„სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 21 აგვისტოს №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №51 |
|
2023 წლის 19 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 21 აგვისტოს №3 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 22.08.2019, 040170050.57.069.016151) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ წესის მიზნებისთვის, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრებია: ა) ერთგვაროვანი საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში – 143 000 ევროს ეკვივალენტი ლარში, შესყიდვის გამოცხადების დღისთვის/გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით; ბ) ერთგვაროვანი სამუშაოს შემთხვევაში – 5 538 000 ევროს ეკვივალენტი ლარში, შესყიდვის გამოცხადების დღისთვის/გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|