“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე"
მიღების თარიღი 24.03.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №125
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.022.007.205
გამოქვეყნების წყარო სსმ, 41, 08/04/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.03.2005 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Dumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:2.5in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Dumbadze","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 58.5pt 1.0in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.022.007.205
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №125
2005 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად და ამავე დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ალ. ლომაია
იურიდიული დეპარტამენტის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო ნუსხა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
თავი II. დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სამინისტროში და სამინისტროს სისტემის ორგანოებში მოსამზადებელი საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და კანონმდებლობით დადგენილი წესით პარლამენტში წარდგენის პროცედურების ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) სხვა უწყებებიდან შემოსულ, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის ორგანოების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
დ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორცილებისათვის ხელშეწყობა;
ე) მინისტრის ინდივიდუალური აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოებში;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა და მათ განხილვაში მონაწილეობა;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და ამოცანები.
მუხლი 6🔗.
დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს ნორმატიული აქტების პროექტები;
ბ) სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ შემუშავებულ ნორმატიული აქტების პროექტებთან დაკავშირებით მოამზადოს სამართლებრივი დასკვნები;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრს წარუდგინოს წინადადებები ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
დ) წარმოადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მინისტრის დავალებით, სათანადო მინდობილობის საფუძველზე სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოები სასამართლოში;
ე) დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, მათ შორის სასამართლოებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემის ორგანოების, დაწესებულებებისა და მათი თანამშრომლებისაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ახსნა-განმარტებები და ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, პირველადი დოკუმენტები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.
თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
მუხლი 7🔗.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 8🔗.
დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
მუხლი 9🔗.
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზით ადასტურებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ შემუშავებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად, აგრეთვე ნებისმიერ დროს მინისტრის დავალებით;
ზ) ორგანიზებას უზღევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოხელეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.
მუხლი 10🔗.
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის საქმიანობის სფეროს განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოხელეების საქმიანობას;
ბ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
დ) დეპარტამენტის უფროსთან ერთად ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 11🔗.
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დავალებებს – დეპარტამენტის უფროსი და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
3. დეპარტამენტის მოსამსახურის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს დეპარტამენტის უფროსის დავალებით ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი მოსამსახურე.
4. დეპარტამენტის მოსამსახურე:
ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;
დ) ამზადებს პასუხს შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე.
5. დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სამინისტროსა და დეპარტამენტის დებულებით, დეპარტამენტის უფროსის სამსახურებრივი დავალებებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
6. დეპარტამენტის მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
თავი IV. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 12🔗.
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის ბრძანებით.