გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 11.12.2023
ძალაში შესვლა 01.07.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №476
სარეგისტრაციო კოდი 400010020.10.003.024309
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2023
matsne.gov.ge 214 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.12.2023 მიღება
01.07.2024 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მეზღვაურთა შრომის შესახებ საქართველოს კანონი 83% 31.05.2023 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 80% 08.11.2016 ნაოსნობის ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 79% 04.09.2023 „გემის რიგითი ელექტროტეკნიკოსის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის აღიარების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 79% 10.08.2020 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 79% 17.10.2024

დოკუმენტის ტექსტი

გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №476 2023 წლის 11 დეკემბერი ქ. თბილისი გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მესამე პუნქტისა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალი გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურისთვის აკრძალულია: ა) ბიჭებისათვის 10 კგ-ზე მეტი, ხოლო გოგონებისათვის 4 კგ-ზე მეტი  წონის  ტვირთის ან საგნების აწევა, გადაადგილება ან გადატანა; ბ) საქვაბეებში, ავზებსა და კოფერდამებში შესვლა; გ) ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედების ქვეშ სამუშაოს შესრულება; დ) ამწისა და სხვა ძალოვანი მექანიზმებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება ან ასეთი მექანიზმების/მოწყობილობების ოპერატორებისთვის მესიგნალის ფუნქციების შესრულება; ე) გემის მიბმასთან ან ღუზის ჩაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება; ვ) სატაკელაჟო სამუშაოების  შესრულება; ზ) არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში სიმაღლეზე ან გემბანზე მუშაობა; თ) ღამის ცვლაში  ვახტის გაწევა; ი) ელექტრომოწყობილობების მომსახურება; კ) პოტენციურად მავნე  ნივთიერებებთან ან ფიზიკურ აგენტებთან კონტაქტი, როგორებიცაა საშიში ან ტოქსიკური ნივთიერებები, ან მაიონებელი  გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;   ლ) კამბუზის  დანადგარების გასუფთავებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება; მ) გემზე არსებული ნავების მოვლასთან ან მართვასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება.