ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დამსახურებული მასწავლებლის, სტუდენტი დედების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.140.016521
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკი ბერიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.02.2023
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2026 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული გუნდების, მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეების, მათი პედაგოგებისა და მუსიკალური გუნდების 2026 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარებისა და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დამსახურებული მასწავლებლის, სტუდენტი დედების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2023 წლის 8 დეკემბერი
დაბა ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დამსახურებული მასწავლებლის, სტუდენტი დედების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დამსახურებული მასწავლებლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტი დედების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების, წარმატებული სტუდენტებისა და ერუდირებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესი დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების ფინანსური დახმარების გაცემის წესი დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 01 თებერვლის №6 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/02/2023; ს/კოდი 010250020.35.140.016496).
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 01 იანვრიდან.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე
დანართი №1
ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დამსახურებული მასწავლებლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ფინანსური დახმარების გაცემის წესი და მიზანი
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული, ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დამსახურებული მასწავლებლის ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს დამსახურებულ მასწავლებელზე ფინანსური დახმარების გაცემის წესს.
2. წესის მიზანია მასწავლებლის წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით.
3. დაფინანსება ხორციელდება ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „ახალგაზრდული ორგანიზაციების დაფინანსება“ (კოდი 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ზოგადი განათლება – განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მომზადება;
ბ) ზოგადი განათლების სისტემა – ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების, მათი განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, იმ სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების მიღებას;
გ) მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთ საგანს მაინც ასწავლის;
დ)დამსახურებული მასწავლებელი – ასპინძის მუნიციპალიტეტის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებელი, რომელსაც თანამედროვე მეთოდებით, კრეატიულობით, ინოვაციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსწავლეთა აღზრდაში, მათი ცხოვრებისეული პრინციპების ფორმირებაში, საკუთარი პიროვნული მაგალითით და ლიდერული თვისებებით განსაკუთრებული დამსახურება აქვს მოსწავლეთა მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში, სასკოლო თემის განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და განათლების ხარისხის ამაღლებაში.
ე) მასწავლებლის ეროვნული დღე – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშო მწერალისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე – 27 ოქტომბერი;
ვ) ფინანსური დახმარება – ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსახურებული მასწავლებლისათვის ერთჯერადი ფულადი გასაცემელი.
თავი II
კანდიდატურის წამოყენების წესი, პირობები და ფინანსური დახმარების ოდენობა
მუხლი 3🔗.
კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ერთჯერადი ფინანსური დახმარება საანგარიშო წლის განმავლობაში შეიძლება გაიცეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ მხოლოდ ერთ მასწავლებელზე, რომლის კანდიდატურასაც ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მიმართვის საფუძველზე წარმოადგენს ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
მუხლი 4🔗.
დამსახურებული მასწავლებელის ფინანსური დახმარების ოდენობა
1. დამსახურებულ მასწავლებელზე ფინანსური დახმარების ოდენობა შეადგენს 1000 (ათასი) ლარს.
2. დამსახურებულ მასწავლებელს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
თავი III
პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
მუხლი 5🔗.
დამსახურებული მასწავლებლისათვის ფინანსური დახმარების გასაცემად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების აღნიშვნამდე არაუგვიანეს 30 დღისა დამსახურებული მასწავლებლისათვის ფინანსური დახმარების გასაცემად ასპინძის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) მომართვა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე დამსახურებული მასწავლებლის კანდიდატის წარდგენის შესახებ;
ბ) მასწავლებელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ამონაწერი მასწავლებლის ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ;
დ) ასპინძის მუნიციპალიტეტში მასწავლებლის ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) მასწავლებლის პირადი საბანკო ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები.
2. ფინანსური დახმარების გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 6🔗.
ფინანსური დახმარების გაცემის ადმინისტრირება
1. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის, საფინანსო-საბიუჯეტო და ადმინისტრაციული სამსახურები.
2. დამსახურებული მასწავლებლის წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-5 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.
დანართი №2
ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტი დედების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების, წარმატებული სტუდენტების და ერუდირებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ფინანსური დახმარების გაცემის წესი და მიზანი
1. ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტი დედების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების, წარმატებული სტუდენტებისა და ერუდირებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სტუდენტ დედებზე, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებზე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე, და საქართველოს ეროვნულ ინტელექტჩემპიონატ „ეტალონის“ გამარჯვებულ მოსწავლეებზე ფინანსური დახმარების გაცემის წესს.
2. წესის მიზანია სტუდენტი დედების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების, სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების (ბაკალავრი) და ერუდირებული ახალგაზრდების წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით.
3. დაფინანსება ხორციელდება ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „ახალგაზრდული ორგანიზაციების დაფინანსება“ (კოდი 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უნივერსიტეტი – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს;
ბ) სასწავლო უნივერსიტეტი – საქართველოს ტერიტორიაზე აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა);
გ) სტუდენტი – უნივერსიტეტის /სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელსაც ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება არანაკლები 9 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
დ) სტუდენტი დედა – საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის უნივერსიტეტის/სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, ფაქტობრივად ცხოვრობს ასპინძის მუნიციპალიტეტში და განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ჰყავს 14 წლის ასაკამდე არასრულწლოვანი შვილი;
ე) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტი – საქართველოს მოქალაქე, უნივერსიტეტის /სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელსაც ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება არანაკლები 9 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) სტატუსის მქონე ოჯახის წევრი;
ვ) წარმატებული სტუდენტი – ბაკალავრის სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);
ზ) ფინანსური დახმარება – ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან სტუდენტი დედის, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების, წარმატებული სტუდენტების, სწავლის საფასურის თანადაფინანსება სემესტრულად და ინტელექტჩემპიონატ „ეტალონი“ გამარჯვებულისათვის ერთჯერადი ფულადი გასაცემელი;
თ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი – სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით.
თავი II
ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა
მუხლი 3🔗.
სტუდენტი დედის ფინანსური დახმარება
1. სწავლის საფასურის თანადაფინანსება შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) ფაქტობრივად ცხოვრობს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
დ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
ე) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;
ვ) ჰყავს 14 წლამდე ასაკის შვილი (შვილები).
2. სწავლის საფასურის თანადაფინანსება ერთ სტუდენტ დედაზე სემესტრში შეადგენს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარს.
3. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
მუხლი 4🔗.
მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის/სტუდენტების ფინანსური დახმარება
1. სწავლის საფასურის თანადაფინანსება შეიძლება გაიცეს სტუდენტზე/სტუდენტებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება არანაკლებ 9 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
ე) არის მრავალშვილიანი ოჯახის წევრი.
2. სწავლის საფასურის თანადაფინანსება ერთ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარს.
3. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
მუხლი 5🔗.
წარმატებული სტუდენტების ფინანსური დახმარება
1. სწავლის საფასურის თანადაფინანსება შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება არანაკლებ 9 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
დ) განცხადების შემოტანის მომენტისათვის ბოლო განვლილი სემესტრის ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 ქულა;
ე) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
2. სწავლის საფასურის თანადაფინანსება ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარს.
3. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
მუხლი 6🔗.
საქართველოს ეროვნული ინტელექტჩემპიონატ „ეტალონის“ გამარჯვებულის ფინანსური დახმარება
ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა საქართველოს მასშტაბით გაიმართულ ინტელექტჩემპიონატ „ეტალონი“ ფინალურ შეჯიბრში გამარჯვებულ იმ მასპინძელ მოსწავლეს, რომელიც დაიკავებს საპრიზო ადგილს, შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი ადგილი – 500 ლარი;
ბ) მეორე ადგილი – 300 ლარი;
გ) მესამე ადგილი – 200 ლარი.
თავი III
პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
მუხლი 7🔗.
სტუდენტი დედისათვის ფინანსური დახმარების გასაცემად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
სწავლის საფასურის თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) 14 წლამდე ასაკის შვილის (შვილების) დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ასპინძის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დამდასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამონაწერი ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ;
ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (საგამოცდო ფურცელი);
ზ) სასწავლო დაწესებულების ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 8🔗.
მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტისათვი ფინანსური დახმარების გასაცემად წარმოსადგენი დოკუმენტაცია.
სწავლის საფასურის თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოს ცნობა მრავალშვილიანი ოჯახის წევრის სტატუსის შესახებ.
დ) ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამონაწერი ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ;
ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (საგამოცდო ფურცელი);
ზ) სასწავლო დაწესებულების ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 9🔗.
წარმატებული სტუდენტებისათვის ფინანსური დახმარების გასაცემად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
სწავლის საფასურის თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ამონაწერი ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (საგამოცდო ფურცელი);
ვ) სასწავლო დაწესებულების ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 10🔗.
ფინანსური დახმარების გაცემა
1. სტუდენტ დედაზე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტზე სწავლის საფასურის თანადაფინანსება გაიცემა სტუდენტის მიერ განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე სემესტრულად. სტუდენტ დედის და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის სწავლის საფასურის თანადაფინანსება გადაირიცხება სასწავლო დაწესებულების საბანკო ანგარიშის ნომერზე.
2. წარმატებულ სტუდენტზე სწავლის საფასურის თანადაფინანსება გაიცემა სტუდენტის მიერ განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე სემესტრულად, სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით წარმატებულ სტუდენტის სწავლის საფასურის თანადაფინანსება გადაირიცხება სასწავლო დაწესებულების საბანკო ანგარიშის ნომერზე.
მუხლი 11🔗.
ინტელექტჩემპიონატის „ეტალონის“ ფინალურ შეჯიბრში გამარჯვებულის მიერ ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ინტელექტჩემპიონატ „ეტალონში“ გამარჯვებულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ინტელექტჩემპიონატ „ეტალონში“ გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ინტელექტჩემპიონატ „ეტალონში“ გამარჯვებულის პირადი ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში –მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ფინანსური დახმარების გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 12🔗.
ფინანსური დახმარების გაცემის ადმინისტრირება
1. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის, საფინანსო-საბიუჯეტო და ადმინისტრაციული სამსახურები.
2. სტუდენტი დედების, მრავალშვილიანი ოჯახი წევრი სტუდენტების, წარმატებული სტუდენტების და ერუდირებული ახალგაზრდების წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-7, მე-8 და მე-9 მუხლების, ასევე მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.
დანართი №3
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების ფინანსური დახმარების გაცემის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ფინანსური დახმარების გაცემის წესი და მიზანი
1. ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ასპინძის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებზე და მათ მწვრთნელებზე ფინანსური დახმარების გაცემის პირობებსა და წესს.
2. წესის მიზანია სპორტის სხვადასხვა სახეობაში დაკავებული ბავშვების, ახალგაზრდებისა და მათი მწვრთნელების წახალისება და მოტივაციის ამაღლება ფინანსური დახმარების გაცემის გზით, რაც ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.
3. ფინანსური დახმარება გაიცემა სპორტის დარგში წარმატებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებზე.
4. დაფინანსება ხორციელდება ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „სპორტის განვითარების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამა „სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 05 01 01) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.
თავი II
ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა
მუხლი 2🔗.
საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენების ფინანსური დახმარება ოლიმპიურ, არაოლიმპიურ სახეობებში და ქართულ ჭიდაობაში
1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროსი ასაკის ჯგუფში და საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ სახეობაში დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცემა ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი.
2. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროს ასაკამდე ჯგუფში – ახალგაზრდები 18 წლიდან 23 წლამდე და საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ სახეობაში დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცემა ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი.
3. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროს ასაკამდე ჯგუფში – ახალგაზრდები 18 წლამდე და საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ სახეობაში დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი.
4. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროსი ასაკის ჯგუფში და საქართველოს ჩემპიონატზე არაოლიმპიურ სახეობაში დაიკავა პირველი ადგილი, გადაეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 400 ლარის ოდენობით.
5. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროს ასაკამდე ჯგუფში – ახალგაზრდები 18 წლიდან 23 წლამდე და საქართველოს ჩემპიონატზე არაოლიმპიურ სახეობაში დაიკავა პირველი ადგილი, გადაეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით.
6. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროს ასაკამდე ჯგუფში – ახალგაზრდები 18 წლამდე და საქართველოს ჩემპიონატზე არაოლიმპიურ სახეობაში დაიკავა პირველი ადგილი, გადაეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით.
7. სპორტსმენს, რომელიც ქართულ ჭიდაობაში მიიღებს „საქართველოს ფალავანის“ ტიტულს ან დაიკავებს საპრიზო ადგილს, გადაეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი.
მუხლი 3🔗.
გუნდურ სახეობებში საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენის/გუნდის ფინანსური დახმარება
1. ფეხბურთი – მოყვარულთა ფეხბურთში რეგიონის ჩემპიონატში (საქ. ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით) უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა გუნდს შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი.
2. ფეხბურთი – რეგიონალურ საფეხბურთო ჩემპიონატში (საქ. ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით) 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა გუნდს შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი.
3. ფეხბურთი – საქართველოს ჩემპიონატში ან საქართველოს მასშტაბით გამართულ სხვადასხვა ჩემპიონატში 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა გუნდს შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი.
4. კალათბურთი – საქართველოს პირველობაზე კალათბურთში ან საქართველოს მასშტაბით გამართულ სხვადასხვა ჩემპიონატში 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა გუნდს შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი.
5. რაგბი – საქართველოს მასშტაბით გამართულ სხვადასხვა ჩემპიონატში 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა გუნდს შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი.
6. ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამართულ (რესპუბლიკური, საერთაშორისო) ჩემპიონატებში 18 წლამდე და 18-დან 23 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა სპორტსმენს შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი.
7. ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამართულ (რესპუბლიკური, საერთაშორისო) ჩემპიონატებში 18 წლამდე და 18-დან 23 წლამდე ასაკით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის გუნდის მიერ საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცემა გუნდს შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში –500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი.
8. ჭადრაკის ტურნირი – „საქართველოს პირველობა“. უფროსი ასაკის ჯგუფში მოასპარეზე სპორტსმენებს, რომლებმაც დაიკავეს საპრიზო ადგილები, გადაეცემათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;
ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;
გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი.
9. ამ მუხლით განსაზღვრული სპორტის სახეობაში ერთი სპორტსმენის მიერ სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში ერთი ან მეტი პირველი/საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, სპორტსმენს გადაეცეს ერთი სრული ფინანსური დახმარება და დანარჩენის შემთხვევაში სრული ფინანსური დახმარების ოდენობის 20%.
მუხლი 4🔗.
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების მწვრთნელების ფინანსური დახმარება
1. ქვეყნის მასშტაბით გამართულ სპორტულ შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენების მწვრთნელებს, გადაეცეთ ფინანსური დახმარება სპორტსმენებისთვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების 80% ოდენობით.
2. ფინანსური დახმარება გადაეცემათ მხოლოდ იმ მწვრთნელებს, რომლებიც სასწავლო-საწვრთნელ საქმიანობას ახორციელებენ ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში.
3. საქართველოს ჩემპიონატში ერთი მწვრთნელის რამდენიმე სპორტსმენის ან ერთი სპორტსმენის მიერ სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში ერთზე მეტი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, მწვრთნელს გადაეცეს ერთი სრული ფინანსური დახმარება და დანარჩენ შემთხვევაში სრული ფინანსური დახმარების 20 %.
თავი III
პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
მუხლი 5🔗.
ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენისა და მისი მწვრთნელის წახალისების მიზნით ფინანსური დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
2. სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) სპორტსმენის/მწვრთნელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ჩემპიონატში საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სპორტსმენის/მწვრთნელის პირადი ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში –სპორტსმენის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ფინანსური დახმარების გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 6🔗.
ფინანსური დახმარების გაცემის საგამონაკლისო წესი
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებზე ფინანსური დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუკი დადგენილებით განსაზღვრული ფინანსური დახმარების გაცემის საფუძველი დადგა მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში, ხოლო მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ მიღებულია მომდევნო საბიუჯეტო წელს. ამ შემთხვევაში, ფინანსური დახმარება გაიცემა მომდევნო წლის ბიუჯეტიდან შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში.
მუხლი 7🔗.
პროგრამის განხორციელება და ადმინისტრირება
1. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის, საფინანსო-საბიუჯეტო და ადმინისტრაციული სამსახურები.
2. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.