,,შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№255
სარეგისტრაციო კოდი
280.090.000.10.003.001.199
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 186, 30/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №255

2008 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად,„შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წ., №124, მუხლი 1358) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

ა) 15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. 2007 წლის 1 სექტემბრის შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს ასაკის გამო მინიმალური ოდენობის სახელმწიფო პენსიის პირველადი დანიშვნის ან სხვა სახის/კატეგორიის პენსიიდან ასაკის გამო მინიმალური ოდენობის სახელმწიფო პენსიაზე გადასვლის შემთხვევაში, 11 პუნქტით გათვალისწინებული დანამატი დაენიშნება და აუნაზღაურდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიულ ერთეულში ასაკის გამო მინიმალური ოდენობის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისათვის არსებული წლოვანების მიხედვით, განცხადების შეტანის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“;

ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. პირისათვის, რომელსაც ასაკის გამო მინიმალური ოდენობის სახელმწიფო პენსია დანიშნული აქვს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, არა უგვიანეს 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის შემთხვევაში ამ დადგენილებით გათვალისწინებული დანამატის გაცემას (ანაზღაურებას) 2007 წლის 1 სექტემბრიდან ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტო, ხოლო „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან – სააგენტო.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახელმწიფო პენსიის დანამატების ადმინისტრირებას ახორციელებს სააგენტო ამ დადგენილებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ სააგენტოსათვის დახმარების აღმოჩენა პენსიონერთა შრომით სტაჟთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებასა და გადამოწმებაში.“.

2. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს ეთხოვოთ, აღმოუჩინონ დახმარება მოქალაქეებს შრომით სტაჟთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებაში, ხოლო სააგენტოს – შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმებაში.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.12.2008.
როდის იქნა მიღებული „,,შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
„,,შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 25.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №255. სარეგისტრაციო კოდი — 280.090.000.10.003.001.199.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №255, 25.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 280.090.000.10.003.001.199 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5992/