საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახე\ლმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების -სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 23 სექტენბრის №253/ნ ბრძანებაში დამატების შეტანისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობაში სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – "სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამ მართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№92/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.035.007.193
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 31/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.035.007.193

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №92/ნ

2005 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ,,სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 23 სექტემბრის №253/ნ ბრძანებაში დამატების შეტანისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ,,სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 23 სექტემბრის №253/ნ ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №106, მუხ. 927) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,31” მუხლი:

,,მუხლი 31. ინსპექციის ტერიტორიული ორგანო

ინსპექციის ტერიტორიული ორგანოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველო, რომლის მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინ მ ისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით”.

2. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს თანდართული დებულება.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) შექმნილია და ფუნქციონირებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად.

2. სამმართველო წარმოადგენს სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც ხელმძღვანელობს და საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებების, სხვა ნორმატიული აქტებისა და სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის დებულების და წინამდებარე დებულების შესაბამისად.

3. სამმართველო კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობის სუბიექტების მიერ პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

4. სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის ქ. №27.

    მუხლი 2. სამმართველოს ფუნქციები და ამოცანები

სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე:

ა) სამედიცინო საქმიანობის სუბიექტების – იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის გა ნ ხორციელება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის გა ნ ხორციელება;

გ) სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის მეშვეობით პაციენტის გამოკვლევისა და მკურნალობის ნოზოლოგიურ სტანდარტებთან და ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლის გა ნ ხორციელება;

დ) სამედიცინო საქმიანობის სუბიექტების მიერ სამკურნალწამლო, სადიაგნოსტიკო საშუალებების, სამედიცინო აპარატურის და სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნების მიზნობრივი გამოყენების კონტროლი;

ე) სამედიცინო საქმიანობის სუბიექტების მიერ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა;

ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 38-ე ნაწილის თანახმად, ოქმის შედგენა შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ;

ზ) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის უფროსის დავალებების შესრულება.

    მუხლი 3. სამმართველოს უფლებები და მოვალეობები

1. სამმართველოს უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე:

ა) სამედიცინო და საექიმო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების კონტროლი (განურჩევლად მათი სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) კანონით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სამედიცინო და საექიმო საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული და ფიზიკური პირისაგან საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა;

გ) სამედიცინო დაწესებულებების სალიცენზიო პირობების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;

დ) სამედიცინო და საექიმო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების შემოწმების აქტის შედგენა;

ე) არასერტიფიცირებული საქმიანობით დაკავებული პირების, ექიმების გამოვლენა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

ვ) ულიცენზიო სამედიცინო საქმიანობით დაკავებული სამედიცინო დაწესებულებების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება.

2. სამმართველო ვალდებულია:

ა) მისი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამედიცინო და საექიმო საქმიანობით დაკავებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობის კონტროლი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;

ბ) გაწეული კონტროლის შედეგები წარუდგინოს სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის უფროსს.

    მუხლი 4. სამმართველოს მართვა

სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს, სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

    მუხლი 5. სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.