„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
300280000.16.009.016653
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №51

2023 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ. 1791, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ა) შპს „მტკვარი ენერჯი“ (№9 ენერგობლოკი) 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე პერიოდში – 66 204 ლარი/დღე;“;

2. მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ა) 182 დღისა – შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ (№9 ენერგობლოკი);“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 

 


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია