრომითი კოლექტივისათვის.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს თეატრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, არის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს თეატრს მოსთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 6🔗. თეატრის ქონება, ფინანსური სახსრები და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
1. თეატრი მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემული სახელმწიფო ქონების ბაზაზე, რომელიც თეატრის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
2. თეატრს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგოს კანონით ნებადართული სამეურნეო (კომერციული) საქმიანობის განხორციელების შედეგად დარჩენილი შემოსავლები, რომლებიც, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ მთლიანად ხმარდება თეატრს.
3. თეატრის ქონებად ითვლება, აგრეთვე, ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.
მუხლი 7🔗. თეატრის დაფინანსების წყაროები
1. თეატრის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები (სუბსიდიის და სხვა მიზნობრივი ასიგნებების სახით);
ბ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები;
გ) თეატრალურ სფეროში საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები (ბუკლეტები, ცნობარები, სპექტაკლის პროგრამები და სხვ.);
დ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება სპექტაკლების გადაღებით, მათი კინო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციათა კომერციული მიზნებით გამოყენებით;
ე) შემოსავლები, რომლებიც მიიღება თეატრის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის გაწეული თეატრალურ-კულტურული მომსახურების შედეგად;
ვ) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების გრანტები და შემოწირულობები;
ზ) სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება თეატრის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8🔗. საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი
1. თეატრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. თეატრი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს, აწარმოებს საბუღალტრო ოპერატიულ და სტატისტიკურ აღრიცხვას და დადგენილ ვადებში დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
3. თეატრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. თეატრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
1. თეატრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. თეატრის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში.
3. თეატრის ლიკვიდაციას ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორები. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს თეატრის დირექტორი.
4. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.