⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2025)
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
ძალის დაკარგვა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №3973-XIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი 120090000.09.001.016768
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/12/2023
matsne.gov.ge 146 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.12.2023 მიღება
01.01.2024 ძალაში შესვლა
01.01.2025 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, თავდაცვის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 198-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2024 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) სამხედრო მოსამსახურისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) სამხედრო მოსამსახურისა. 2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული თავდაცვის ძალების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №2380-IXმს-Xმპ დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.12.2022, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016725). 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N3973-XIIIმს-Xმპ