“საქართველოს ეროვნული სტანდარტის სსტ 50 :2005 “წყალი ნატურალური მინერალური "ბორჯომი" ტექნიკური პირობების"-ს დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 28.03.2005
ძალის დაკარგვა 16.11.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/408
სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.22.024.007.208
გამოქვეყნების წყარო სსმ, 38, 04/04/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 1 |
| გოსტ | 29227-91 |
| ისო | 17993-2002 |
| მაჩვენებლის დასახელება | მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობა, კწე |
| გარეგანი სახე | გოსტ |
| სუნი და გემო | უსუნო, ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლების ჯგუფისთვის დამახასიათებელი გემო |
| ფერი | გოსტ |
| კომპონენტების დასახელება | განზომილება |
| კალციუმი (Ca2+) | მგ/ლ |
| მაგნუმი (Mg2+) | მგ/ლ |
| კალიუმი (K+) | გოსტ |
| ნატრიუმი (Na+) | გოსტ |
| ჰიდროკარბონატები (HCO3-) | მგ/ლ |
| ქლორიდები (Cl-) | გოსტ |
| სულფატები (SO42-) | გოსტ |
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს ეროვნული სტანდარტის სსტ 50 :2005 “წყალი ნატურალური მინერალური "ბორჯომი" ტექნიკური პირობების"-ს დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListBullet2, li.MsoListBullet2, div.MsoListBullet2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:32.15pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListBullet5, li.MsoListBullet5, div.MsoListBullet5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:74.6pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 49.5pt 1.0in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 49.5pt 1.0in 49.5pt;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 49.5pt 1.0in 49.5pt;} div.Section3 {page:Section3;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.22.024.007.208
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/408
2005 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული სტანდარტის სსტ 50:2005 ,,წყალი ნატურალური მინერალური ,,ბორჯომი” ტექნიკური პირობების” დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული სტანდარტის სსტ 50:2005 ,,წყალი ნატურალური მინერალური ,,ბორჯომი” ტექნიკური პირობები”.
2. აღნიშნული სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
საქართველოს ეროვნული სტანდარტი
წყალი ნატურალური მინერალური ,,ბორჯომი” ტექნიკური პირობები
1. გამოყენების სფერო
წინამდებარე სტანდარტი ვრცელდება ნატურალურ მინერალურ წყალზე ,,ბორჯომი” (შემდგომ – მინერალური წყალი ,,ბორჯომი”,), რომელიც გაზირებულია ნახშირორჟანგით, ჩამოსხმულია სამომხმარებლო ტარაში და განკუთვნილია სარეალიზაციოდ საკვები პროდუქტის სახით.
სტანდარტი ადგენს მინერალურ წყალზე ,,ბორჯომი” ტექნიკურ მოთხოვნებს, ჩამოსხმის, შეფუთვის, ნიშანდებისა და მიღების წესებს, გამოცდის მეთოდებს, ტრანსპორტირებისა და პროდუქციის შენახვის მიმართ ძირითად მოთხოვნებს.
2. ნორმატიული მითითებანი
წინამდებარე სტანდარტში გამოყენებულია მითითებანი შემდეგ ნორმატიულ დოკუმენტებზე:
გოსტ
1770-74
ჭურჭელი საზომი ლაბორატორიული მინისა. ცილინდრები, მენზურები, კოლბები, სინჯარები. ზოგადი ტექნიკური პირობები
გოსტ
2405-88
მანომეტრები, ვაკუუმმეტრები, მანოვაკუუმმეტრები, ნაკადმზომები, წევასაზომები და წევანაკად საზომები. ზოგადი ტექნიკური პირობები
გოსტ
4166-76
გოგირდმჟავა ნატრიუმი. ტექნიკური პირობები
გოსტ
4204-77
გოგირდმჟავა. ტექნიკური პირობები
გოსტ
4328-77
ნატრიუმის ჰიდროქსიდი. ტექნიკური პირობები
გოსტ
5962-67
სპირტი ეთილის რექტიფიცირებული. ტექნიკური პირობები
გოსტ
6709-72
წყალი დისტილირებული. ტექნიკური პირობები
გოსტ
7328-82
მასის საზომები ზოგადი დანიშნულების და სანიმუშო. ტექნიკური პირობები
გოსტ
8050-85
ნახშირორჟანგი გაზისებრი და თხევადი. ტექნიკური პირობები
გოსტ
9293-74
აზოტი თხევადი და გაზობრივი. ტექნიკური პირობები
გოსტ
10652-73
ეთილენდიამინ N, N, N', N'-ტეტრაძმარმჟავას ორჩანაცვლებული ნატრიუმის მარილი (ტრილონ Б)
გოსტ
13273-88
წყლები მინერალური სასმელი სამკურნალო და სამკურნალო-სუფრის. ტექნიკური პირობები
გოსტ
13646-68
თერმომეტრი მინისა ვერცხლისწყლიანი ზუსტი გაზომვებისათვის. ტექნიკური პირობები
გოსტ
14919-83
ელექტროქურები, ელექტროკარადები საყოფაცხოვრებო. ზოგადი ტექნიკური პირობები
გოსტ
18293-72
წყალი სასმელი. ტყვიის, თუთიის, ვერცხლის შემცველობის განსაზღვრის მეთოდები
გოსტ
18963-73
წყალი სასმელი. სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური ანალიზის მეთოდები
გოსტ
19413-89
წყალი სასმელი. სელენის მასური კონცენტრაციის განსაზღვრის მეთოდები
გოსტ
23268.0-91
წყლები მინერალური სასმელი სამკურნალო, სამკურნალო-სუფრის და ბუნებრივი სუფრის. მიღების წესები და სინჯის აღების მეთოდები
გოსტ
23268.1-91
წყლები მინერალური სასმელი სამკურნალო, სამკურნალო-სუფრის და ბუნებრივი სუფრის. ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებისა და ბოთლებში წყლის მოცულობის განსაზღვრის მეთოდები
გოსტ
23268.2-91
წყლები მინერალური სასმელი სამკურნალო, სამკურნალო-სუფრის და ბუნებრივი სუფრის. ნახშირორჟანგის განსაზღვრის მეთოდი
გოსტ
23268.3-78
წყლები მინერალური სასმელი სამკურნალო, სამკურნალო-სუფრის და ბუნებრივი სუფრის. ჰიდროკარბონატ-იონების განსაზღვრის მეთოდები
გოსტ
23268.4-78
წყლები მინერალური სასმელი სამკურნალო, სამკურნალო-სუფრის და ბუნებრივი სუფრის. სულფატ-იონების განსაზღვრის მეთოდი
გოსტ
23268.5-78
წყლები მინერალური სასმელი სამკურნალო, სამკურნალო-სუფრის და ბუნებრივი სუფრის. კალციუმისა და მაგნიუმის იონების განსაზღვრის მეთოდები
გოსტ
23268.6-78
წყლები მინერალური სასმელი სამკურნალო, სამკურნალო-სუფრის და ბუნებრივი სუფრის. ნატრიუმის იონების განსაზღვრის მეთოდები
გოსტ
23268.7-78
წყლები მინერალური სასმელი სამკურნალო, სამკურნალო-სუფრის და ბუნებრივი სუფრის. კალიუმის იონების განსაზღვრის მეთოდები
გოსტ
23268.8-78
წყლები მინერალური სასმელი სამკურნალო, სამკურნალო-სუფრის და ბუნებრივი სუფრის. ნიტრიტ-იონების განსაზღვრის მეთოდები
გოსტ
23268.9-78
წყლები მინერალური სასმელი სამკურნალო და სამკურნალო-სუფრის. ნიტრატ-იონების განსაზღვრის მეთოდები
გოსტ
23268.12-78
წყლები მინერალური სასმელი სამკურნალო, სამკურნალო-სუფრის და ბუნებრივი სუფრის. პერმანგანატული ჟანგვადობის განსაზღვრის მეთოდი
გოსტ
23268.14-78
წყლები მინერალური სასმელი სამკურნალო, სამკურნალო-სუფრის და ბუნებრივი სუფრის. დარიშხანის იონების განსაზღვრის მეთოდები
გოსტ
23268.16-78
წყლები მინერალური სასმელი სამკურნალო, სამკურნალო-სუფრის და ბუნებრივი სუფრის. იოდიდ-იონების განსაზღვრის მეთოდები
გოსტ
23268.17-78
წყლები მინერალური სასმელი სამკურნალო, სამკურნალო-სუფრის და ბუნებრივი სუფრის. ქლორიდ-იონების განსაზღვრის მეთოდები
გოსტ
23268.18-78
წყლები მინერალური სასმელი სამკურნალო, სამკურნალო-სუფრის და ბუნებრივი სუფრის. ფტორიდ-იონების განსაზღვრის მეთოდები
გოსტ
23950-88
წყალი სასმელი. სტრონციუმის მასური კონცენტრაციის განსაზღვრის მეთოდი
გოსტ
24104-88
სასწორები ლაბორატორიული ზოგადი დანიშნულების და სანიმუშო. ზოგადი ტექნიკური პირობები
გოსტ
25336-82
ჭურჭელი და აღჭურვილობა ლაბორატორიული მინისა. ტიპები, ძირითადი პარამეტრები და ზომები
გოსტ
26927-86
ნედლეული და კვების პროდუქტები. ვერცხლისწყლის განსაზღვრის მეთოდი
გოსტ
26933-86
ნედლეული და კვების პროდუქტები. კადმიუმის განსაზღვრის მეთოდები
გოსტ
29169-91
ჭურჭელი ლაბორატორიული მინისა. პიპეტები ერთი ჭდით.
გოსტ
29227-91
ჭურჭელი ლაბორატორიული მინისა. პიპეტები გრადუირებული.
ნაწილი I. ზოგადი მოთხოვნები
ისო
5666-99
წყლის ხარისხი. ვერცხლისწყლის განსაზღვრა
ისო
6058-84
წყლის ხარისხი. კალციუმის კონცენტრაციის განსაზღვრა
ისო
6059-84
წყლის ხარისხი. კალციუმისა და მაგნიუმის ჯამური კონცენტრაციის განსაზღვრა
ისო
6222-99
წყლის ხარისხი. მეზოფილური აერობებისა და ფაკულტატური ანაერობების სიცოცხლისუნარიანი ორგანიზმების რაოდენობის განსაზღვრა
ისო
6332-88
წყლის ხარისხი. რკინის განსაზღვრა
ისო
6333-86
წყლის ხარისხი. მანგანუმის განსაზღვრა
ისო
6340-95
წყლის ხარისხი. სალმონელების განსაზღვრა
ისო
6461-86
წყლის ხარისხი. სულფიტმარედუცირებელი კლოსტრიდიებისა და კლოსტრიდია პერფრიგენსის განსაზღვრა
ისო
6595-82
წყლის ხარისხი. ჯამური დარიშხანის განსაზღვრა
ისო
6658-85
სენსორული ანალიზები. მეთოდოლოგია – ზოგადი სახელმძღვანელო
ისო
6703-4:1985
წყლის ხარისხი. ციანიდების განსაზღვრა
ისო
6777-84
წყლის ხარისხი. ნიტრიტების განსაზღვრა
ისო
7027-99
წყლის ხარისხი. სიმღვრივის განსაზღვრა
ისო
7875-96
წყლის ხარისხი. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების განსაზღვრა
ისო
7887-94
წყლის ხარისხი. ფერის განსაზღვრა
ისო
7890-86
წყლის ხარისხი. ნიტრატების განსაზღვრა
ისო
7899-98
წყლის ხარისხი. ფეკალური სტრეპტოკოკების განსაზღვრა
ისო
8165-92
წყლის ხარისხი. ფენოლის განსაზღვრა
ისო
8288-86
წყლის ხარისხი. კობალტის, ნიკელის, სპილენძის, თუთიის, კადმიუმის და ტყვიის განსაზღვრა
ისო
8360-86
წყლის ხარისხი. ფსეუდომონა აეროგინოზას განსაზღვრა
ისო
8467-93
წყლის ხარისხი. პერმანგანატული ინდექსის განსაზღვრა
ისო
9174-98
წყლის ხარისხი. ქრომის განსაზღვრა
ისო
9297-89
წყლის ხარისხი. ქლორიდების განსაზღვრა
ისო
9308-98
წყლის ხარისხი. ეშერიხია კოლის განსაზღვრა
ისო
9696-92
წყლის ხარისხი. ჯამური a რადიაქტიურობის განსაზღვრა
ისო
9697-92
წყლის ხარისხი. ჯამური b რადიაქტიურობის განსაზღვრა
ისო
9964-93
წყლის ხარისხი. ნატრიუმისა და კალიუმის განსაზღვრა
ისო
9965-93
წყლის ხარისხი. სელენის განსაზღვრა
ისო
10301-97
წყლის ხარისხი. ადვილაქროლადი ჰალოგენორგანული ნახშირწყალბადების განსაზღვრა, გაზ-ქრომატოგრაფიული მეთოდით თხევადი ექსტრაქციის შემდეგ
ისო
10359-92
წყლის ხარისხი. ფტორიდების განსაზღვრა
ისო
10695-2000
წყლის ხარისხი. ორგანული აზოტ- და ფოსფორნაერთების განსაზღვრა გაზ-ქრომატოგრაფიული მეთოდით
ისო
11423-97
წყლის ხარისხი. ბენზოლისა და მისი ნაწარმების რაოდენობრივი განსაზღვრა
ისო
17993-2002
წყლის ხარისხი. 15 პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადის განსაზღვრა მაღალდაყოფისუნარიანი გაზური ქრომატოგრაფიით ფლუორესცენტული დეტექტირებით
3. განმარტებანი
წინამდებარე სტანდარტში გამოყენებულია შემდეგი ტერმინები და მათი განმარტებანი:
ნატურალური მინერალური წყალი – გაბინძურებისაგან ბუნებრივად დაცული, მიწისქვეშა წყლის ერთი საბადოდან წარმოებული (ჩამოსხმული) წყალი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სტაბილური ქიმიური შემადგენლობა, ტემპერატურა, დებიტი და რომლის მარაგი დამტკიცებულია. მისი დამუშავების დროს გამოყენებულია ისეთი ტექნოლოგია, რომელსაც არ შეუძლია გამოიწვიოს მისი ბუნებრივი მიკრობიოლოგიური და ქიმიური შემადგენლობის ცვლილება. ნატურალურ მინერალურ წყალს შეიძლება ჰქონდეს სამკურნალო თვისებები და დადებით ზეგავლენას ახდენდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ბორჯომის მინერალური წყალი – ბორჯომის საბადოს ბუნებრივი მიწისქვეშა მინერალური წყალი, რომელსაც არ აქვს მიცემული სასაქონლო ფორმა.
მინერალური წყალი ,,ბორჯომი“ – ბორჯომის მინერალური წყლის სასაქონლო ფორმა.
არასტაბილური კომპონენტები – კომპონენტები, რომლებიც დაჟანგვის შედეგად წყალში უხსნად ფორმაში გადადიან (რკინა, გოგირდი, დარიშხანი, მანგანუმი).
სამომხმარებლო ტარა – შეფუთვის ელემენტი, რომელშიც აფასოებენ პროდუქციას მომხმარებლისათვის მისაწოდებლად.
4. მახასიათებლები
4.1 ბორჯომის მინერალური წყალი წარმოადგენს ბუნებრივ მიწისქვეშა წყალს, რომელიც ფორმირდება გარკვეულ გეოლოგიურ-სტრუქტურულ, ჰიდროგეოლოგიურ და გეოქიმიურ პირობებში. მინერალური წყლის ,,ბორჯომი“ ჩამოსასხმელად გამოიყენება ბორჯომის საბადოს №№ 1; 25; 37; 38; 41; 54 და 59 ჭაბურღილების წყლები.
4.2 ბორჯომის საბადოს მინერალური წყლის წარმოქმნის თავისებურებები და ფორმირების პირობები განაპირობებენ მის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური მაჩვენებლების სტაბილურობას.
4.3 ბორჯომის მინერალური წყალი თავისი ძირითადი იონების შემცველობის გამო მიეკუთვნება ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლების ჯგუფს.
4.4 ბორჯომის მინერალური წყლის სპეციფიკურ კომპონენტებად ითვლება მისი შემადგენელი შემდეგი მიკროელემენტები: სტრონციუმი, ბორი, ფტორი, იოდი.
4.5 შესაძლებელია მინერალური წყლის ,,ბორჯომი“ რეკომენდება სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით გამოყენებისათვის საქართველოს სანნ 21.9. 002-ის თანახმად (იხ. დანართი ა).
5. ტექნიკური მოთხოვნები
5.1 ორგანოლეპტიკური, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური მაჩვენებლები
5.1.1 მინერალური წყალი ,,ბორჯომი“ უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე სტანდარტის მოთხოვნებს და ჩამოისხას ტექნოლოგიური ინსტრუქციის მიხედვით, დადგენილი წესით დამტკიცებული სანიტარიული ნორმებისა და წესების დაცვით.
5.1.2 ორგანოლეპტიკური თვისებების მიხედვით მინერალური წყალი ,,ბორჯომი“ უნდა შეესაბამებოდეს 1-ლ ცხრილში მოცემულ მოთხოვნებს.
ცხრილი 1
მაჩვენებლის დასახელება
დახასიათება
გარეგანი სახე
გამჭვირვალე სითხე, ნალექისა და უცხო მინარევების გარეშე
სუნი და გემო
უსუნო, ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლების ჯგუფისთვის დამახასიათებელი გემო
ფერი
უფერო
5.1.3 მინერალიზაციისა და ძირითადი იონების შემცველობის მიხედვით მინერალური წყალი ,,ბორჯომი“ უნდა შეესაბამებოდეს მე-2 ცხრილში მოცემულ მოთხოვნებს.
ცხრილი 2
კომპონენტების დასახელება
განზომილება
კონცენტრაცია
კალციუმი (Ca2+)
მგ/ლ
20-150
მაგნუმი (Mg2+)
მგ/ლ
20-150
კალიუმი (K+)
მგ/ლ
15-45
ნატრიუმი (Na+)
მგ/ლ
1000-2000
ჰიდროკარბონატები (HCO3-)
მგ/ლ
3500-5000
ქლორიდები (Cl-)
მგ/ლ
250-500
სულფატები (SO42-)
მგ/ლ
<10
მინერალიზაცია
გ/ლ
5.0-7.5
5.1.4 სპეციფიკური კომპონენტების შემცველობის მიხედვით მინერალური წყალი ,,ბორჯომი” უნდა შეესაბამებოდეს მე-3 ცხრილში მოცემულ მოთხოვნებს.
ცხრილი 3
სპეციფიკური კომპონენტების დასახელება
კონცენტრაცია, მგ/ლ
სტრონციუმი (Sr2+)
4.0-20.0
ფტორიდები (F-)
0.5-10.0
იუდიდები (I-)
0.3 -1.5
ბორატები B(B-ზე გათვლით)
3.0-10.0
5.1.5. მინერალური წყალი ,,ბორჯომი” ნორმირებული კომპონენტების შემადგენლობის მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს მე-4 ცხრილში მოყვანილ ნორმებს.
ცხრილი 4
ნორმირებული კომპონენტების დასახელება
დასაშვები მაქსიმალური კონცენტრაცია, მგ/ლ
დარიშხანი (As)
0.010
ვერცხლისწყალი (Hg)
0.0010
თუთია (Zn)
0.20
კადმიუმი (Cd)
0.003
მანგანუმი (Mn)
0.50
ნიკელი (Ni)
0.020
ნიტრატები (NO3-)
20
ნიტრიტები (NO2-)
1.0
რკინა (Fe)
0.3
სელენი(Se)
0.010
სპილენძი(Cu)
0.20
სტიბიუმი (Sb)
0.0030
ტყვია (Pb)
0.010
ფენოლები
0.001
ქრომი (Cr)
0.050
ციანიდები (CN-)
0.010
მე-11 ცხრილში მოცემული განსაზღვრის სტანდარტული მეთოდიკების გამოყენების დროს მინერალურ წყალში ,,ბორჯომი” არ უნდა ფიქსირდებოდეს: ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, პესტიციდები და პოლიქლორბიფენილები, ნავთობპროდუქტები, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები.
5.1.6. რადიაციული უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით მინერალური წყალი ,,ბორჯომი” უნდა შეესაბამებოდეს მე-5 ცხრილში მოყვანილ მოთხოვნებს.
ცხრილი 5
მაჩვენებლის დასახელება
დასაშვები ნორმა, ბკ/ლ, არა უმეტეს
საერთო a-რადიოაქტიურობა
0.1
საერთო b- რადიოაქტიურობა
1.0
5.1.7. მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით მინერალური წყალი ,,ბორჯომი” უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 ცხრილში მოყვანილ მოთხოვნებს.
ცხრილი 6
მაჩვენებლის დასახელება
მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობა, კწე
მეზოფილურ აერობული და ფაკულტატურ ანაერობული მიკროორგანიზმების რაოდენო-ბა, 1 მლ-ში
220C
100
370C
20
საერთო კოლიფორმული ბაქტერიები,
250 მლ-ში
არ დაიშვება
Escherichia coli, 250 მლ-ში
არ დაიშვება
სულფიტმარედუცირებელი კლოსტრიდები
(Cl perfringens), 50 მლ-ში
არ დაიშვება
Streptococcus faecalis, 250 მლ-ში
არ დაიშვება
Pseudomonas aeruginosa, 250 მლ-ში
არ დაიშვება
პათოგენები, მათ შორის სალმონელები,
100 მლ -ში
არ დაიშვება
5.1.8. მინერალური წყლის ,,ბორჯომი” დასაგაზად იყენებენ ბუნებრივი წარმოშობის ნახშირორჟანგს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს გოსტ 8050-ის მოთხოვნებს. მზა პროდუქციაში ნახშირორჟანგის გაზის მასური კონცენტრაცია უნდა იყოს არანაკლებ 0.3 %-ისა.
5.1.9. მინერალურ წყალში ,,ბორჯომი” პერმანგანატული ჟანგვადობა არ უნდა აღემატებოდეს 3.0 O2 მგ/ლ-ს.
5.1.10. ბორჯომის მინერალური წყლის დამუშავებისას არასტაბილური კომპონენტების მოცილება აერაციის, ფილტრაციისა და დეკანტაციის მეთოდების გამოყენებით დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, რომ აღნიშნული პროცესები არ გამოიწვევს წყლის ტიპის შეცვლას და ძირითადი ქიმიური კომპონენტების შემცველობების წინამდებარე სტანდარტის მოთხოვნებიდან გადახრას. აღნიშნული მეთოდების გამოყენება დასაშვებია მათი უსაფრთხოებისა და კონტროლის შესაძლებლობის დასაბუთების შემდეგ.
5.1.11. დაუშვებელია ბორჯომის მინერალური წყლის ისეთი ტექნოლოგიური დამუშავება, რომელიც გამოიწვევს წყლის ბუნებრივი მიკრობიოლოგიური შედგენილობის ცვლილებას.
5.2. ჩამოსხმა და შეფუთვა
5.2.1. მინერალური წყლის ,,ბორჯომი” ჩამოსხმა დაშვებულია მინის ბოთლებში, აგრეთვე პოლიეთილენტერეფტალატის (პეტ) ბოთლებში და ისეთი მასალისაგან დამზადებულ ჭურჭელში, რომელიც უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის მზა პროდუქციის შენახვის მთლიანი ვადის განმავლობაში და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართულია კვების მრეწველობაში გამოსაყენებლად.
5.2.2. სამომხმარებლო ტარის 10 ერთეულის მინერალური წყლით შევსების საშუალო მნიშვნელობა 200C ტემპერატურაზე უნდა შეესაბამებოდეს ნომინალურ ტევადობას დასაშვები გადახრით:
+5% 0.25 ლ-მდე-ჩათვლით
+4% 0.25 ლ-დან – 0.5 ლ-ჩათვლით
+3% 0.5 ლ-დან – 1.0 ლ-ჩათვლით
+2% 1.0 ლ-დან – 3.0 ლ-ჩათვლით
5.2.3. ბორჯომის მინერალური წყლით შევსებული ბოთლები ჰერმეტულად იხუფება ისეთი მასალისაგან დამზადებული დასახუფი საშუალებებით, რომლის გამოყენება კვების მრეწველობაში ნებადართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
5.2.4. მზა პროდუქცია იფუთება სხვადასხვა მასალისაგან დამზადებულ ყუთებში, თერმოკუმშვად ფირებსა და ისეთი მასალისაგან დამზადებულ პაკეტებში, რომლის გამოყენება კვების მრეწველობაში ნებადართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
5.2.5. მინერალური წყლის ,,ბორჯომი” შეფუთვამ უნდა დაიცვას პროდუქცია დაზიანებისაგან და უზრუნველყოს მისი ხარისხის შენახვა.
5.2.6. თითოეულ პაკეტსა და ყუთში უნდა მოთავსდეს მხოლოდ ერთი ტიპის, ზომისა და ფერის ტარა.
5.3. ნიშანდება
5.3.1. მინერალური წყლის ,,ბორჯომი“ ჩამოსხმულ თითოეულ ბოთლს უნდა ჰქონდეს ეტიკეტი, სადაც აღნიშნული იქნება:
• პროდუქციის დასახელება;
• მინერალური წყლის სახელწოდება;
• წყლის ჯგუფი;
• საბადოს დასახელება და მისი ადგილმდებარეობა;
• მწარმოებლის დასახელება და მისამართი;
• სავაჭრო ნიშანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• შტრიხკოდი;
• ტევადობა;
• ჩამოსხმის თარიღი;
• შენახვის საგარანტიო ვადა და პირობები;
• წინამდებარე სტანდარტის აღნიშვნა;
• სამანიპულაციო ნიშანი – ტარა PET-ის აღნიშვნით (პეტ-ის ბოთლები) არ ექვემდებარება ხელმეორედ გამოყენებას;
• მწარმოებელი ქვეყანა;
• მინერალიზაცია;
• ძირითადი იონური შედგენილობა:
ეტიკეტზე კათიონები და ანიონები მიეთითება შემდეგი თანამიმდევრობით:
კათიონები: Ca2+, Mg2+, K+, Na+
ანიონები: HCO3-, Cl-, SO42-.
5.3.2. დასაშვებია ეტიკეტზე დამატებითი ინფორმაციული მონაცემების აღნიშვნა და დატანა.
5.3.3 საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციისათვის განკუთვნილი მინერალური წყლის ,,ბორჯომი“ ნიშანდება ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებისას ქართულ ენაზე და ერთ-ერთ საერთაშორისო ან დამკვეთის ენაზე.
5.4. ტრანსპორტირება და შენახვა
5.1 მინერალური წყლის ,,ბორჯომი“ ტრანსპორტირება ხდება ნებისმიერი სახის დახურული სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც პროდუქციის დაცვას უზრუნველყოფს დაბინძურებისა და დაზიანებისაგან.
5.2 მინერალური წყლის ,,ბორჯომი“ პროდუქცია უნდა ინახებოდეს მშრალ, დახურულ, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ სასაწყობო სათავსოში, რომელიც კარგად ნიავდება და რომლის ტემპერატურული რეჟიმი 3-დან 30 0C-მდეა.
პროდუქციის ტრანსპორტირების დროს მაქსიმალური ტემპერატურა დასაშვებია 40 0C-მდე.
6. მიღების წესები
6.1. მზა პროდუქციის მიღება ხდება გოსტ 23268.0-ის მიხედვით.
7. გამოცდის მეთოდები
7.1 სინჯების აღების მეთოდი – გოსტ 23268.0-ის მიხედვით.
7.2 მინერალურ წყალში ,,ბორჯომი,, ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების, ძირითადი იონების, სპეციფიკური და ნორმირებული კომპონენტების მასური კონცენტრაციების, აგრეთვე რადიოაქტიურობისა და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრა ხდება მე-7 ცხრილში მოყვანილი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
ცხრილი 7
განსასაზღვრავი კომპონენტი
ნორმატიული დოკუმენტი
გარეგანი სახე
გოსტ
23268.0
ფერი
გოსტ
23268.1
ისო
7887
სუნი
გოსტ
23268.1
ისო
6658
გემო
გოსტ
23268.1
ისო
6658
სიმღვრივე
გოსტ
23268.1
ისო
7027
ნატრიუმი (Na+)
გოსტ
23268.6
ისო
9964-1
კალიუმი (K+)
გოსტ
23268.7
ისო
9964-2
კაციუმი (Ca2+)
გოსტ
23268.5
ისო
6058
მაგნიუმი (Mg2+)
გოსტ
23268.5
ისო
6059
ჰიდროკარბონატი (HCO3-)
გოსტ
23268.3
სულფატები (SO42-)
გოსტ
23268.4
ქლორიდები (Cl-)
გოსტ
23268.17
ისო
9297
ფტორები (F-)
გოსტ
23268.18
ისო
10359-1
სტრონციუმი (Sr2+)
გოსტ
23950
იოდები (I-)
გოსტ
23268.16
ნიტრატები (NO3-)
გოსტ
23268.9
ისო
7890
ნიტრიტები (NO2-)
გოსტ
23268.8
ისო
6777
ციანიდები (CN-)
ისო
6703
კადმიუმი (Cd)
გოსტ
26933
ისო
8288
ნიკელი (Ni)
ისო
8288
ტყვია (Pb)
გოსტ
18293
ისო
8288
ვერცხლისწყალი (Hg)
გოსტ
26927
ისო
5666
სელენი (Se)
გოსტ
19413
ისო
9965
ქრომი (Cr)
ისო
9174
თუთია (Zn)
გოსტ
18293
ისო
8288
რკინა (Fe)
ისო
6332
სპილენძი (Cu)
ისო
8288
მანგანუმი (Mn)
ისო
6333
დარიშხანი (As)
გოსტ
23268.14
ისო
6595
პერმანგანატული ჟანგვადობა
გოსტ
23268.12
ისო
8467
ფენოლი
ისო
8165
მე-7 ცხრილის გაგრძელება
განსასაზღვრავი კომპონენტი
ნორმატიული დოკუმენტი
ფოსფორორგანული პესტიციდები
ისო 10695
ადვილად აქროლადი ჰალოგენშემცველი ნახშირწყალბადები
ისო 10301
ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები
ისო 7875
მონოციკლური არომატული ნახშირწყალბადები
ისო11423
პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები
ისო 17993
საერთო a რადიოაქტიურობა
ისო 9696
საერთო b რადიოაქტიურობა
ისო 9697
მეზოფილურ აერობული და ფაკულტატურ ანაერობული მიკროორგანიზმების რაოდენობა
გოსტ 18963
ისო 6222
საერთო კოლიფორმული ბაქტერიები
გოსტ 18963
ისო 9308
Escherichia coli
გოსტ 18963
ისო 9308
სულფიტმარედუცირებელი კლოსტრიდები
(CI. perfringens)
ისო 6461
Streptococcus faecalis
ისო 7899
Pseudomonas aeruginosa
ისო 8360
პათოგენები, მათ შორის სალმონელა
ისო 6340
7.3 ბორის განსაზღვრა
7.3.1 აპარატურა და რეაქტივები
ანალიზატორი თხევადი ფლუორესცენტული, აღგზნების უბანი 310-325 ნმ. ფლუორესცენციის რეგისტრირების სპექტრის უბანი 350-375 ნმ;
ბორის ხსნარი, სახელმწიფო სტანდარტული ნიმუში (სსნ), ბორის შემცველი 1 მგ/მლ ან ბორატის იონიების ხსნარი, სახელმწიფო სტანდარტული ნიმუში (სსნ), ბორატიონების შემცველი 1 მგ/მლ;
სასწორი ლაბორატორიული ზოგადი დანიშნულების მე-2 კლასის სიზუსტის, აწონვის მაქსიმალური ზღვარით 200 გ, გოსტ 24104-ის მიხედვით;
მასის საზომები გოსტ 7328-ის მიხედვით;
კოლბები საზომი ტევადობით 25, 50,100, 200 და 500 მლ მე-2 კლასის სიზუსტის, გოსტ 1770-ის მიხედვით;
პიპეტები ერთი ჭდით მე-2 კლასის სიზუსტის ტევადობით 5, 10 და 20 მლ გოსტ 29169-ის მიხედვით;
პიპეტები გრადუირებული მე-2 კლასის სიზუსტის ტევადობით 1, 2, 5 და 10 მლ გოსტ 29227-ის მიხედვით;
ჭიქები ქიმიური ტევადობით 100, 250, 500 და 1000 მლ გოსტ 25336-ის მიხედვით;
ძაბრები ლაბორატორიული ვ-36 ან ვ-75 ტიპის, გოსტ 25336-ის მიხედვით;
კოლბები ბრტყელძირა ტევადობით 500 მლ პ-1 ტიპის, გოსტ 25336-ის მიხედვით;
ფილტრები უნაცრო ,,ლურჯი ლენტი“;
ელექტროქურა დახურული სპირალით გოსტ 14919-ის მიხედვით;
წყალი დისტილირებული გოსტ 6709-ის მიხედვით;
ნატრიუმის ჰიდროქსიდი გოსტ 4328-ის მიხედვით, ქიმიურად სუფთა;
ტრილონ ბ (ეთილენდიამინ N, N, N, N’-ტეტრაძმარმჟავას ორჩანაცვლებული ნატრიუმის მარილი, გოსტ 10652-ის მიხედვით, ანალიზისათვის ქიმიურად სუფთა;
ქრომოტროპის მჟავას ორჩანაცვლებული ნატრიუმის მარილი, დაკრისტალებული ორმოლეკულა წყალთან.
7.3.2 ანალიზის ჩატარებისათვის მომზადება
ქრომოტროპის მჟავას ორნატიუმიანი მარილის ხსნარის მომზადება მოლური კონცენტრაციით 0.0025 მოლი/ლ
54,6 მგ ქრომოტროპის მჟავას ორნატრიუმიან მარილს ათავსებენ 50 მლ ტევადობის საზომ კოლბაში, ხსნიან მცირე მოცულობის გამოხდილ წყალში და შემდეგ ავსებენ ჭდემდე.
ხსნარი ინახება ისეთი მინისაგან დამზადებულ ჭურჭელში, რომელიც ბორს არ შეიცავს ან იყენებენ პოლიეთილენის ჭურჭელს. ხსნარს ინახავენ სიბნელეში, ნორმალურ კლიმატურ პირობებში და ის ვარგისია 1 თვის განმავლობაში.
შერეული რეაგენტის მომზადება
5.6 გ ტრილონ ბ-ს ათავსებენ კოლბაში, ხსნიან 50 მლ ცხელ დისტილირებულ წყალში, გაცივების შემდეგ გადააქვთ 100 მლ მოცულობის საზომ კოლბაში, უმატებენ 10 მლ ქრომოტროპის მჟავას ორნატრიუმიან მარილის ხსნარს და ავსებენ ჭდემდე დისტილირებული წყლით. ხსნარი მზადდება უშუალოდ განსაზღვრის წინ.
0.1 მოლი/ლ კონცენტრაციის ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარის მომზადება
1000 მლ მოცულობის საზომ კოლბაში, რომელშიც ჩასხმულია 200-300 მლ დისტილირებული წყალი, ხსნიან 4 გ ნატრიუმის ჰიდროქსიდს და ავსებენ ჭდემდე დისტილირებული წყლით. ნორმალურ კლიმატურ პირობებში პოლიეთილენის ჭურჭელში შენახული ხსნარი ვარგისია 2 თვის განმავლობაში.
ბორის ხსნარის მომზადება
ბორის ხსნარის მომზადება მასური კონცენტრაციით 100 მგ/ლ
50 მლ საზომ კოლბაში ათავსებენ 5 მლ სსნ ბორის ხსნარს, რომლის მასური კონცენტრაციაა 1 მგ/მლ და ავსებენ ჭდემდე დისტილირებული წყლით. ნორმალურ კლიმატურ პირობებში პოლიეთილენის ჭურჭლით შენახული ხსნარი ვარგისია 1 თვის განმავლობაში.
ბორის ხსნარის მომზადება მასური კონცენტრაციით 5 მგ/ლ
100 მლ საზომ კოლბაში ათავსებენ 5 მლ ბორის ხსნარს, რომლის კონცენტრაციაა 100 მგ/ლ და ავსებენ დისტილირებული წყლით ჭდემდე. ნორმალურ კლიმატურ პირობებში პოლიეთილენის ჭურჭელში შენახული ხსნარი ვარგისია 1 კვირის განმავლობაში.
ბორატ-იონის ხსნარის მომზადება
ბორატ-იონის ხსნარის მომზადება მასური კონცენტრაციით 200 მგ/ლ
25 მლ საზომ კოლბაში გადააქვთ 5 მლ სსნ ბორატ-იონის ხსნარი მასური კონცენტრაციით 1 მგ/მლ და ავსებენ ჭდემდე დისტილირებული წყლით. მიღებულ ხსნარში ბორის კონცენტრაციაა 36.7 მგ/ლ. ნორმალურ კლიმატურ პირობებში პოლიეთილენის ჭურჭელში შენახული ხსნარი ვარგისია 2 კვირის განმავლობაში.
ბორატ-იონის ხსნარის მომზადება მასური კონცენტრაციით 20 მგ/ლ
50 მლ საზომ კოლბაში ათავსებენ 5 მლ ბორატის ხსნარს კონცენტრაციით 200 მგ/ლ და ავსებენ დისტილირებული წყლით ჭდემდე. ბორის კონცენტრაცია მიღებულ ხსნარში შეადგენს 3, 67 მგ/ლ. ნორმალურ კლიმატურ პირობებში პოლიეთილენის ჭურჭელში შენახული ხსნარი ვარგისია 1 კვირის განმავლობაში.
7.3.3 ანალიზატორის სამუშაოდ მომზადება და მისი გრადუირება
ხელსაწყოს სამუშაოდ მომზადება ხდება მისი ინსტრუქციის შესაბამისად. ფლუორესცენციული აღგზნება ხდება ტალღის სიგრძის ინტერვალში 310-325 ნმ, ხოლო ფლუორესცენციის რეგისტრირება ინტერვალში 350-375 ნმ.
ანალიზატორის გრადუირება ხდება გრადუირების ხსნარების და ფუჭი სინჯის ფლუორესცენციის ინტენსივობის გაზომვის საშუალებით.
გრადუირებისათვის საჭირო ხსნარების დამზადებისათვის 25 მლ ტევადობის საზომ კოლბაში ათავსებენ 5 მლ ბორის ხსნარს. მასური კონცენტრაციით 5 მგ/ლ ან ბორატ-იონის ხსნარს, კონცენტრაციით 20 მგ/ლ, უმატებენ 5 მლ შერეულ რეაგენტს, კოლბას ჭდემდე ავსებენ ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარით, შეურევენ და მაშინვე ზომავენ ფლუორესცენციის ინტენსივობას I გრად.
ფუჭი სინჯის მოსამზადებლად 25 მლ საზომ კოლბაში ათავსებენ 5 მლ დისტილირებულ წყალს, უმატებენ 5 მლ შერეულ რეაგენტს. ავსებენ ჭდემდე ნატრიუმის ჰიდროქსიდის 0.1 მოლი/ლ ხსნარით, შეურევენ და მაშინვე ზომავენ ფლუორესცენციის ინტენსივობას I 0.
,,ხელით მუშაობის” რეჟიმში ბორის შემცველობის გამოსათვლელად უნდა განისაზღვროს გრადუირების კოეფიციენტი f ფორმულით:
f = Cგრად / I გრად – I0
სადაც, Cგრად არის გრადუირებისათვის გამოყენებულ სინჯში ბორის მასური კონცენტრაცია, მგ/ლ; (Cგრ= 1 მგ/ლ, თუ გამოყენებულია ბორის სტანდარტული ხსნარი კონცენტრაციით 5 მგ/ლ ან 0.73 მგ/ლ, თუ გამოყენებულია ბორატ იონის შემცველი ხსნარი მასური კონცენტრაციით 20 მგ/ლ.
I გრად – გრადუირებისათვის საჭირო ხსნარის ფლუორესცენციული ინტენსივობა, ფარდობითი ერთეული;
I0 – ფუჭი სინჯის ფლუორესცენციული ინტენსივობა, ფარდობითი ერთეული.
7.3.4 ანალიზის მსვლელობა
25 მლ საზომ კოლბებში ათავსებენ 5 მლ წყლის სინჯს, უმატებენ 5 მლ შერეულ რეაგენტს, ავსებენ ჭდემდე ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარით. შეურევენ და მაშინვე ზომავენ ფლუორესცენციულ ინტენსივობას (Iგანსაზ) ან ბორის მასურ კონცენტრაციას Cგანსაზ ანალიზატორის გამოყენებით.
7.3.5 შედეგების დამუშავება
ავტომატური დაგრადუირების რეჟიმით მომუშავე ანალიზატორის გამოყენებისას ბორის მასური კონცენტრაცია სინჯში Cგანსაზ. მგ/ლ ისაზღვრება 7.3.4 პუნქტის შესაბამისად.
,,ხელით რეჟიმში” მომუშავე ანალიზატორის გამოყენებისას ბორის მასური კონცენტრაცია სინჯში Cგანსაზ. მგ/ლ გამოითვლება შემდეგი ფორმულით
Cგანსაზ. = f (Iგასაზ. – I0)
სადაც, f არის გრადუირების კოეფიციენტი, გამოთვლილი ,,ხელით მუშაობის” რეჟიმისთვის;
Iგანსაზ – სინჯის ფლუორესცენციის ინტენსივობა, გაზომილი 7.3.4 პუნქტის შესაბამისად, პირობითი ერთეული;
I0 – ფუჭი სინჯის ფლუორესცენციის ინტენსივობა, ფარდობითი ერთეული.
წყლის სინჯში ბორატ-იონის მასური კონცენტრაციის გამოსათვლელად ბორის მიღებული კონცენტრაციის მნიშვნელობა მრავლდება კოეფიციენტზე 5.4.
7.4 ქლორორგანული პესტიციდების განსაზღვრა
7.4.1 გამზომი საშუალებები, დამხმარე ხელსაწყოები, რეაქტივები.
გაზური ქრომატოგრაფი ელექტრონების წატაცების დეტექტორით (ეწდ). კვარცის კაპილარული სვეტებით – სიგრძით 25-50 მ და შიდა დიამეტრით 0.25-დან 0.50 მმ-მდე. უძრავ ფაზად გამოიყენება სილიკონური ელასტომერები SE ტიპის (მაგ: SE-30, SE-52, SE-54) აპკის სისქით არანაკლებ 0.5 მკმ;
დასაშვებია გამოყენებული იქნეს მინის ჩასაწყობი ქრომატოგრაფიული სვეტები, თეორიული თეფშების მინიმალური რაოდენობით – 1450;
მიკროშპრიცები მშ-10; ტევადობით 10 და 1 მლ ან ანალოგიური;
სასწორი ლაბორატორიული ზოგადი დანიშნულების მე-2 კლასის სიზუსტის, აწონვის მაქსიმალური ზღვარით 200 გ გოსტ 24104-ის მიხედვით;
კოლბები საზომი მიხეხილ საცობიანი ტევადობით 100 მლ გოსტ 1770-ის მიხედვით;
ცილინდრები საზომი ტევადობით 100, 500, 1000 მლ გოსტ 1770-ის მიხედვით;
სახაზავი გამზომი მეტალისა (0-250 მმ) დიაპაზონით;
როტაციული ამაორთქლებელი ნებისმიერი ტიპის;
ძაბრები გამყოფი ტევადობით 100, 1000 მლ;
ჭურჭელი ლაბორატორიული მინისა გოსტ 25336-ის მიხედვით;
სინჯარები გრადუირებული მინისა ტევადობით 5, 10 მლ, გოსტ 1770-ის მიხედვით;
პიპეტები გრადუირებული ტევადობით 1, 2, 5, 10 მლ გოსტ 29227-ის მიხედვით;
ნ-ჰექსანი, ანალიზისთვის სუფთა;
ნატრიუმის სულფატი უწყლო, სუფთა გოსტ 4166-ის მიხედვით;
გოგირდმჟავა, ქიმიურად სუფთა გოსტ 4204-ის მიხედვით;
ინდიკატორის ქაღალდი pH კონტროლისთვის;
სპირტი ეთილის რექტიფიცირებული გოსტ 5962-ის მიხედვით;
წყალი დისტილირებული გოსტ 6709-ის მიხედვით;
აზოტი გაზისებრი, განსაკუთრებულად სუფთა გოსტ 9293-ის მიხედვით;
ალფა-ჰექსაქლორციკლოჰექსანი (ალფა-ჰქცჰ) ძირითადი ნივთიერების არანაკლებ 90% შემცველი ან სახელმწიფო სტანდარტული ნიმუში (სსნ);
ბეტა-ჰექსაქლორციკლოჰექსანი (ბეტა-ჰქცჰ) ძირითადი ნივთიერების არანაკლებ 90% შემცველი ან სახელმწიფო სტანდარტული ნიმუში (სსნ);
გამა-ჰექსაქლორციკლოჰექსანი (გამა-ჰქცჰ) ძირითადი ნივთიერების არანაკლებ 90% შემცველი ან სახელმწიფო სტანდარტული ნიმუში (სსნ);
ალდრინი ძირითადი ნივთიერების არანაკლებ 90% შემცველი ან სახელმწიფო სტანდარტული ნიმუში (სსნ);
4.4I – დიქლორდიფენილტრიქლორეთანი (დდტ), ძირითადი ნივთიერების არანაკლებ 90% შემცველი ან სახელმწიფო სტანდარტული ნიმუში (სსნ);
4.4I - დიქლორდიფენილდიქლორეთანი (დდდ), ძირითადი ნივთიერების არანაკლებ 90% შემცველი ან სახელმწიფო სტანდარტული ნიმუში (სსნ);
4.4I - დიქლორდიფენილდიქლორეთილენი (დდე), ძირითადი ნივთიერების არანაკლებ 90% შემცველი ან სახელმწიფო სტანდარტული ნიმუში (სსნ);
ჰექსაქლორბენზოლი, ძირითადი ნივთიერებების არანაკლებ 90% შემცველი ან სახელმწიფო სტანდარტული ნიმუში (სსნ);
ჰეპტაქლორი, ძირითადი ნივთიერებების არანაკლებ 90% შემცველი ან სახელმწიფო სტანდარტული ნიმუში (სსნ).
7.4.2 ანალიზის ჩატარებისათვის მომზადება
მინის სვეტის მომზადება
მინის სვეტს, რომლის სიგრძეა 1–2 მ და შიგა დიამეტრი 3 მმ, წინასწარ კარგად რეცხავენ ქრომის ნარევით, დისტილირებული წყლით, ეთილის სპირტით, დიეთილის ეთერით. შემდეგ არ აშრობენ, დეტექტორთან მისაერთებელ ბოლოში ათავსებენ მინის ბამბას, ავსებენ სორბენტით – ქრომატონით NAW DMCS (მარცვლების ზომით 0.16–0.22 მმ) და SE ტიპის (ელასტომერის SE -30, ელასტომერის SE -52 ან მსგავსი) 5% სილიკონური ელასტომერით. სორბენტის მასა შეადგენს 7.5–15გ სვეტის სიგრძის მიხედვით. შემდეგ მას ათავსებენ ქრომატოგრაფის სვეტების თერმოსტატში. მზა სვეტს აცხელებენ ქრომატოგრაფის თერმოსტატში გაზმატარებლის არეში, აქროლადი ნაერთების მოსაცილებლად, ერთი ბოლო მიერთებულია სინჯის შესატან ბლოკში. დეტექტორის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად სვეტის მეორე ბოლოს არ უერთებენ დეტექტორს. თერმოსტატის ტემპერატურას აყენებენ 25–300C-ით მეტს ქრომატოგრაფირების ტემპერატურაზე და ატარებენ სვეტში გაზმატარებელს 24–48 საათის განმავლობაში, გაზის სიჩქარეა 50–60 სმ3/წთ.
ქრომატოგრაფის მომზადება ხდება შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით.
ქრომატოგრაფის გრადუირება
კაპილარული სვეტების გამოყენებისას ქრომატოგრაფის გრადუირება ხდება ქრომატოგრაფირების შემდეგი რეჟიმის პირობებში: დეტექტორის ტემპერატურა – 270–290C, ამაორთქლებელის – 230 0C.
ტემპერატურის ორსაფეხურებრივი დაპროგრამება:
სვეტის საწყისი ტემპერატურა – 150 0C, ამ ტემპერატურაზე ანალიზის დრო 2 წთ; ტემპერატურის მატების სიჩქარე – 5 0C/წთ; სვეტის საბოლოო ტემპერატურა – 250 0C; საბოლოო ტემპერატურის შენარჩუნების დრო – 6 წთ; სვეტში გაზ-მატარებლის (აზოტი) გატარების სიჩქარე – 1-2 მლ/წთ;
გაზ-მატარებლის ნაკადის სიჩქარე ვარდნისას – 38-39 მლ/წთ; ელექტრონების წატაცების დეტექტორში აირის გატარების სიჩქარე – 40 მლ/წთ;
ქრომატოგრაფში შეტანილი საანალიზო სინჯის მოცულობა – 1 მკლ;
მინის ჩასაწყობი სვეტებიანი ქრომატოგრაფის გრადუირებისას საჭიროა შემდეგი ქრომატოგრაფიული პირობების დაცვა:
სვეტების თერმოსტატის, დეტექტორის და ამაორთქლებლის ტემპერატურებია შესაბამისად 190, 240 და 230 0C;
სვეტში გაზ-მატარებლის სიჩქარეა 40 მლ/წთ.
გრადუირებისათვის საჭირო ხსნარების მომზადება
თითოეული პესტიციდის საწყის ხსნარებს ამზადებენ მოცულობითი და წონითი მეთოდებით. იყენებენ ან სუფთა ქიმიურ ნივთიერებებს ან სსნ-ს. წინასწარ აწონილ საათის მინაზე წონიან 10 მგ პესტიციდს, გადააქვთ 100 მლ-ან საზომ კოლბაში, ხსნიან 10-15 მლ ნ-ჰექსანში, ჭდემდე ავსებენ ნ-ჰექანით ისე, რომ მენისკის ქვედა ბოლო ეხებოდეს კოლბის ჭდის ზედა ბოლოს. მიღებული ხსნარის კონცენტრაცია – 100 მკგ/მლ. შემდეგ პიპეტით იღებენ მოცემული კონცენტრაციის ხსნარების თითო მლ-ს ყველა საზომი კოლბიდან, გარდა ჰეპტაქლორიანი კოლბისა (მისგან იღებენ 0.2 მლ ხსნარს), გადააქვთ 100 მლ ტევადობის საზომ კოლბაში. უმატებენ ჭდემდე ნ-ჰექანს. მიღებულ (საწყის) ხსნარში თითოეული პესტიციდის კონცენტრაცია შეადგენს 1 მკგ/მლ (ჰეპტაქლორისა – 0.2მკგ/მლ). ხსნარები ვარგისია 2 თვის განმავლობაში 4 0C შენახვისას.
გრადუირების ხსნარები მზადდება ზემოთ მოყვანილი მეთოდით მღებული საწყისი ხსნარის განზავებით, 10 მლ-იან მიხეხილ საცობიან სინჯარებში გადააქვთ საწყისი ხსნარები და გამხსნელი (ნ-ჰექსანი) მე-8 ცხრილში მოცემული განსაზღვრული მოცულობების მიხედვით.
ცხრილი 8
კომპონენტთა დასახელება გრადუირების ხსნარებში
გრადუირების ხსნარებში კომპონენტთა კონცენტრაცია
საწყის ხსნარის მოცულობისას, მლ
1
1
1
0.5
გამხსნელის ნ-ჰექსანის მოცულობისას, მლ
-
1
9
9.5
გრადუირების ხსნარის ნომერი
1 (საწყისი)
2
3
4
ალფა-ჰქცჰ
1
0.5
0.1
0.05
ბეტა-ჰქცჰ
1
0.5
0.1
0.05
გამა-ჰქცჰ
1
0.5
0.1
0.05
ალდრინი
1
0.5
0.1
0.05
დდტ
1
0.5
0.1
0.05
დდე
1
0.5
0.1
0.05
დდდ
1
0.5
0.1
0.05
ჰექსაქლორბენზოლი
1
0.5
0.1
0.05
ჰეპტაქლორი
0.2
0.1
0.02
0.01
გრადუირების ხსნარებს ინახავენ მიხეხილ საცობიან სინჯარებში 40C -ზე დამზადებიდან არა უგვიანეს 1 თვის განმავლობაში.
გრადუირების ჩატარება დასაშვებია სხვადასხვა კონცენტრაციის არანაკლებ ოთხი ხსნარის გამოყენებით, რომელშიაც პესტიციდთა მასური კონცენტრაციები უნდა შეესაბამებოდეს მე-9 ცხრილში მოცემულ სიდიდეებს.
ცხრილი 9
გრადუირების ხსნარების კომპონენტების დასახელება
გრადუირების ხსნარების კონცენტრაცია მკგ/მლ
ალფა-ჰქცჰ
0.05 –დან 1.5 ჩათვლით
ბეტა-ჰქცჰ
0.06 –დან 1.2 ჩათვლით
გამა-ჰქცჰ
0.05 –დან 1.0 ჩათვლით
ალდრინი
0.03 –დან 1.0 ჩათვლით
დდტ
0.06 –დან 1.0 ჩათვლით
დდე
0.06 –დან 1.2 ჩათვლით
დდდ
0.05 –დან 1.5 ჩათვლით
ჰექსაქლორბენზოლი
0.05 –დან 1.0 ჩათვლით
ჰეპტაქლორი
0.01 –დან 1.0 ჩათვლით
პესტიციდთა იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი შეკავების აბსოლუტური დროის განსაზღვრისათვის ატარებენ გრადუირების ხსნარების არანაკლებ 5 ანალიზს. თითოეული კომპონენტისათვის გამოთვლიან შეკავების საშუალო დროს და საშუალო კვადრატულ გადახრას, რომლის ფარდობითი მნიშვნელობა არ უნდა აღემატებოდეს 0.5%. 0.5%-ზე მაღალი მნიშვნელობა მიუთითებს ქრომატოგრაფიული ანალიზის პროცედურის დარღვევაზე.
თითოეული კომპონენტის შეკავების ფარდობით დროს განსაზღვრავენ მისი შეკავების აბსოლიტური დროის შეფარდებით ალდრინის შეკავების აბსოლიტურ დროსთან.
ქრომატოგრაფის სინჯის შესატან ბლოკში მიკროშპრიცით შეჰყავთ 1 მკლ პესტიციდთა გრადუირების ხსნარები კომპონენტის კონცენტრაციის მზარდი რაოდენობით. თითოეული გრადუირების ხსნარის ქრომატოგრაფიულ ანალიზს ატარებენ არანაკლებ 3-ჯერ. საანალიზო ნივთიერებების შეკავების დროს განსაზღვრავენ შემდეგნაირად: ქრომატოგრამაზე ზომავენ მანძილს სინჯის შეტანის მომენტიდან იმ პერპენდიკულარამდე, რომელიც დაშვებულია თითოეული პესტიციდის პიკის წვერიდან
საბაზისო ხაზის გადაკვეთამდე, შემდეგ გამოთვლიან ქრომატოგრაფიული პიკების ფართობების (ან სიმაღლეების) საშუალო მნიშვნელობებს.
გრადუირების გრაფიკის ასაგებად ორდინატთა ღერძზე იღებენ პიკების ფართობების (ან სიმაღლეების) საშუალო მნიშვნელობებს, ხოლო აბსცისთა ღერძზე სვეტში შეტანილ ალიქვოტურ ნაწილში კომპონენტების მასებს (მკგ-ში). ეს უკანასკნელი გამოითვლება გრადუირების ხსნარში კონკრეტული პესტიციდის კონცენტრაციის მნიშვნელობის ნამრავლით ქრომატოგრაფში შეტანილი ხსნარის მოცულობაზე (1 მკლ). მიღებული დამოკიდებულება უნდა იყოს სწორხაზოვანი. დასაშვებია არა უმეტეს 7%-იანი გადახრა. სამუშაო გრადუირების პარამეტრებს ამოწმებენ ყოველ სამუშაო დღეს ატესტირებული 1-2 ხსნარის ანალიზით. თუ მიღებული შედეგები გრადუირებისაგან 25%-ზე მეტად განსხვავდება, გრადუირებას ატარებენ თავიდან ახლადდამზადებული ხსნარების გამოყენებით.
7.4.3 სინჯის საანალიზოდ მომზადება
ლაბორატორიულ ჭურჭელს რეცხავენ ქრომის ნარევით. ავლებენ ონკანის და შემდეგ დისტილირებული წყლით და აშრობენ 120-150 0C.
1000 მლ წყლის სინჯს ათავსებენ გამყოფ ძაბრში, უმატებენ 30 მლ ნ-ჰექსანს და ენერგიულად ანჯღრევენ 3 წთ განმავლობაში. ექსტრაქციის დროს ემულსიის წარმოქმნისას ნარევს უმატებენ მცირე რაოდენობა ეთილის სპირტს. ფაზების განშრევების შემდეგ ჰექსანის ფენას გადაიტანენ კონუსურ კოლბაში, ხოლო წყალფაზას უმატებენ ახალ ულუფას 20 მლ ნ-ჰექსანს კიდევ ორჯერ და ატარებენ ექსტრაქციას. ექსტრაქტებს აერთიანებენ.
მიღებული ექსტრაქტები გადააქვთ 100 მლ-იან გამყოფ ძაბრში, უმატებენ 10 მლ გოგირდმჟავას. (გოგირდმჟავა წინასწარ გაჯერებულია უწყლო ნატრიუმის სულფატით) და ფრთხილად ანჯღრევენ. აცილებენ ქვედა ფენას და ასეთ დამუშავებას აგრძელებენ მანამ, სანამ მჟავა არ გახდება უფერო. გასუფთავებული ჰექსანის ექსტრაქტს გამყოფ ძაბრში რეცხავენ მცირე ულუფებით (დაახლოებით 10 მლ) დისტილირებული წყლით, ნარეცხი წყლის ნეიტრალურ რეაქციამდე. ექსტრაქტს უწყლო ნატრიუმის სულფატთან ერთად ასხავენ ძაბრიდან, ძაბრს ავლებენ მცირე რაოდენობა ნ-ჰექსანს, უმატებენ გაერთიანეულ ექსტრაქტს და როტაციული ამაორთქლებლის საშუალებით გამხსნელს აორთქლებენ 0.1-0.2 მლ-მდე, შემდეგ აშრობენ ჰაერზე. მშრალ ნაშთს ხსნიან 1 მლ ნ-ჰექსანში და იყენებენ ქრომატოგრაფში შესატანად.
წყლის იმ სინჯების ანალიზისას, რომლებშიც პესტიციდთა კონცენტრაცია ორჯერ აღემატება ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციებს, აორთქლებას არ იყენებენ, და გაზომავენ რა მის მოცულობას, კონცენტრაციის შემდეგი გამოთვლებისათვის გამოიყენებენ ქრომატოგრაფში შესატანად.
ანალოგიურად ამზადებენ ფუჭ სინჯს. იყენებენ რა 1000 მლ დისტილირებულ წყალს.
7.4.4 ანალიზის მსვლელობა
ანალიზს ატარებენ თავი 7.4.2-ის შესაბამისად.
საანალიზო ნიმუშების ანალიზის წინ ატარებენ ფუჭი სინჯის ქრომატოგრაფირებას. პიკების სიმაღლე ან საანალიზო კომპონენტთან ერთად ექსტრაგირებული ხელის შემშლელი ნივთიერებების გამოთვლილი კონცენტრაციები არ უნდა აღემატებოდეს ამ კომპონენტების განსაზღვრის ქვედა ზღვრის მნიშვნელობების 5%-ს.
გრადუირების გრაფიკის კონტროლისთვის მიკროშპრიცით შეაქვთ 1 მკლ პესტიციდების გრადუირების ხსნარები. თუ მიღებული შედეგები ემთხვევა გრადუირებას, მაშინ 1-2 მკლ ნ-ჰექსანის (სვეტის გარეცხვისათვის) შეტანის შემდეგ შეაქვთ 1 მკლ გასუფთავებული ექსტრაქტი.
თითოეული ექსტრაქტის ანალიზს ატარებენ არანაკლებ ორჯერ. პესტიციდების იდენტიფიკაციას ახდენენ შეკავების დროის თანმთხვევით, ის 1 %-ზე მეტად არ უნდა განსხვავდებოდეს გრადუირებით დადგენილისაგან.
რაოდენობრივი ანალიზისათვის განსაზღვრავენ პიკების ფართობს, იყენებენ რა, ინტეგრატორს ან პიკის სიმაღლეს ზომავენ სახაზავით. პიკის სიმაღლეს ზომავენ ქრომატოგრამაზე 0.5 მმ სიზუსტით. ქრომატოგრამის ხელით დამუშავებისას რეგისტრაციისთვის მასშტაბს იღებენ ისეთს, რომ პიკის სიმაღლე იყოს დიაგრამის ლენტის სიგანის 1/3.
შენიშვნა: თუ კომპონენტის კონცენტრაცია სინჯის ექსტრაქტში აღემატება გრადუირების მახასიათებლის ზედა მნიშვნელობის 0.8 ნაწილს, ექსტრაქტს ანზავებენ ნ-ჰექსანით 2-3-ჯერ და იმეორებენ გაზომვებს.
7.4.5. შედეგების დამუშავება
პიკების იდენტიფიკაცია ქრომატოგრამაზე ხდება კომპონენტების შეკავების დროის მიხედვით. შეკავების აბსოლუტური დროის გადახრა გრადუირებით დადგენილისაგან არ უნდა აღემატებოდეს 1.5%-ს, ხოლო შეკავების ფარდობითი დროისათვის – 1%-ს.
გამოთვლიან პიკების ფართობის ან სიმაღლის და შეკავების დროის საშუალო მნიშვნელობებს.
გრადუირების გრაფიკის მიხედვით განსაზღვრავენ პესტიციდის მასას A, მკგ, ქრომატოგრაფში შეტანილი ექსტრაქტის ალიქვოტურ ნაწილში.
წყლის სინჯში თითოეული პესტიციდის მასური კონცენტრაცია X, მკგ/ლ განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
X = AV2 / V1V3R
სადაც, A არის შესაბამისი კომპონენტის მასა ექსტრაქტის ალიქვოტში, რომელიც
შეტანილია ქრომატოგრაფში, მკგ;
V1 – ქრომატოგრაფში შეტანილი ექსტრაქტის ალიქვოტის მოცულობა, ლ;
V2 – ექსტრაქტის სინჯის საერთო მოცულობა, ლ;
V3 – ექსტრაქციისათვის აღებული წყლის სინჯის მოცულობა, ლ;
R – გამოწვლილვის კოეფიციენტი, მოცემულია მე-10 ცხრილში.
ცხრილი 10
პესტიციდის დასახელება
გამოწვლილვის კოეფიციენტი, ღ
ალფა-ჰქცჰ
0.97
ბეტა-ჰქცჰ
0.94
გამა-ჰქცჰ
0.94
ალდრინი
0.94
დდტ
0.97
დდე
0.98
დდდ
0.96
ჰექსაქლორბენზოლი
0.97
ჰეპტაქლორი
0.96
სინჯში პესტიციდების იდენტიფიკაცია და გამოთვლა შესაძლებელია ქრომატოგრაფიული მონაცემების დამუშავების პროგრამების საშუალებით, ქრომატოგრაფთან მიერთებული კომპიუტერების გამოყენებით.
7.5 მინის ბოთლებში ნახშირორჟანგის მასური წილის განსაზღვრა – გოსტ 23268.2-ის მიხედვით.
7.6 პეტ-ის ბოთლებში ნახშირორჟანგის მასური წილის განსაზღვრა
7.6.1 აპარატურა:
მანომეტრი გოსტ 2405-ის მიხედვით სიზუსტის კლასით – 2.5 და გაზომვის ზღვრით არა უმეტეს 0.6 მპა (6კგ/სმ2) ან სხვა ანალოგიური ხელსაწყოები, რომლებიც უზრუნველყოფენ გაზომვის სიზუსტეს;
თერმომეტრი ვერცხლისწყლის მინის ლაბორატორიული გაზომვის ზღვრებით 0–1000 C და დანაყოფის სკალით 10 C გოსტ 13646-ის მიხედვით.
7.6.2 ანალიზის ჩატარება
ხელის დაჭერით ტრავერსის (2) ზამბარებიანი ბერკეტი (1) გადაყავთ ზემო მდგომარეობაში. მინერალური წყლით სავსე ბოთლს ათავსებენ ხელსაწყოს ფუძის (3) ცენტრში. ტრავერსს უშვებენ ბოთლზე ისე, რომ ნემსი (4) საცობის გახვრეტის შემდეგ შევიდეს ბოთლის შიგნით. იკუმშება შემამჭიდროებელი (5) და ბოთლი კარგავს ჰერმეტიზაციას, ამასთან ერთად ბოთლში მოთავსებული გაზი მიეწოდება მანომეტრს (6). ბოთლის გაზური სივრციდან ჰაერის გამოსადევნად ერთი წამით ხსნიან ნემსის ვენტილს (7) განსაზღვრის შედეგებზე გავლენის მოხდენის გამოსარიცხად. შემდეგ ხელსაწყოს ბოთლიანად ძლიერად ანჯღრევენ მანომეტრის ისრის მოძრაობის შეწყვეტამდე. რწმუნდებიან სისტემის ჰერმეტულობაში (სისტემის ჰერმეტულობისას მანომეტრის ისარი 2 წუთის განმავლობაში უნდა იყოს უმოძრაო), აფიქსირებენ მანომეტრის ჩვენებას. წნევის გაზომვის შემდეგ აღებენ ნემსიან ვენტილს და აგდებენ ბოთლში წნევას. აწვებიან ბერკეტებს, აყენებენ ტრავერსს ზედა მდგომარეობაში, ხსნიან ბოთლს ხელსაწყოს ფუძიდან და თერმომეტრით ზომავენ ბოთლში მინერალური წყლის ტემპერატურას.
პეტ-ის ბოთლებში ნახშირორჟანგის მასური წილის განსაზღვრის მოწყობილობა
1 – ზამბარიანი ბერკეტი; 2 – ტრავერსი; 3 – ხელსაწყოს ფუძე; 4 – ნემსი; 5 – შემამჭიდროებელი; 6 – მანომეტრი; 7 – ნემსის ვენტილი
7.6.3 შედეგების დამუშავება
მინერალურ წყალში ნახშირორჟანგის მასური წილი, რომელიც დამოკიდებულია გაზომილი წნევისა და ტემპერატურის სიდიდეზე, მიიღება მე-11 ცხრილის მიხედვით.
ცხრილი 11
ნახშირჟანგის მასური წილის განსაზღვრა %-ში (მასა) შესაბამისი წნევისა (კგ/სმ2) და ტემპერატურის 0C პირობებში
7.7 მინის ბოთლების შევსების დონის განსაზღვრა – გოსტ 23268.1-ის მიხედვით
7.8 პეტ-ის ბოთლების შევსების დონის განსაზღვრა
7.8.1 აპარატურა
სასწორი ლაბორატორიული საერთო დანიშნულების გოსტ 24104-ის მიხედვით, გაზომვის დიდი დიაპაზონით 5 კგ-ის წონის საგნების ასაწონად და გაზომვის დასაშვები ცდომილებით, არა უმეტეს 375 მგ.
თერმომეტრი ვერცხლისწყლის მინის ლაბორატორიული გაზომვის ზღვრებით 0–1000 C და დანაყოფის შკალით 10 C გოსტ 13646-ის მიხედვით.
7.8.2 ანალიზის ჩატარება
ანალიზისათვის განკუთვნილ ,,ბორჯომის“ მინერალურწყლიან თითოეულ ბოთლს წონიან ლაბორატორიულ სასწორზე 1.0 გ-ის სიზუსტით.
7.8.3 შედეგების დამუშავება
,,ბორჯომი“-ს მინერალურწყლიან ბოთლების საშუალო მასას გრამებში განსაზღვრავენ შემდეგი ფორმულით:
სადაც x1 არის მინერალური წყლის თითოეული ბოთლის მასა, გ.
n – ანალიზისათვის განკუთვნილი ბოთლების რაოდენობა.
ბოთლებში არსებული მინერალური წყლის საშუალო მოცულობა გამოითვლება ფორმულით:
სადაც m არის ანალიზისათვის განკუთვნილი საცობიანი ბოთლის საშუალო მასა, გ;
d – მინერალური წყლის სიმკვრივე გ/სმ3, რომელიც 1-ის ტოლადაა მიჩნეული.
ჩამოსხმული მინერალური წყლის ,,ბორჯომის” მოცულობის საბოლოო შედეგის განსაზღვრის მიზნით იღებენ 10 ბოთლის შევსების მოცულობის საშუალო არითმეტიკულ მნიშვნელობას მლ-ში. გამოთვლიან გადახრის სიდიდეს პროცენტებში ბოთლის ნომინალური ტევადობიდან გამომდინარე და აფასებენ მას წინამდებარე სტანდარტის პ.პ. 5.2.2.-ის შესაბამისად.
8. დამამზადებლის გარანტია
8.1 დამამზადებელი იძლევა მინერალური წყლის ,,ბორჯომის” წინამდებარე სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის გარანტიას, თუ დაცული იქნება ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები.
8.2 მინერალური წყლის ,,ბორჯომის” შენახვის საგარანტიო ვადაა მისი ჩამოსხმიდან:
– მინის ბოთლებში 24 თვე;
– პეტ-ის ბოთლებში 12 თვე.
დანართი ა
რეკომენდაციები ნატურალური მინერალური წყლის ,,ბორჯომის” სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულებით გამოყენების მიზნით
ნატურალური მინერალური წყალი ,,ბორჯომი” შეიძლება იყოს რეკომენდებული შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
საყლაპავი მილის მსუბუქი და საშუალო ხარისხის ანთებები გამწვავების ფაზის გარეშე; ქრონიკული გასტრიტი: შენარჩუნებული და მომატებული სეკრეციული ფუნქციით, გამწვავების ფაზის გარეშე; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, რემისიისა და არასრული რემისიის ფაზაში, სისხლდენისადმი მიდრეკილების გარეშე; ქრონიკული კოლიტი და ენტეროკოლიტი (ტუბერკულოზური, სტენოზური და ბაქტერიოლოგიური წარმოშობის გარდა) გამწვავების ფაზის გარეშე; ინფექციური და ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციების უმნიშვნელო გადახრებით; ქრონიკული ქოლეცისტიტი და ქრონიკული ქოლანგიტი; ნაღველკენჭოვანი დაავადება ინფექციით გართულებისა და ხშირი გამწვავებების გარეშე; ქრონიკული პანკრეატიტი (ტუბერკულოზურის გარდა), ხშირი გამწვავების გარეშე; გულის ქრონიკული იშემიური დაავადება, ეკგ-ზე პათოლოგიური ცვლილებების გარეშე; ენდოკრინული ეთიოლოგიისა და ალიმენტარული სიმსუქნე, ნერვოგენური წარმოშობის ცხიმოვანი ცვლის მოშლა; მსუბუქი და საშუალო ხარისხის შაქრიანი დიაბეტი აციდოზისაკენ მიდრეკილების გარეშე.
ეტიკეტზე შესაძლებელია დატანილ იქნეს სამკურნალო დანიშნულების მხოლოდ განზოგადებული ჩვენებები.