1. მერიის შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;
ბ) სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენების და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დღეს, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, მერიაში ყოფნის პირობები და წესი;
დ) სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული განკარგულების საჯარო მოსამსახურეებისთვის გაცნობის წესი;
ე) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ვ) საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი;
ზ) სამსახურებრივი მივლინებისა და შვებულების გაფორმების წესი;
თ) საჯარო მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი;
ი) პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპი. შევიწროების და დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები და მათი დაცვა;
კ) შრომითი გასამრჯელოს მიღების ვადა, ფორმა და წესი.
2. მერიის შინაგანაწესს ამტკიცებს და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მერი.
3. მერი ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით), აგრეთვე უზრუნველყოს საჯარო მოსამსახურის მიერ ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობ