„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საჯარო რეესტრის შესახებ 19.12.2008
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების შეცვლა გულისხმობს საწარმოს დაშლის, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების, გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების ან შეწყვეტის, ლიკვიდატორის, რეაბილიტაციის ზედამხედველის ან გაკოტრების მმართველის ან სადამფუძნებლო შეთანხმების ცვლილების შესახებ ინფორმაციისა და ამ მუხლის 51, 52, 53 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასახვას.“;
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51−53 პუნქტები:
„51. „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში აისახება ინფორმაცია პროგრამის ადმინისტრატორის/პროგრამის ლიკვიდატორის დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ.
52. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში აისახება ინფორმაცია საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდის ლიკვიდაციის დაწყების/დასრულების და მისი ლიკვიდატორის დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ.
53. „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში აისახება ინფორმაცია იმავე კანონის საფუძველზე ავტორიზებული სეკიურიტიზაციის კომპანიის განყოფილების ლიკვიდაციის დაწყების/დასრულების და მისი ლიკვიდატორის დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან.
თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N3934-XIIIმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.12.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3934-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 040150000.05.001.102199.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3934-XIIIმს-Xმპ, 15.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 040150000.05.001.102199 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5997598/