მზღვეველის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციის სრული ან ნაწილობრივი აუტსორსინგის (მათ შორის, ძირითად საქმიანობაში გამოყენებული ინფორმაციული სისტემის აუტსორსინგული ხელშეკრულებების) მიმართ მოთხოვნების დადგენისა და მათი სამსახურთან შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 12.12.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016066
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2023
matsne.gov.ge 1,847 სიტყვა · ~9 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
მზღვეველის ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქცია (IT ფუნქცია)
ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია მზღვეველის ძირითადი (სადაზღვევო) საქმიანობის განხორციელებასთან და მიმართულია ტექნოლოგიების/საინფორმაციო სისტემების დანერგვის, ფუნქციონირების, მონიტორინგის, მხარდაჭერის, გაუმჯობესებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ
მუხლი 2
მზღვეველის ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციის სრული/ნაწილობრივი აუტსორსინგი
მზღვეველის მიერ მომსახურების მიმწოდებელთან (მიუხედავად იმისა, ექვემდებარება თუ არა იგი სახელმწიფო ზედამხედველობას) ისეთი სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება, რომლის შესაბამისად მომსახურების მიმწოდებელი, უშუალოდ ან ქვეკონტრაქტორის მეშვეობით, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში უზრუნველყოფს მზღვეველის IT ფუნქციის სრულ ან მისი ნაწილის შესრულებას, რაც სხვა შემთხვევაში მზღვეველს თავად უნდა შეესრულებინა
მუხლი 2
მომსახურების მიმწოდებელი
პირი, რომელთანაც მზღვეველს IT ფუნქციის შესრულების ფარგლებში დადებული აქვს აუტსორსინგული ხელშეკრულება
მუხლი 2
აუტსორსინგული ხელშეკრულება
მზღვეველსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის მზღვეველის IT ფუნქციის სრული/ნაწილობრივი აუტსორსინგის შესახებ დადებული ხელშეკრულება.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენცია" * გააუქმეთ არასასურველი ვარიანტი . 89% 02.05.2023 მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 87% 26.02.2016 „გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების“დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 87% 27.12.2017 „საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის" დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 87% 29.07.2022 საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 26.10.2018

დოკუმენტის ტექსტი

მზღვეველის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციის სრული ან ნაწილობრივი აუტსორსინგის (მათ შორის, ძირითად საქმიანობაში გამოყენებული ინფორმაციული სისტემის აუტსორსინგული ხელშეკრულებების) მიმართ მოთხოვნების დადგენისა და მათი სამსახურთან შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №58 2023 წლის 12 დეკემბერი ქ. თბილისი მზღვეველის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციის სრული ან ნაწილობრივი აუტსორსინგის (მათ შორის, ძირითად საქმიანობაში გამოყენებული ინფორმაციული სისტემის აუტსორსინგული ხელშეკრულებების) მიმართ მოთხოვნების დადგენისა და მათი სამსახურთან შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 21-ე მუხლის „მ“ და „ც“ ქვეპუნქტების და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ ​7“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „მზღვეველის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციის სრული ან ნაწილობრივი აუტსორსინგის (მათ შორის, ძირითად საქმიანობაში გამოყენებული ინფორმაციული სისტემის აუტსორსინგული ხელშეკრულებების) მიმართ მოთხოვნები და მათი სამსახურთან შეთანხმების წესი“ თანდართული სახით. მუხლი 2🔗 ამ ბრძანებით მზღვეველის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციის სრული ან ნაწილობრივი აუტსორსინგის (მათ შორის, ძირითად საქმიანობაში გამოყენებული ინფორმაციული სისტემის აუტსორსინგული ხელშეკრულებების) მიმართ დამტკიცებული მოთხოვნები და მათი სამსახურთან შეთანხმება მზღვეველებმა დააკმაყოფილონ 2025 წლის 1-ლი იანვრიდან. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი მზღვეველის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციის სრული ან ნაწილობრივი აუტსორსინგის (მათ შორის, ძირითად საქმიანობაში გამოყენებული ინფორმაციული სისტემის აუტსორსინგული ხელშეკრულებების) მიმართ მოთხოვნები და მათი სამსახურთან შეთანხმების წესი  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. მზღვეველის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციის სრული ან ნაწილობრივი აუტსორსინგის (მათ შორის, ძირითად საქმიანობაში გამოყენებული ინფორმაციული სისტემის აუტსორსინგული ხელშეკრულებების) მიმართ მოთხოვნების და მათი სამსახურთან შეთანხმების წესის (შემდგომ – წესი) მიზანია მზღვეველების მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციის (შემდგომ – IT ფუნქციის) მართვაში გამოყენებული სრული ან ნაწილობრივი აუტსორსინგის (მათ შორის, ძირითად საქმიანობაში გამოყენებული ინფორმაციული სისტემის აუტსორსინგული ხელშეკრულებების) მიმართ აუცილებელი მოთხოვნების (შემდგომ – მოთხოვნები) დადგენა და მათი სამსახურთან შეთანხმების წესის დამტკიცება, რათა მზღვეველის მიერ მესამე პირებისაგან ამ მომსახურების შეძენის პირობებში/შემთხვევებში უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი სტრატეგიული მიზნის მიღწევა, რისთვისაც სავალდებულოა, მზღვეველს შექმნილი ჰქონდეს ამ ხელშეკრულებ(ებ)ის დადებისა და მისი შესრულების მონიტორინგისთვის სათანადო მართვის ჩარჩო, ხოლო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ – სამსახური) საკუთარი საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისას იყენებდეს ისეთ ბერკეტებს, რომელიც შესაძლებელს გახდის აუტსორსინგულ მომსახურებასთან დაკავშირებული საფრთხეების პრევენციას/დროულ გამოვლენას და მზღვეველის საქმიანობის სრულ და ეფექტიან ზედამხედველობას. 2. მზღვეველის მიერ IT ფუნქციის სრულად ან ნაწილობრივ აუტსორსინგზე გასატანად დადებული ყველა ხელშეკრულება, რომელიც შეეხება მზღვეველის ძირითად (სადაზღვევო) საქმიანობას, უნდა შეესაბამებოდეს სამსახურის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. 3. მზღვეველი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების დადებამდე, ვალდებულია სამსახურს გაუგზავნოს წინასწარი წერილობითი შეტყობინება. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მზღვეველის ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქცია (IT ფუნქცია) – ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია მზღვეველის ძირითადი (სადაზღვევო) საქმიანობის განხორციელებასთან და მიმართულია ტექნოლოგიების/საინფორმაციო სისტემების დანერგვის, ფუნქციონირების, მონიტორინგის, მხარდაჭერის, გაუმჯობესებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ; ბ) მზღვეველის ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციის სრული/ნაწილობრივი აუტსორსინგი – მზღვეველის მიერ მომსახურების მიმწოდებელთან (მიუხედავად იმისა, ექვემდებარება თუ არა იგი სახელმწიფო ზედამხედველობას) ისეთი სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება, რომლის შესაბამისად მომსახურების მიმწოდებელი, უშუალოდ ან ქვეკონტრაქტორის მეშვეობით, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში უზრუნველყოფს მზღვეველის IT ფუნქციის სრულ ან მისი ნაწილის შესრულებას, რაც სხვა შემთხვევაში მზღვეველს თავად უნდა შეესრულებინა; გ) მომსახურების მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც მზღვეველს IT ფუნქციის შესრულების ფარგლებში დადებული აქვს აუტსორსინგული ხელშეკრულება; დ) აუტსორსინგული ხელშეკრულება – მზღვეველსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის მზღვეველის IT ფუნქციის სრული/ნაწილობრივი აუტსორსინგის შესახებ დადებული ხელშეკრულება. მუხლი 3🔗. მოთხოვნები მზღვეველის, აუტსორსინგული ხელშეკრულებისა და მომსახურების მიმწოდებლის მიმართ 1. მზღვეველი ვალდებულია ჰქონდეს IT ფუნქციის აუტსორსინგის შიდა პოლიტიკა (შემდგომ – პოლიტიკა), რომელსაც ამტკიცებს მზღვეველის ხელმძღვანელი ორგანო. მზღვეველის ხელმძღვანელმა ორგანომ პერიოდულად უნდა გადახედოს და განაახლოს IT ფუნქციის აუტსორსინგის შიდა პოლიტიკა. 2. IT ფუნქციის აუტსორსინგის შიდა პოლიტიკა სულ მცირე უნდა მოიცავდეს: ა) მზღვეველის შესაბამის ოპერაციებზე/საქმიანობაზე IT ფუნქციის აუტსორსინგის ზეგავლენის შეფასების საკითხებს; ბ) მომსახურების მიმწოდებლის შერჩევის კრიტერიუმებს, აგრეთვე როგორ და რა სიხშირით შეფასდება მიმწოდებლის საქმიანობა და შედეგები; გ) მზღვეველსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის ანგარიშგებისა და მონიტორინგის წესებს; დ) გაუთვალისწინებელ შემთხვევებში მოქმედების გეგმებს/ აუტსორსინგული ხელშეკრულებიდან გასვლის სტრატეგიას, ბიზნესის უწყვეტობის გეგმებს, იმისათვის, რომ საფრთხე არ შეექმნას დამზღვევებისთვის /დაზღვეულებისთვის უწყვეტი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას; ე) მზღვეველის იმ უფლებამოსილი პირ(ებ)ის პასუხისმგებლობის და მასთან ანგარიშგების წესს, რომლებიც მზღვეველის მხრიდან ჩართულნი იქნებიან IT ფუნქციის აუტსორსინგის პროცესში. 3. აუტსორსინგული ხელშეკრულების დადებამდე მზღვეველი ვალდებულია: ა) დეტალურად შეისწავლოს მომსახურების მიმწოდებელი და დარწმუნდეს, რომ მას აქვს მზღვეველის მიერ IT ფუნქციის ფარგლებში აუტსორსინგზე გატანილი აქტივობის/მომსახურების მიწოდების შესაძლებლობა; ბ) სრულად გააცნობიეროს აუტსორსინგის შესაძლო ზეგავლენა შესაბამის ოპერაციებზე/საქმიანობაზე. 4. აუტსორსინგული ხელშეკრულების დადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მზღვეველმა სათანადოდ უნდა შეაფასოს და გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები: ა) ხელშემკვრელი მხარეების უფლებები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები; ბ) შემოთავაზებული აუტსორსინგის მომსახურების ხანგრძლივობა; გ) აუტსორსინგის ზეგავლენა მზღვეველის რისკების მართვაზე და მისი ეფექტურობა შიდა კონტროლის პროცესებში; დ) აუტსორსინგის ინკორპორაცია შიდა აუდიტის პროცესებში; ე) მომსახურების მიმწოდებლის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ცოდნის, გამოცდილების და რეპუტაციის შესაფერისობა აუტსორსინგული ხელშეკრულების მიზნებთან და ამოცანებთან; ვ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ მზღვეველისთვის წარსადგენი ანგარიშგების სპეციფიკა; ზ) მზღვეველში აუტსორსინგის პროცესთან დაკავშირებული შიდა მმართველობითი ანგარიშგების პროცესი; თ) მოწოდებული აუტსორსინგული მომსახურების ხარისხის მონიტორინგი; ი) მომსახურების მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის ვადა და შეწყვეტის პროცედურები; კ) მზღვეველის შესაძლებლობა (უფლება) აუცილებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების იმგვარად შეწყვეტის თაობაზე, რომ ზიანი არ მიადგეს დამზღვევებისთვის/დაზღვეულებისთვის მომსახურების მიწოდების უწყვეტობასა და ხარისხს; ლ) გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის ხელშეკრულებიდან გასვლის სტრატეგია/მოქმედების გეგმა; მ) მომსახურების მიმწოდებლის გარანტია, იმის თაობაზე რომ იგი მზღვეველს მიაწვდის ყველა ინფორმაციას/მონაცემს, რაც აუცილებელია გარე აუდიტორებისა და სამსახურის მიმართ ვალდებულების შესასრულებლად; ნ) ქვეკონტრაქტირების შესაძლებლობა და პირობები; ო) შემოთავაზებული აუტსორსინგი არ გამოიწვევს მზღვეველის მართვის სისტემის დაზიანებას ან საოპერაციო რისკის ზრდას ან სამსახურის მხრიდან საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების შეფერხებას ან საფრთხეს არ შეუქმნის დამზღვევებისთვის/დაზღვეულებისთვის უწყვეტი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას; პ) აუცილებლობის შემთხვევაში ალტერნატიული მომსახურების მიმწოდებლით ჩანაცვლებისთვის ან უშუალოდ მზღვეველის მიერ IT ფუნქციის შესასრულებლად საჭირო დრო და სირთულე. 5. მომსახურების მიმწოდებელთან მიმართებაში მზღვეველმა უნდა შეაფასოს სულ მცირე: ა) პირის შესაფერისობა, სანდოობა, კვალიფიკაცია და რეპუტაცია; ბ) მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო რესურსების არსებობა; გ) ფინანსური სტაბილურობა; დ) მისი ორგანიზაციული მართვის სისტემა; ე) ინტერესთა კონფლიქტის არსებობა და მისი მართვის სქემა; ვ) ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის სტანდარტი; ზ) გარანტიები, რომ მომსახურების მიმწოდებელი დაექვემდებარება მზღვეველის ინფორმაციული უსაფრთხოების და კონფიდენციალობის მოთხოვნებს და სულ მცირე მზღვეველის სტანდარტით იქნება დაცული პერსონალური მონაცემების და სხვა მონაცემების/ინფორმაციის მთლიანობა და კონფიდენციალურობა; თ) ბიზნეს უწყვეტობის გეგმა, მათ შორის ავარიულ/კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების გეგმები;   ი) მზაობა და გარანტიები იმისა, რომ აუტსორსინგული ხელშეკრულების დასრულების ან შეწყვეტის/მოშლის შემთხვევაში მზღვეველს მომსახურების მიმწოდებლისგან დაუბრუნდება ან განსაზღვრული წესის შესაბამისად განადგურდება აუტსორსინგის განმავლობაში მისთვის გადაცემული და დაცული პერსონალური მონაცემები და მზღვეველის სხვა ინფორმაცია. 6. მზღვეველმა მომსახურების პოტენციური მიმწოდებლის განხილვისას უნდა შეაფასოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები და ამავდროულად მიიღოს ყველა ზომა, რაც უზრუნველყოფს მზღვეველის მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან ამ მოთხოვნებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვას. 7. მზღვეველი ვალდებულია აუტსორსინგულ ხელშეკრულებასთან ერთად შეინახოს ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების თანახმად მოპოვებული ინფორმაცია/დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს სამსახურს. 8. აუტსორსინგული ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით. ამასთან, ხელშეკრულება შესაძლოა დამოწმებულ იყოს როგორც მატერიალურად, ისე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. 9. აუტსორსინგული ხელშეკრულება სულ მცირე უნდა მოიცავდეს: ა) ხელშეკრულების საგნის დეტალურ განსაზღვრებას; ბ) ხელშემკვრელი მხარეების უფლებების, ვალდებულებების და პასუხისმგებლობების დეტალურ გაწერილობას, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოსაყენებელ სანქციებს; გ) მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებას დაიცვას ყველა იმ ნორმატიული აქტების და შიდა კორპორატიული აქტების მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც მზღვეველის ვალდებულებაა; დ) მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებას ითანამშრომლოს სამსახურთან აუტსორსინგის ქვეშ არსებული ფუნქციის ან საქმიანობის ზედამხედველობის პროცესში; ე) მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებას მინიმუმ მზღვეველის სტანდარტით დაიცვას მზღვეველის ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის მოთხოვნები, პერსონალური მონაცემების და სხვა მონაცემების/ინფორმაციის მთლიანობა და კონფიდენციალობა; ვ) მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებას ჰქონდეს მოქმედების გეგმები გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, ავარიულ/კრიზისულ სიტუაციებში და ამასთან უზრუნველყოს ბიზნეს უწყვეტობა; ზ) მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებას, რომ აუტსორსინგული ხელშეკრულების დასრულების ან შეწყვეტის/მოშლის შემთხვევაში მზღვეველს მომსახურების მიმწოდებლისგან დაუბრუნდება ან განსაზღვრული წესის შესაბამისად განადგურდება აუტსორსინგის განმავლობაში მისთვის გადაცემული და დაცული პერსონალური მონაცემები და მზღვეველის სხვა ინფორმაცია; თ) მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებას, რომ მზღვეველს გაუმჟღავნოს მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით განვითარების შესაძლებლობები, რომელიც დაეხმარება აუტსორსინგზე გატანილი ფუნქციის/აქტივობების ეფექტურობის გაზრდაში; ი) ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში შესაბამის პირობებს, იმ დათქმით, რომ მზღვეველის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელია მომსახურების მიმწოდებელი; კ) მზღვეველსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის ანგარიშგების და მონიტორინგის წესს; ლ) მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების, მონაცემთა/ინფორმაციის განთავსების/შენახვის ადგილისა და დაცვის პირობებს; მ) აუცილებლობის შემთხვევაში, ალტერნატიული მომსახურების მიმწოდებლით ჩანაცვლებისთვის ან უშუალოდ მზღვეველისთვის IT ფუნქციის გადაცემის პირობებს; ნ) ხელშეკრულების მოქმედების, მომსახურების გაწევის ვადებს, მხარეთა შორის შეტყობინების გაგზავნის წესს, პროცედურებსა და ვადებს; ო) ხელშეკრულების შეწყვეტის/გასვლის წესსა და სტრატეგიებს, რათა საფრთხე არ შეექმნას მზღვეველის მიერ დამზღვევისთვის/დაზღვეულისთვის/მოსარგებლისთვის სადაზღვევო მომსახურების მიწოდების პროცესს; პ) დავების გადაწყვეტის წესსა და მითითებას იმ ქვეყნის სამართალზე, რომელიც გამოიყენება ხელშეკრულების მიმართ. 10. იმ შემთხვევაში, თუ IT ფუნქციის აუტსორსინგზე გატანილია პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურება, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, გაუმჯობესების – განახლების მომსახურება, მზღვეველმა დამატებით უნდა გაითვალისწინოს და აუტსორსინგულ ხელშეკრულებაში განსაზღვროს, ამ მომსახურების ფარგლებში სატესტო მონაცემების გარდა, თუ რა რეალურ მონაცემებზე შეიძლება ჰქონდეს წვდომა მომსახურების მიმწოდებელს. 11. მზღვეველის საქმიანობასთან დაკავშირებული რომელიმე ვალდებულების ან ფუნქციის აუტსორსინგზე გადაცემისას, სრული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულებაზე ეკისრება მზღვეველს. 12. მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ აუტსორსინგის პირობები სამსახურს აძლევდეს ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას. ამისთვის, მზღვეველმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა მომსახურების მიმწოდებელმა ითანამშრომლოს სამსახურთან აუტსორსინგის ქვეშ არსებული ფუნქციის ან საქმიანობის ზედამხედველობის პროცესში, რაც უზრუნველყოფს სამსახურისთვის საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტების მიწოდებას/მასზე წვდომის შესაძლებლობას. სამსახური, როგორც მზღვეველის ზედამხედველი ორგანო, უფლებამოსილია უშუალოდ მომსახურების მიმწოდებლისგან დაუყოვნებელივ და უპირობოდ გამოითხოვოს აუტსორსინგთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია/მონაცემი, ხოლო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასრულოს სამსახურის მოთხოვნა. 13. მზღვეველის მიერ მომსახურების მიმწოდებლად უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის არჩევამ და საქართველოს ფარგლებს გარეთ IT ფუნქციის/მისი ნაწილის აუტსორსინგზე გატანამ ხელი არ უნდა შეუშალოს სამსახურს საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებაში. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის ჩანაწერები საქართველოში არ ინახება, დაუშვებელია აუტსორსინგი იმ ქვეყნების იურისდიქციაში, სადაც სამსახურს შეიძლება არ გააჩნდეს სრული და შეუფერხებელი წვდომა მზღვეველის ინფორმაციაზე, ინფორმაციის მიმოქცევასთან დაკავშირებით დაწესებული იურიდიული ან/და ადმინისტრაციული შეზღუდვების გამო. 14. მზღვეველი ვალდებულია, მის მიერ უცხო ქვეყნის მომსახურების მიმწოდებლის არჩევისას და მომსახურების ფარგლებში მისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემის მიზნებისთვის, შეასრულოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, მათ შორის მონაცემთა გადაცემისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან ნებართვის მიღების თაობაზე. მუხლი 4🔗. სამსახურთან მოთხოვნების შეთანხმების წესი 1. მზღვეველი ვალდებულია IT ფუნქციის სრულად ან ნაწილობრივ აუტსორსინგზე გატანის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და შესაბამისი ხელშეკრულების დადებამდე სამსახურს გაუგზავნოს წინასწარი წერილობითი შეტყობინება, შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით. სამსახური წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში განიხილავს წარმოდგენილი დოკუმენტების/ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ვადის არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით გაგრძელების თაობაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მზღვეველს. 2. IT ფუნქციის/მისი ნაწილის აუტსორსინგზე გატანის თაობაზე შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) აუტსორსინგული ხელშეკრულების ჩარჩოს, მის სამართლებრივ, ტექნიკურ და ეკონომიკურ შეფასებას; ბ) მომსახურების მიმწოდებლის საფირმო სახელწოდებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, რეგისტრაციის ქვეყანას და რელევანტურ საკონტაქტო ინფორმაციას; გ) მზღვეველის მხრიდან აუტსორსინგის ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლ(ებ)ის პირად მონაცემებს და დაკავებული თანამდებობის დასახელებას; დ) მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან აუტსორსინგზე გატანილი მომსახურების ჯეროვან მიწოდებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლ(ებ)ის პირად მონაცემებს და დაკავებული თანამდებობის დასახელებას; ე) მზღვეველის დეკლარაციულ განაცხადს იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულება შეესაბამება მე-3 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ვ) მზღვეველის ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებას IT ფუნქციის სრულად ან ნაწილობრივ აუტსორსინგზე გატანის და შესაბამისი ხელშეკრულების დადების თაობაზე. 3. თუ IT ფუნქციის/მისი ნაწილის აუტსორსინგზე გატანის თაობაზე შეტყობინების განხილვის პროცესში სამსახურის მიერ იდენტიფიცირდება გარკვეული ხარვეზი, მზღვეველი ვალდებულია, სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში, აღმოფხვრას იგი და წარადგინოს განახლებული შეტყობინება შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით. 4. თუ სამსახურის მიერ შეტყობინების მიღებიდან ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადებში მზღვეველს არ მიეწოდება წერილობით, დასაბუთებული უარი IT ფუნქციის/მისი ნაწილის აუტსორსინგზე გატანის თაობაზე, აუტსორსინგული ხელშეკრულების დადებაზე თანხმობა მიღებულად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია დადოს აუტსორსინგული ხელშეკრულება სამსახურისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 5. ბათილია მზღვეველის მიერ სამსახურის თანხმობის გარეშე დადებული აუტსორსინგული ხელშეკრულება. 6. მზღვეველი ვალდებულია სამსახურს წინასწარ წერილობით შეატყობინოს აუტსორსინგული ხელშეკრულების შესრულების პროცესში განსახორციელებელი ყველა არსებითი ხასიათის ცვლილების თაობაზე. მუხლი 5🔗. სანქციები მზღვეველის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.